დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მსოფლიო გადასახადთა შემსწავლელ ონლაინ პაკეტზე მიერთების მიზნით ფისკალური დოკუმენტაციის საერთაშორისო ბიუროსაგან (IBFD) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1952 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022280 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1952
2016 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მსოფლიო გადასახადთა შემსწავლელ ონლაინ პაკეტზე მიერთების მიზნით ფისკალური დოკუმენტაციის საერთაშორისო ბიუროსაგან (IBFD) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მსოფლიო გადასახადთა შემსწავლელ ონლაინპაკეტზე მიერთების მიზნით, ფისკალური დოკუმენტაციის საერთაშორისო ბიუროსაგან (IBFD) ერთწლიანი მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
2. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფისკალური დოკუმენტაციის საერთაშორისო ბიუროს (IBFD) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები