დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გ. კაკაურიძის, ც. ყავლაშვილისა და დ. ლეჟავას საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, დოკუმენტზე „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2017-2020 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენებაზე „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1941 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022269 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1941
2016 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
გ. კაკაურიძის, ც. ყავლაშვილისა და დ. ლეჟავას საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, დოკუმენტზე „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2017-2020 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენებაზე „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, დოკუმენტზე „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2017-2020 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენებაზე „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ცოტნე ყავლაშვილი და დავით ლეჟავა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები