დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1944 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022272 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1944
2016 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებისა და „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-3 მუხლის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სს „საპარტნიორო ფონდს“:
ა) შეიძინოს წილი და შესაბამისად მოახდინოს ინვესტირება „გაზელ ფონდში“ (Gazelle Fund LP) და ამ მიზნით გააფორმოს საჭირო დოკუმენტები არსებითად წარმოდგენილი ფორმით;
ბ) აწარმოოს მოლაპარაკება საბოლოო პირობებზე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული გარიგების ფარგლებში და ხელი მოაწეროს საბოლოოდ შეთანხმებულ გარიგებებს, მათ დანართებსა და მათი იმპლემენტაციის მიზნით საჭირო სხვა ნებისმიერ გარიგებას (მათ შორის, Side Letter-ს, Subscription Agreement-სა და Limited Partnership Agreement-ს) და საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს მათი პირობები და შინაარსი.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ განკარგულების გამოცემის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია (გარდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტისა) და ინფორმაცია მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები