დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს„საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასაფორმებელი შეთანხმებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1945 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022273 |
#1945 2016 წლის 29 სექტემბერი ქ. თბილისი
სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასაფორმებელი შეთანხმებების შესახებ
1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს სს „საპარტნიორო ფონდის“ წერილი (Commitment Letter) და წილის შეძენის ხელშეკრულება (Subscription Agreement).
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ განკარგულების გამოცემის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია (გარდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტისა) და ინფორმაცია მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები