დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 07/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280020.16.009.016181 |
|
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 462 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ (სსმ, ვებგვერდი, 22/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016085) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) I დონის SCADA – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის საკუთრებაში არსებული პროგრამულ-ტექნიკური საშუალებების კომპლექსი, რომლის დანიშნულებაა ელექტროენერგეტიკული სისტემის რეჟიმული პარამეტრების მონაცემთა შეგროვება, მონიტორინგი და მართვა;“; ბ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“-„ტ3“ ქვეპუნქტები: „ტ1) II დონის SCADA – გადაცემის ლიცენზიატის საკუთრებაში არსებული პროგრამულ-ტექნიკური საშუალებების კომპლექსი, რომლის დანიშნულებაა კონკრეტული ქვესადგურის ან/და გადამცემი ქსელის რეჟიმული პარამეტრების მონაცემთა შეგროვება, მონიტორინგი და მართვა; ტ2) III დონის SCADA – განაწილების ლიცენზიატის ან/და მწარმოებლის საკუთრებაში არსებული პროგრამულ-ტექნიკური საშუალებების კომპლექსი, რომლის დანიშნულებაა გამანაწილებელი ქსელის ან/და მწარმოებლის კონკრეტული ობიექტების რეჟიმული პარამეტრების მონაცემთა შეგროვება, მონიტორინგი და მართვა; ტ3) I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტი – მოწყობილობათა კომპლექსი, რომელიც განთავსებულია გადაცემის ლიცენზიატებისა და მოსარგებლეების (ელექტროენერგიის მწარმოებელი და განაწილების ლიცენზიატი) ობიექტებზე და უზრუნველყოფენ რეალურ დროში: ტ3.ა) III დონის SCADA-ისა და II დონის SCADA-ის მონაცემთა შეგროვებას და I დონის SCADA-ში გადაგზავნას; ტ3.ბ) III დონის SCADA-სა და II დონის SCADA-ს მეშვეობით, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის, ამ წესების 45-ე მუხლის მე-8 პუნქტით, აგრეთვე, შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, 45-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების მართვას, სადაც განთავსებულია ეს ელემენტი;“; გ) ჰ44 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ45“ - „ჰ50“ ქვეპუნქტები: „ჰ45) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთების საფასური – ორეტაპიანი გადასახდელი, რომელსაც გადამცემ ქსელზე მიერთების მსურველი უხდის გადაცემის ლიცენზიატს. გადამცემ ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრება ინდივიდუალურად 500, 400, 330, 220, 110, 35 და 6-10 კვ ძაბვაზე მიერთებისთვის; ჰ46) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთება – პროცესი, რომელიც იწყება გადამცემ ქსელზე მიერთების მაძიებლის მხრიდან ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატისთვის განაცხადისა და საჭირო (მოთხოვნილი) დოკუმენტაციის წარდგენით და მთავრდება დანადგარების ტესტირების წარმატებით დასრულებით და საექსპლუატაციოდ გამზადებით; ჰ47) გადამცემ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი – დროის მონაკვეთი, რომელიც მიერთების პირველი ეტაპის შემთხვევაში მოიცავს მიერთების მაძიებლის მიერ გადამცემ ქსელზე მიერთების შესახებ სრულყოფილი განაცხადის წარდგენასა და მიერთების შეთავაზების მიღებას შორის პერიოდს, ხოლო მიერთების მეორე ეტაპის შემთხვევაში - მიერთების ხელშეკრულების ხელმოწერიდან დანადგარების ტესტირების წარმატებით დასრულებამდე და საექსპლუატაციოდ გამზადებამდე პერიოდს; ჰ48) მიერთების უჯრედი – ელექტრული ქვესადგურის შემადგენელი ნაწილი, რომელიც შედგება ერთი ელექტრული მინაერთის საკომუტაციო ან/და მიერთებისთვის საჭირო სხვა აპარატურის სრული ან ნაწილობრივი კომპლექტისაგან, აღრიცხვის უჯრედის და I დონის SCADA-ის კომუნიკაციის ელემენტის ჩათვლით; ჰ49) ტექნიკური პროექტი – დოკუმენტი ან დოკუმენტების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს არსებულ ელექტრულ (გადამცემ ან გამანაწილებელ) ქსელზე გაცემული ტექნიკური პირობისა და მიერთების ხელშეკრულების შესაბამისად მისაერთებელი ახალი ობიექტის (ელექტროგადამცემი ხაზი, ქვესადგური, ელექტროსადგური) ძირითად მონაცემებს ელექტროგადამცემი ხაზის ტრასის, გამტარის მასალისა და კვეთის, ანძების ტიპის, გენერატორების, ქვესადგურის სქემის (ტრანსფორმატორების, საკომუტაციო აპარტურის, მეორადი კომუტაციის, დამხმარე აპარატურის ტექნიკური მახასიათებლების და ა. შ) შესახებ; ჰ50) ელექტროენერგიის აღრიცხვის უჯრედი – მიერთების უჯრედის ნაწილი, რომელიც მოიცავს ერთი ელექტრული მინაერთის ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძს, მასთან დაკავშირებულ სხვა მოწყობილობებს, აგრეთვე კარადებს/ყუთ(ებ)ს და ფარ(ებ)ს/პანელ(ებ)ს.“. 2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ქსელთან მიერთების ძირითადი მოთხოვნები: 1. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთების წესები და მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ ობიექტის გადამცემ ქსელზე მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან და კანონმდებლობით დადგენილი პირობებით არ ხდებოდა მისი ელექტროენერგიით მომარაგება, ხოლო ელექტროსადგურის შემთხვევაში არ ხდებოდა ელექტროენერგიის ქსელში მიწოდება. 2. განმცხადებელმა, რომელსაც სურს გადამცემ ქსელთან მიერთება, განაცხადით უნდა მიმართოს გადაცემის შესაბამის ლიცენზიატს და გააფორმოს მიერთების ხელშეკრულება დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებთან. 3. მიერთების წერტილში ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. 4. დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატები ვალდებული არიან, მიიღონ ან მიაწოდონ დადგენილი ხარისხის ელექტროენერგია მიერთების წერტილში. 5. გადამცემ ქსელზე მიერთება ხორციელდება ორ ეტაპად: ა) პირველი ეტაპი მოიცავს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთების მაძიებლის მხრიდან გადაცემის ლიცენზიატისთვის განაცხადისა და წინამდებარე წესებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენას, გადაცემის ლიცენზიატის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან აღნიშნული დოკუმენტაციის შეთანხმებასა და მიერთების მაძიებლისთვის ამ წესების მე-10 მუხლით გათვალისწინებული მიერთების შეთავაზების წარდგენას; ბ) გადამცემ ქსელზე მიერთების მეორე ეტაპი მოიცავს გადაცემის ლიცენზიატს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და მიერთების მაძიებელს შორის მიერთების ხელშეკრულების ხელმოწერას, მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას შესაბამისი მხარეების მიერ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ტექნიკური პროექტის შეთანხმებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანადგარების ტესტირების წარმატებით დასრულებასა და საექსპლუატაციოდ გამზადებას. 6. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთების შეთავაზების შესაძლო სტანდარტული ვარიანტებია: ა) გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურში მიერთების უჯრედის მოწყობა; ბ) გადაცემის ლიცენზიატის გადამცემ ხაზში შეჭრა. 7. გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურში მიერთების უჯრედის მოწყობის შემთხვევაში, უჯრედს აწყობს (ამონტაჟებს) გადაცემის ლიცენზიატი, ხოლო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, საკუთარი სახსრებით, აწყობს (ამონტაჟებს) I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტს, როგორც გადაცემის ლიცენზიატის, ისე განმცხადებლის ქვესადგურში. მიერთებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა სამუშაოს ახორციელებს განმცხადებელი (მიერთების მსურველი). მიერთების აღნიშნული უჯრედი წარმოადგენს გადაცემის ლიცენზიატის საკუთრებას, ხოლო I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტი წარმოადგენს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის საკუთრებას. 8. გადაცემის ლიცენზიატის კუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზში შეჭრის შემთხვევაში ხდება გადაცემის ლიცენზიატის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის ჩაჭრა და მისი მაძიებლის კუთვნილ ქვესადგურამდე მიყვანა. ჩაჭრისა და ქვესადგურამდე მიყვანის სამუშაოებს, მათ შორის, გადამცემი ხაზის მთლიანობის აღსადგენად საჭირო სახაზო-საკომუტაციო მოწყობილობების შეძენასა და მონტაჟს, ახორციელებს გადაცემის ლიცენზიატი. გადაცემის ლიცენზიატი ასევე ახორციელებს მაძიებლის ქვესადგურში უჯრედის, აღრიცხვის კვანძის მოწყობას (მონტაჟს), ხოლო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი მაძიებლის ობიექტში/ქვესადგურში, საკუთარი სახსრებით, აწყობს (ამონტაჟებს) I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტს. გადაცემის ლიცენზიატი ასევე პასუხისმგებელია ამ პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების პროექტირებაზე (ტექნიკური პროექტის მომზადება), ქვესადგურამდე მიყვანისთვის საჭირო მონაკვეთზე მიწის საკუთრებისა თუ სხვა საჭირო ნებართვების მოპოვებაზე. ელექტროგადამცემ ხაზში განხორციელებული შეჭრის შედეგად აშენებული ელექტროგადამცემი ხაზი, უჯრედი და აღრიცხვის კვანძი წარმოადგენს გადაცემის ლიცენზიატის საკუთრებას, ხოლო I დონის SCADA კომუნიკაციის ელემენტი - დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის საკუთრებას. 9. განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) ელექტროგადამცემ ქსელზე მიერთება უნდა განხორციელდეს მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. გადამცემ ქსელზე მიერთების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება მხარეთა მიერ. 10. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთების შესაძლო სტანდარტულ ვარიანტს განსაზღვრავს გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებით. 3. მე-8 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მიერთების განაცხადის ფორმაში მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) განმცხადებლის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, საბანკო რეკვიზიტები, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; ბ) ტექნიკური ინფორმაციის მისაღებად გამოყოფილი პირის საკონტაქტო მონაცემები; გ) მისაერთებელი ობიექტის დასახელება, მდებარეობა და გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) კოორდინატები; დ) მისაერთებელი ობიექტის საქმიანობის ტიპი (სფერო); ე) ახალი მიერთების ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ტიპები; ვ) განმცხადებლის ობიექტის გადამცემ ქსელზე მიერთების სავარაუდო თარიღი; ზ) ობიექტის მისაერთებელი ნომინალური ძაბვის სავარაუდო საფეხური; თ) მისაერთებელი ობიექტის: თ.ა) საპროექტო სიმძლავრე - მწარმოებლის შემთხვევაში; თ.ბ) აქტიური სიმძლავრე - სხვა მოსარგებლის შემთხვევაში;
თ.გ) რეაქტიური სიმძლავრე ან აქტიური სიმძლავრის კოეფიციენტი ი) მოსარგებლის მოთხოვნის შემთხვევაში – ასევე ალტერნატიული ელექტრომომარაგების აუცილებლობა, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის პრევენციისთვის. ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. განაცხადი ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. 5. მიერთების განაცხადს თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) მისაერთებელი ობიექტის განლაგების საკადასტრო რუკა ან ობიექტის განლაგების გეგმა; ბ) მისაერთებელი ობიექტის დღე-ღამური (საათობრივი) გრაფიკი - ნებისმიერი სიმძლავრის გენერაციის ობიექტის ან/და ისეთი მომხმარებლის გადამცემ ქსელზე მიერთებისას, რომლის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრე აღემატება 1000 კვტ-ს; 4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. გადამცემ ქსელზე მიერთების განაცხადის განხილვა 1.მიერთების პირველი ეტაპი იწყება მიერთების მაძიებლის (განმცხადებლის) მიერ გადამცემ ქსელზე მიერთების განაცხადის ელექტროენერგიის გადაცემის შესაბამის ლიცენზიატთან რეგისტრაციით. 2.გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, გადამცემ ქსელზე მიერთების განაცხადის რეგისტრაციიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გადაამოწმოს წარმოდგენილი განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების ფორმალური სრულყოფილება (მათ შორის, მოიცავს თუ არა განაცხადი წესების მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას, გადახდილია თუ არა მიერთების პირველი ეტაპის საფასური და ა.შ.). ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, გადაცემის ლიცენზიატი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ასევე წერილობით აცნობებს განმცხადებელს (მაძიებელს) ხარვეზის შესახებ და უსაზღვრავს 5 (ხუთი) სამუშაო დღეს ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ ხარვეზი მითითებულ ვადაში არ გამოსწორდა, გადაცემის ლიცენზიატი უბრუნებს განმცხადებელს (მიერთების მაძიებელს) განაცხადს, თანდართულ დოკუმენტაციას და მიერთების პირველი ეტაპის საფასურს (თუ იგი გადახდილია განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) მიერ). განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) მიერ გადაცემის ლიცენზიატისთვის განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის განმეორებით წარდგენის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მათი ხელახალი რეგისტრაცია. შესაბამისად, მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი იწყება თავიდან. 3.მაძიებლის (განმცხადებლის) მიერ ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოსწორების შემთხვევაში, მიერთების უზრუნველყოფის პერიოდში არ ჩაითვლება როგორც გადაცემის ლიცენზიატის მიერ მაძიებლისთვის (განმცხადებლისთვის) მიცემული ხარვეზის გამოსწორების ვადა, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შემოწმების ვადა. 4.თუ განაცხადის რეგისტრაციიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში განმცხადებელს (მაძიებელს) არ ეცნობება ხარვეზის თაობაზე, განაცხადი მიღებულად ითვლება. 5. ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვის ვადა (მიერთების პირველი ეტაპი) განისაზღვრება დანართი №10-ით. 6.განაცხადის არსებითად განხილვისას, გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია პირველი 5 სამუშაო დღის ვადაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დააზუსტოს მისაერთებელი ობიექტის გადამცემ ქსელზე მიერთების წერტილის მდებარეობა. 7.გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის რეგისტრაციიდან დანართი №10-ით გათვალისწინებულ ვადაში არსებითად განიხილოს იგი და შესაბამისი ტექნიკური პირობის პროექტი გადაუგზავნოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. გადაცემის ლიცენზიატის მიერ მომზადებული ტექნიკური პირობის პროექტში ასახული უნდა იყოს შემდეგი საკითხები: ა) მიერთების სავარაუდო წერტილი და ძაბვის საფეხურები; ბ) მიერთების სავარაუდო სქემა, არსებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციით ან ახლის დამატებით; გ) მიერთების შერჩეული სტანდარტული ვარიანტი; დ) აღრიცხვის უჯრედის მოწყობის პირობები გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურში აღრიცხვის მოწყობის შემთხვევაში; ე) გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურში ძალოვანი მოწყობილობების მოწყობის პირობები. 8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, დანართით №10 გათვალისწინებულ ვადაში განიხილოს განაცხადი, გადაცემის ლიცენზიატის კომენტარებთან ერთად და მიღებული გადაწყვეტილება გაუგზავნოს გადაცემის ლიცენზიატს. იმ შემთხვევაში, თუ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ამ ვადაში არ აცნობებს პასუხს გადაცემის ლიცენზიატს, განაცხადი ჩაითვლება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებულად. 9. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს: ა) დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში – მიერთების ტექნიკურ პირობას და შეთავაზებას მიერთების შესახებ; ბ) უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში – დასაბუთებულ უარს განაცხადის დაკმაყოფილებაზე. 10. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისგან გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატმა მიერთების მაძიებელს (განმცხადებელს) 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უნდა გაუგზავნოს მიერთების შეთავაზება ან დასაბუთებული უარი განაცხადის დაკმაყოფილებაზე. 11. გადამცემ ქსელზე მიერთების პირველი ეტაპი სრულდება გადაცემის ლიცენზიატის მიერ განმცხადებლისათვის (მიერთების მაძიებლისათვის) გადამცემ ქსელზე მიერთების შეთავაზების წარდგენით, რომელიც მოიცავს ამ წესების მე-10 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს ან დასაბუთებული უარით მიერთებაზე. 12. განაცხადის განხილვის შედეგად გაცემული ტექნიკური პირობა უნდა შეესაბამებოდეს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთების ამ წესების მე-7 მუხლით განსაზღვრულ სტანდარტულ ვარიანტთაგან ერთ-ერთს. 13. მიერთების უზრუნველყოფის პირველი ეტაპის ვადის გაშვება არ ათავისუფლებს ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატს მიერთების შეთავაზების ან დასაბუთებული უარის წარდგენის ვალდებულებისგან. 14. მიუხედავად იმისა, დაეთანხმება თუ არა განმცხადებელი (მიერთების მაძიებელი) გადაცემის ლიცენზიატის მიერ წარდგენილ მიერთების შეთავაზებას, გადახდილი პირველი ეტაპის მიერთების საფასური განმცხადებელს უკან არ უბრუნდება. 15. 6-10 კვ ძაბვაზე განაცხადის წარდგენის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს.“. 5. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: „მუხლი 91. უარი გადამცემ ქსელზე მიერთებაზე 1. ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატები ვალდებულნი არიან, კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე განათავსონ და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია მათ კუთვნილ ქვესადგურებში არსებული თავისუფალი სიმძლავრეების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის განახლება გადაცემის ლიცენზიატებმა უნდა უზრუნველყონ ყოველკვარტალურად. 2. გადაცემის ლიცენზიატი უფლებამოსილია, უარი უთხრას განმცხადებელს (მიერთების მაძიებელს) გადამცემ ქსელზე მიერთებაზე, როდესაც მისაერთებელ ობიექტთან უახლოეს ქვესადგურში ან გადამცემ ხაზზე არ არსებობს თავისუფალი მისაერთებელი სიმძლავრე ან ასეთი მიერთება საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანად გადამცემი სისტემის საიმედო ფუნქციონირებას, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, გასცეს მიერთების შეთავაზება, თუ გადამცემ ქსელზე მიერთების განაცხადის განხილვის დროისათვის გადამცემ ქსელს არ გააჩნია შესაბამისი თავისუფალი სიმძლავრე მოთხოვნილი განაცხადის დასაკმაყოფილებლად, მაგრამ გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის სამწლიანი ნაწილით გათვალისწინებულია გადამცემი ქსელის მშენებლობის ან/და გაძლიერების იმგვარი სამუშაოები, რომლებიც მისცემს საშუალებას გადაცემის ლიცენზიატს სამომავლოდ სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) შესაბამისი მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში, გადაცემის ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიერთების შეთავაზების მოქმედების ვადის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის სამწლიანი ნაწილით. 4. გადამცემ ქსელზე მიერთების მოთხოვნაზე უარი უნდა ეფუძნებოდეს გადაცემის ლიცენზიატის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ განსაზღვრულ დეტალურ ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად უნდა მოიცავდეს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ქსელის დაგეგმვის N-1 კრიტერიუმი, მისაერთებელ არეალში თავისუფალი სიმძლავრეების შექმნის ტექნიკური შეუძლებლობა, დამყარებული რეჟიმების ლიმიტები, გარდამავალი პროცესების მდგრადობის შეზღუდვები, მოკლე-შერთვის დენების სიდიდეებთან დაკავშირებული შეზღუდვები, აგრეთვე გადამცემი სისტემის საიმედოობასთან დაკავშირებული სხვა საკითები. 5. გადაცემის ლიცენზიატი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი განსაზღვრავენ და კომისიას შესათანხმებლად წარუდგენენ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ტექნიკურ-ეკონომიკური კრიტერიუმების ჩამონათვალსა და მათი შეფასების მეთოდოლოგიას. კომისიასთან შეთანხმების შემდეგ, გადაცემის ლიცენზიატი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უზრუნველყოფენ მათ ხელმისაწვდომობას საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსების გზით. 6. გადამცემ ქსელზე მიერთებაზე დასაბუთებული უარი განმცხადებელს (მაძიებელს) უნდა ეცნობოს წერილობითი ფორმით, მიერთების პირველი ეტაპის უზრუნველყოფის ვადაში. წერილობით უარს თან უნდა დაერთოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც გახდა გადამცემ ქსელზე მიერთებაზე უარის საფუძველი. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, გადამცემ ქსელზე მიერთების უარის შესახებ შეტყობინება ყველა თანდართული დოკუმენტით ასევე გაუგზავნოს კომისიას, რომელიც თავის მხრივ, ამოწმებს უარის დასაბუთებულობას და, შემოწმების შედეგების თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადაში ატყობინებს გადაცემის ლიცენზიატსა და განმცხადებელს (მაძიებელს). 7. მიუხედავად გადამცემ ქსელზე მიერთებაზე უარისა, განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) მოთხოვნის შემთხვევაში, გადაცემის ლიცენზიატი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულნი არიან, მიაწოდონ განმცხადებელს (მიერთების მსურველს) დეტალური ინფორმაცია მოთხოვნილი მიერთების პირობების სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებისათვის გადამცემ ქსელში (სისტემაში) გასატარებელი სამუშაოების შესახებ (საჭირო დანახარჯების ჩათვლით). 8. განმცხადებელი (მაძიებელი) უფლებამოსილია გადამცემ ქსელზე მიერთებაზე უარი გაასაჩივროს კომისიაში ან სასამართლოში. 9. გადაცემის ლიცენზიატი არ არის უფლებამოსილი, გადამცემ ქსელზე მიერთებაზე უარი უთხრას ელექტროსადგურს შემდეგი მიზეზების გამო: ა) გადამცემ ქსელში არასაკმარისი თავისუფალი სიმძლავრე; ბ) ელექტროსადგურის მიერთების შედეგად გამოწვეული გადამცემი ქსელის ცალკეული უბნების ან ელემენტების შესაძლო გადატვირთვა; გ) ელექტროსადგურის მიერთებისათვის საჭირო გადამცემი ქსელის გაძლიერებით გამოწვეული ფინანსური დანახარჯები. 10. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთებაზე უარის შემთხვევაში, განმცხადებელს (მაძიებელს) გადამცემ ქსელზე მიერთების პირველი ეტაპის გადახდილი საფასური უკან არ უბრუნდება.“. 6. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ტექნიკურ პირობას, რომელიც უნდა მოიცავდეს წესების 111 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს;“; ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) განმცხადებლის (მაძიებლის) მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადამცემ ქსელზე მიერთებისათვის გადასახდელ მეორე ეტაპის საფასურს.“. ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მიერთების თაობაზე ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ შეთავაზებიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთავაზება (ასევე - ტექნიკური პირობა) ავტომატურად უქმდება. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.“. გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი: „მუხლი 101. არასტანდარტული მიერთება 1. ამ წესების 91 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გადამცემ ქსელზე მიერთების თაობაზე უარი წესების 91 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად დასაბუთებულად იქნა ცნობილი კომისიის მიერ, მიერთების მაძიებელი და გადაცემის ლიცენზიატი უფლებამოსილნი არიან, წერილობით შეთანხმდნენ, რომ მიერთების მაძიებელი საკუთარი სახსრებით განახორციელებს არა მარტო უშუალოდ მისაერთებელი ობიექტის გადამცემ ქსელზე ამ წესების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ მიერთების სამუშაოებს, არამედ გადამცემი ქსელის გაძლიერების (რეკონსტრუქციის) სამუშაოებსაც (სრულად ან ნაწილობრივ). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეთანხმება უნდა მოიცავდეს გადამცემი ქსელის გაძლიერებისათვის გაცემულ ტექნიკურ პირობას, შეთანხმებას ქსელისა თუ ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მშენებლობის (მონტაჟის) შემდგომ მათი გადაცემის ლიცენზიატის საკუთრებაში გადასვლისა და გადაცემის ლიცენზიატის მიერ შესაბამისი კომპენსაციის გადახდის წესის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ. არასტანდარტული მიერთების დროს, I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტების მოწყობა ხდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, ამ წესების შესაბამისად. 8. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. მიერთების ხელშეკრულება 1. მიერთების ხელშეკრულება ფორმდება განმცხადებელს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და შესაბამის გადაცემის ლიცენზიატს შორის. მიერთების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს შეიმუშავებენ გადაცემისა და დისპეჩერიზაციის ლიცენზიატები და დასამტკიცებლად წარუდგენენ კომისიას. 2. მიერთების ხელშეკრულება უნდა ასახავდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს: ა) მხარეთა მიერ წესების მოთხოვნების შესრულების ვალდებულებას; ბ) გადამცემ ქსელზე მიერთებასთან დაკავშირებულ მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს; გ) მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადასა და მისი მოქმედების გაგრძელების შესაძლებლობას; დ) მხარეთა პასუხისმგებლობას ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში; ე) მიერთების სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელ მხარეებს.“. 9. მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 - 112 მუხლები: „მუხლი 111 ტექნიკური პირობა 1. ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, ტექნიკური პირობა ყველა ტიპის მისაერთებელი ობიექტისათვის უნდა განსაზღვრავდეს შემდეგ საკითხებს: ა) განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) გადამცემ ქსელთან მიერთების წერტილ(ებ)ს, ძაბვის საფეხურების მითითებით; ბ) განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) მიერ გადამცემ ქსელთან მიერთებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის (ელექტროგადამცემი ხაზი, ქვესადგური, სატრანსფორმატორო პუნქტი და ა.შ.) მოწყობის ან/და არსებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის პირობებს; გ) საანაგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილ(ებ)ში ელექტროენერგიის აღრიცხვის უჯრედ(ებ)ის მოწყობისთვის საჭირო პირობებს; დ) საკონტროლო აღრიცხვის წერტილ(ებ)ის ადგილმდებარეობას და ელექტროენერგიის აღრიცხვის შესატყვისი უჯრედების მოწყობისათვის საჭირო პირობებს; ე) ელექტროენერგიის მრიცხველის ზედა დონის ესკაა სისტემაში ჩართვის პირობებს; ვ) რეაქტიული სიმძლავრის რეგულირების პირობებს ძაბვის კონტროლის მიზნით; ზ) ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის მუშაობაში მონაწილეობის პირობებს; თ) I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტის განმცხადებლის ობიექტზე/ქვესადგურზე მოწყობის პირობებს; ი) ალტერნატიული ელექტრომომარაგების პირობებს და სქემას, ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში. 2. გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკითხებისა, საჭიროების შემთხვევაში, ელექტროსადგურ(ებ)ის გადამცემ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა დამატებით უნდა მოიცავდეს: ა) ენერგობლოკის/აგრეგატის სიჩქარის რეგულირების პირობებს; ბ) სისტემის ნულიდან გაშვების შესაძლებლობას ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის აღდგენის რეჟიმში; გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ელექტროსადგურის ავტომატური დისტანციური მართვის შესაძლებლობას; დ) ელექტროსადგურის გენერატორ(ებ)ზე, საკუთარ მოხმარებასა და სხვა მინაერთ(ებ)ზე ელექტროენერგიის აღრიცხვის უჯრედების მოწყობის პირობებს; ე) ელექტროსადგურების მიერ რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფას ქსელის წესებით დადგენილ ფარგლებში. 3. ტექნიკურ პირობაში მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული გადაცემის ლიცენზიატის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის და განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) მიერ შესასრულებელი სამუშაოები.“. „მუხლი 112. მიერთების საფასური 1. გადამცემ ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრება 500, 400, 330, 220, 110, 35 და 6-10 კვ ძაბვაზე. მისი გადახდა გათვალისწინებულია ორ ეტაპად. 2. მიერთების პირველი ეტაპის საფასურის გადახდა ხდება განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) მიერ, გადამცემ ქსელზე მიერთების თაობაზე განაცხადის შეტანისას. მისი ოდენობა დამოკიდებულია ძაბვის საფეხურზე და მოცემულია წინამდებარე წესების დანართში №10. 3. მიერთების მეორე ეტაპის საფასურის გადახდა ხდება მიერთების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ, განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) მიერ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში. მხარეები შესაძლებელია შეთანხმდნენ მიერთების მეორე ეტაპის საფასურის განწილვადებაზე, რის თაობაზეც უნდა დაიდოს ცალკე ხელშეკრულება. განწილვადების შეუთანხმებლობის შემთხვევაში, გადაცემის ლიცენზიატი არ არის ვალდებული დაიწყოს მიერთების მეორე ეტაპის სამუშაოები, სანამ მიერთების მაძიებლის მიერ არ მოხდება მიერთების მეორე ეტაპის საფასურის გადახდა. 4. მიერთების მეორე ეტაპის საფასურის ოდენობა დამოკიდებულია მოთხოვნილი ძაბვის საფეხურზე და მიერთების სქემაზე. მიერთების მეორე ეტაპის საფასურის ოდენობა ძაბვის საფეხურებისა და მიერთების სქემების მიხედვით, მოცემულია წინამდებარე წესების დანართებში №11 და №12. გადაცემის ლიცენზიატის კუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზში შეჭრის შემთხვევაში, მიერთების მეორე ეტაპის საფასური წარმოადგენს დანართებით №11 და №12 შესაბამის ძაბვის საფეხურზე ელექტროგადამცემი ხაზისა მშენებლობისა და უჯრედის მოწყობისათვის გათვალისწინებული საფასურების ჯამს. იმ შემთხვევაში, თუ გადამცემ ქსელზე მიერთების სქემა ითვალისწინებს განმცხადებლის ობიექტის ალტერნატიულ ელექტრომომარაგებასაც, მიერთების მეორე ეტაპის საფასური განისაზღვრება ამ პუნქტის შესაბამისად როგორც ძირითადი, ასევე ალტერნატიული ელექტრომომარაგებისათვის გაანგარიშებული მიერთების საფასურების ჯამით. 5. 500, 400, 330 კვ და 6-10 კვ ძაბვაზე მიერთების საფასურის მეორე ეტაპის გამოთვლა ხდება გადაცემის ლიცენზიატის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ ამ წესების მე-7 მუხლის მე-7 ან მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ სამუშაოებს. შესაბამისად, მიერთების მეორე ეტაპის საფასური წარმოადგენს ამ სამუშაოების საფასურს. აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებს გადაცემის ლიცენზიატი. 6. მიერთების პირველი ეტაპისთვის განსაზღვრული საქმიანობის ამ წესების დანართში №10 განსაზღვრულ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში, გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების მაძიებელს დაუბრუნოს მიერთების პირველი ეტაპისთვის გადახდილი საფასური. 7. მიერთების მაძიებლის ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთება, დანადგარების ტესტირების და საექსპლუატაციოდ გამზადების ჩათვლით, უნდა მოხდეს მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. 8. მიერთების ხელშეკრულების მხარეებს უფლება არ აქვთ, დაუსაბუთებლად განაცხადონ უარი მიერთების თაობაზე ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე. 9. მიერთების შესახებ ხელშეკრულების გაუქმების (ვადის გასვლის) შემდგომ, თუ გადამცემ ქსელზე მიერთება არ განხორციელდა განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) მიზეზით, მიერთების მაძიებელი ვალდებულია, ხელახლა მიმართოს განაცხადით გადაცემის ლიცენზიატს და თავიდან გაიაროს წინამდებარე წესებით განსაზღვრული ყველა პროცედურა.“. 10. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. ტექნიკური პროექტის შეთანხმება 1. ამ წესების მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების გათვალისწინებით, განმცხადებელი (მიერთების მაძიებელი) ან/და გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, გადამცემ ქსელზე მიერთების მეორე ეტაპის განმავლობაში, გაცემული ტექნიკური პირობისა და მიერთების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად მოამზადოს ტექნიკური პროექტი და წარუდგინოს იგი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შესათანხმებლად. 2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ტექნიკური პროექტის წარდგენიდან 20 სამუშაო დღის ვადაში შეითანხმოს იგი ან, საჭიროების შემთხვევაში, მისცეს მიერთების მაძიებელს ან გადაცემის ლიცენზიატს კონკრეტული შენიშვნები. 3. იმ შემთხვევაში, თუ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ტექნიკური პროექტის წარმოდგენიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში არ მიაწვდის შენიშვნებს მიერთების მაძიებელს ან/და გადაცემის ლიცენზიატს - ტექნიკური პროექტი შეთანხმებულად ჩაითვლება. 4. ტექნიკური პროექტის განმეორებით წარდგენის შემთხვევაში, თუ შენიშვნები გამოსწორებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება არ აქვს გამოთქვას შენიშვნა პროექტის იმ კომპონენტებზე, რომელიც წარმოდგენილი იყო პროექტის თავდაპირველ ვერსიაში და არ შეცვლილა. ასეთ შემთხვევაში, სხვა შენიშვნებისა თუ პირობების არარსებობისას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ითანხმებს განმეორებით წარმოდგენილ პროექტს. 5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ტექნიკური პროექტის შეთანხმება ნიშნავს, რომ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი იღებს პასუხისმგებლობას პროექტში ასახულ მხოლოდ გადამცემ ქსელთან განმცხადებლის ობიექტის მიერთებისთვის დადგენილ პირობების ნაწილზე და ამ პირობების „ქსელის წესებით“ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. ტექნიკური პროექტის შეთანხმება ხდება წერილობითი სახით.“. 11. მე-12 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი: „მუხლი 121. მიერთების წერტილის სქემები და ნახაზები 1. მიერთების წერტილის სქემები და ნახაზები წარმოადგენს ტექნიკური პროექტის ნაწილს. იგი მზადდება ყოველი მისაერთებელი ელექტრომოწყობილობა-დანადგარისათვის და მოიცავს პროექტირების ნორმებით განსაზღვრულ ყველა საჭირო ნახაზს. 2. განმცხადებელი და გადაცემის ლიცენზიატები ამზადებენ და ერთმანეთს წარუდგენენ მიერთების წერტილამდე მათ მხარეს არსებული ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარის ნახაზსა და სქემას, რომელიც მზადდება მიერთების ხელშეკრულებისა და ტექნიკური პირობის მოთხოვნების შესაბამისად. 3. გადაცემის ლიცენზიატი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებით, ამზადებს და გადასცემს განმცხადებელს მიერთების წერტილამდე გადაცემის ლიცენზიატის მხარეს არსებული განმცხადებლისათვის აუცილებელი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ნახაზებსა და სქემებს, მიერთების ხელშეკრულების ან ტექნიკური პროექტის მოთხოვნების შესაბამისად. 4. თუ მიერთების წერტილი განმცხადებლის მფლობელობაში არსებულ ობიექტზეა, მიერთების უჯრედის ნახაზებს ამზადებს განმცხადებელი, ყველა სხვა შემთხვევაში მიერთების უჯრედის ნახაზებს ამზადებს გადაცემის ლიცენზიატი. მიერთების უჯრედის ნახაზები უნდა შეთანხმდეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან. 5. მიერთების წერტილის ნახაზები და სქემები ზუსტად უნდა ასახავდეს მიერთების წერტილში პირველადი და მეორადი კომუტაციის ელექტრულ მიერთებებსა და მასთან დაკავშირებულ მოწყობილობებს. 6. მიერთების წერტილების ნახაზების შტამპი უნდა მოიცავდეს უფლებამოსილი პირების სახელებსა და გვარებს, თარიღებსა და ხელმოწერებს. 7. ამ მუხლის შესაბამისად შეთანხმებული მიერთების წერტილების სქემები და ნახაზები დაერთვება ტექნიკურ პროექტს. მიერთების წერტილის სქემებისა და ნახაზების თითო ეგზემპლარი ინახება თითოეულ მხარესთან. 8. გადაცემის ლიცენზიატისა და განმცხადებლის მიერ მიერთების წერტილის ნახაზების მომზადების ის საკითხები, რომლებიც არ არის დარეგულირებული ქსელის წესებით (პროცედურები, ვადები, გაფორმების სტანდარტები და სხვა) საჭიროების შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით აისახება მიერთების ხელშეკრულებაში. 9. მიერთების წერტილის ნახაზები გამოყენებულ უნდა იქნეს მიერთების ობიექტთან დაკავშირებით განსახორციელებელი სამშენებლო, საექსპლუატაციო, სარემონტო თუ საპროექტო სამუშაოების დროს.“. 12. 45-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტის „ა“ - „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს შორის კომუნიკაციის მიზნით სავალდებულოა I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტის და მონაცემთა გადაცემის სხვა სისტემების განთავსება. ყველა მოწყობილობა თავსებადი უნდა იყოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მართვის სისტემასთან; ბ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტის დანერგვას რეალურ დროში ინფორმაციის მონიტორინგის და მოსარგებლის ობიექტებზე არსებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მართვის მიზნით;“; ბ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უზრუნველყოფს I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტის განთავსებას მოსარგებლის შესაბამის ობიექტზე. იმ მოსარგებლეების ჩამონათვალს, რომელთა ობიექტებზეც აუცილებელია I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტის განთავსება, განსაზღვრავს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. შესაბამისმა მოსარგებლემ უნდა უზრუნველყოს კავშირის მოწყობილობაზე დისტანციური მართვისთვის საჭირო ყველა იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც განსაზღვრულია მიერთების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;“; გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტი: ა) უზრუნველყოფს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და მოსარგებლეებს შორის ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის და მონაცემების გადაცემას და გაცვლას; ბ) ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ერთმანეთს უკავშირდებიან სტანდარტული ციფრული ინტერფეისის საშუალებით. საკომუნიკაციო მოწყობილობის კარადები განთავსებული უნდა იყოს მოსარგებლის ობიექტზე შესაბამის ოთახში. მოსარგებლის ელექტროსადგურიდან და ელექტრომოწყობილობიდან საკომუნიკაციო მოწყობილობის კარადებამდე გაყვანილობისა და სიგნალების მიწოდების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია შესაბამისი მოსარგებლე; გ) კავშირის ყველა საშუალება (I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტი-ს ჩათვლით) უნდა იყოს დაცული. 7. II და III დონის SCADA-ს და მონაცემთა გადაცემის სისტემების განთავსება ხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ვალდებული არიან, შეათანხმონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან II და III დონის SCADA-ს და მონაცემთა გადაცემის მოწყობილობების ტიპები; ბ) II და III დონის SCADA-ს და მონაცემთა გადაცემის სისტემების დანერგვის, განთავსებისა და ექსპლუატაციის დანახარჯებს უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული სისტემის შესაბამისი მონაწილე.“ დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 - მე-10 პუნქტები: „8. ქსელის წესების 23-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ III დონის SCADA-ს საკუთარი ხარჯით აწყობს შემდეგი კატეგორიის მწარმოებელი: ა) „A“, „B“, „C“ და „D“ კატეგორიის გენერატორის მქონე ჰიდროელექტროსადგური, თუ მისი ჯამური დადგმული სიმძლავრე აღემატება 10 მგვტ.-ს. ბ) „D“ კატეგორიის თბოელექტროსადგური; 9. I დონის SCADA-ს ელემენტს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ მწარმოებლების ობიექტზე აწყობს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი საკუთარი ხარჯით. 10. განაწილების ლიცენზიატები ვალდებულნი არიან, განაწილების ქსელში საკუთარი ხარჯით მოაწყონ III დონის SCADA, ხოლო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, საკუთარი ხარჯით განათავსოს განაწილების ლიცენზიატის 110 კვ. ძაბვის ობიექტებზე I დონის SCADA-ს ელემენტი.“. 13. 108-ე მუხლს მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 - მე-14 პუნქტები: „7. გადაცემის ლიცენზიატებმა 2017 წლის 1 იანვრამდე ოფიციალურ ვებ გვერდზე განათავსონ ინფორმაცია მათ კუთვნილ ქვესადგურებში არსებული თავისუფალი სიმძლავრეების თაობაზე; 8. გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებმა წესების 91 მუხლით მოთხოვნილი ტექნიკურ-ეკონომიკური კრიტერიუმების ჩამონათვალი და მათი შეფასების მეთოდოლოგია კომისიაში შესათანხმებლად წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 1 იანვრისა, ხოლო კომისია წარმოდგენილ კრიტერიუმებს შეითანხმებს წარმოდგენიდან 3 თვის ვადაში. 9. წესების 91 და 101 მუხლები ამოქმედდეს 91 მუხლით გათვალისწინებული ტექნიკურ-ეკონომიკური კრიტერიუმების ჩამონათვალის და მათი შეფასების მეთოდოლოგიის კომისიის მიერ შეთანხმების დღიდან. 10. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა 2017 წლის 1 იანვრამდე განსაზღვროს ელექტროენერგეტიკული სისტემის იმ არსებული მონაწილეების, ჩამონათვალი, რომელთა ობიექტზეც აუცილებელია I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტის განთავსება და 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტის განთავსება შესაბამისი მოსარგებლეების ობიექტებზე; 11. ელექტროენერგეტიკული სისტემის არსებულმა მონაწილეებმა, არაუგვიანეს 2017 წლის პირველი ივლისისა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეათანხმონ II და III დონის SCADA-ს და მონაცემთა გადაცემის მოწყობილობების ტიპები; 12. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა და განაწილების ლიცენზიატებმა 2017 წლის 1 ივლისამდე შეათანხმონ III დონის SCADA-ში ჩართული გამანაწილებელი ქსელის იმ ობიექტების ჩამონათვალი, სადაც უნდა მოხდეს I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტის განთავსება. 13. ელექტროენერგეტიკული სისტემის არსებულმა მონაწილეებმა 45-ე მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტების გათვალისწინებით უზრუნველყონ II და III დონის SCADA-ს და მონაცემთა გადაცემის სისტემების დანერგვა და განთავსება საკუთარ ობიექტებზე არაუგვიანეს 2019 წლის პირველი იანვრისა. 14. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა 2017 წლის 1 იანვრამდე წარუდგინოს კომისიას გადამცემ ქსელთან მიერთების განაცხადის წესების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანილი ფორმა.“. 14. მე-9 დანართის შემდეგ წესებს დაემატოს შემდეგი შინაარსის №10, №11 და №12 დანართები: ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთების პირველი ეტაპის ვადა და საფასური „დანართი №10
დანართი №11 ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთების მეორე ეტაპის ვადა და საფასური გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურში უჯრედის მოწყობის შემთხვევაში
დანართი №12 ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთების მეორე ეტაპის ვადა და საფასური გადაცემის ლიცენზიატის გადამცემ ხაზში შეჭრის შემთხვევაში
* შენიშვნა: გადაცემის ლიცენზიატის გადამცემ ხაზში შეჭრის შემთხვევაში ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთების მეორე ეტაპის საფასური შედგება დანართში №12 არსებული შესაბამისი ძაბვისა და სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზისა და დანართში №11 არსებული საფასურის ჯამისგან.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთების მსურველის სახელზე გაცემული იყო მიერთების შეთავაზება, მიერთების ტექნიკური პირობა ან/და მხარეებს შორის დადებული იყო გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ხელშეკრულება. აღნიშნულ შემთხვევებზე ახალი მომხმარებლის გადამცემ ქსელზე მიერთება (მათ შორის, ანგარიშსწორება) უნდა განხორციელდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული ტექნიკური პირობითა ან/და გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები