დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1965 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022293 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1965
2016 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის საფუძველზე, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსების ფარგლებში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 3 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 900 (ცხრაასი) კბ.მ ღორღი და 10, 350 კბ.მ ქვიშა-ხრეში შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
ა) სოფ. ყულიშკარის მიმდებარე ტერიტორია – 900 კბ.მ ღორღი;
| № | X | Y |
| 1 | 745562 | 4711202 |
| 2 | 745567 | 4711213 |
| 3 | 745599 | 4711211 |
| 4 | 745599 | 4711193 |
| 5 | 745568 | 4711194 |
| S = 0.06 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
ბ) სოფ. ყულიშკარის მიმდებარე ტერიტორია – 2100 კბ.მ ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 743990 | 4710528 |
| 2 | 744037 | 4710516 |
| 3 | 744069 | 4710497 |
| 4 | 744070 | 4710484 |
| 5 | 743973 | 4710521 |
| S = 0.14 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
გ) სოფ. ჯუმის მიმდებარე ტერიტორია – 8250 კბ.მ ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 737028 | 4705342 |
| 2 | 736977 | 4705355 |
| 3 | 736922 | 4705451 |
| 4 | 736965 | 4705471 |
| S = 0.55 ჰა | ||
| WGS 1984. | ||
2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის.
3. დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხის გადახდა:
ა) სოფ. ყულიშკარის მიმდებარე ტერიტორია – 900 კბ.მ ღორღის მოპოვებისათვის – 180 ლარი;
ბ) სოფ. ყულიშკარის მიმდებარე ტერიტორია – 2100 კბ.მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისათვის – 420 ლარი;
გ) სოფ. ჯუმის მიმდებარე ტერიტორია – 8250 კბ.მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისათვის – 1650 ლარი.
4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები