დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ა(ა)იპ - ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოსათვის კონკრეტული საქონლის სახელმწიფო შესყიდვის მიმართ განსხვავებული პირობის დადგენის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1950 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022278 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1950
2016 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ - ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოსათვის კონკრეტული საქონლის სახელმწიფო შესყიდვის მიმართ განსხვავებული პირობის დადგენის თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ - ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს (ს/კ: №445475405) მიეცეს უფლება, მის სარგებლობაში არსებული ატრაქციონების სათადარიგო ნაწილების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების მიმართ არ გაავრცელოს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები