„შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1940
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022268
  • Word
1940
27/09/2016
ვებგვერდი, 18/10/2016
000000000.00.003.022268
„შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1940

2016 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების  ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით  დამტკიცებული „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ღონისძიებების დეტალური აღწერილობების“ (დანართი №2):

ა)  მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი ახალი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის პროექტის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს.“;

ბ)  მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრება პროექტის საერთო ღირებულების 40%-ით. სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 40 000 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარს (ეკვივალენტი ლარი) და არ უნდა აღემატებოდეს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარს (ეკვივალენტი ლარი). ამავდროულად, სააგენტო თანადაფინანსებას განახორციელებს ეროვნულ ვალუტაში, ცალკეული ტრანშის გაცემის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეიძლება შეადგენდეს პროექტის ჯამური ღირებულების 40%-ზე ნაკლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ჯამური ღირებულება აღემატება     625 000 (ექვსას ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარს.“;

გ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ)  მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემნახველი საწარმოს ტევადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200 ტონას.“.

პრემიერ-მინისტრი                გიორგი კვირიკაშვილი