სს „აკურას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის გადაცემის შესახებ

  • Word
სს „აკურას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1947
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022275
  • Word
1947
29/09/2016
ვებგვერდი, 18/10/2016
000000000.00.003.022275
სს „აკურას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1947

2016 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

სს „აკურას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის გადაცემის შესახებ

      1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, სს „აკურას“ (ს/კ: №231165583) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 1-ლარიანი (ერთლარიანი) ნომინალური ღირებულების 50 324 311 (ორმოცდაათი მილიონ სამას ოცდაოთხი ათას სამას თერთმეტი) ცალი ჩვეულებრივი აქცია (სახელმწიფო წილი კაპიტალში 99,82870%), მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 (ერთი) ლარად, ერთი წლის ვადით გადაეცეს ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (ს/კ: 404923785).

      2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების გადაცემის პირობად განისაზღვროს მართვის უფლებით გადაცემის საფასურის გადახდა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში.

      3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                     გიორგი კვირიკაშვილი