დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1964 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022292 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1964
2016 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
თელავის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტი, 3 თვის ვადით, გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 3 000 (სამი ათასი) მ3 ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
ა) სოფ. იყალთოს მიმდებარედ, 380 მ3 ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 532710 | 4644952 |
| 2 | 532726 | 4644978 |
| 3 | 532738 | 4644970 |
| 4 | 532722 | 4644944 |
| S = 0,04 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
ბ) სოფ. რუისპირის მიმდებარედ, 600 მ3 ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 536916 | 4644628 |
| 2 | 536924 | 4644646 |
| 3 | 536953 | 4644636 |
| 4 | 536943 | 4644615 |
| S = 0,06 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
გ) სოფ. კისისხევის მიმდებარედ, 850 მ3 ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 548723 | 4639888 |
| 2 | 548747 | 4639900 |
| 3 | 548770 | 4639881 |
| 4 | 548738 | 4639862 |
| S = 0,09 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
დ) სოფ. ვანთას მიმდებარედ, 670 მ3 ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 550864 | 4634794 |
| 2 | 550884 | 4634809 |
| 3 | 550901 | 4634788 |
| 4 | 550881 | 4634772 |
| S = 0,07 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
ე) სოფ. სანიორეს მიმდებარედ, 300 მ3 ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 542070 | 4656490 |
| 2 | 542107 | 4656505 |
| 3 | 542110 | 4656498 |
| 4 | 542073 | 4656483 |
| S = 0,03 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
ვ) სოფ. ფშაველის მიმდებარედ, 200 მ3 ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 535980 | 4659008 |
| 2 | 535985 | 4659047 |
| 3 | 535990 | 4659046 |
| 4 | 535985 | 4659007 |
| S = 0,02 ჰა | ||
| WGS 1984. | ||
2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი - თელავის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის.
3. დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა და მუნიციპალიტეტმა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 600 ლარის გადახდა.
4. თელავის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
5. თელავის მუნიციპალიტეტმა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები