დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიების, სასამართლო კოლეგიებსა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 19 აპრილის №154 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 383 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 07/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 85, 11/08/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/11/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.080.000.05.002.002676 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №383
2003 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
„თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიების, სასამართლო კოლეგიებსა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 19 აპრილის №154 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიების, სასამართლო კოლეგიებსა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 19 აპრილის №154 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს 59 მოსამართლით.“;
ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია 6 მოსამართლის შემადგენლობით.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს 29 მოსამართლით.“;
დ) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგია 2 მოსამართლის შემადგენლობით.“;
ე) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია 2 მოსამართლის შემადგენლობით.“;
ვ) მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საგამოძიებო კოლეგია 3 მოსამართლის შემადგენლობით.“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები