დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 179 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/10/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060010.22.027.016680 |
|
„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №38 ბრძანებით (ვებგვერდი, 11/07/2013, სარეგისტრაციო კოდი: 110060010.22.027.016439) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი: „პ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველო.“. 2. მე-6 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ფინანსთა სამინისტროში (გარდა საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება; ბ) ფინანსთა სამინისტროში (გარდა საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; გ) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; დ) ფინანსთა სამინისტროს (გარდა საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“; ბ) მე-7 პუნქტის: ბ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის სარგებლობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; აღნიშნულ საქმეებზე საოლქო და რაიონული პროკურორების, აგრეთვე გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა;“; ბ.ბ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი: „პ1) სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების მიზნებისათვის მულტინაციონალურ ინტერნეტ სერვის პროვაიდერებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით ცენტრალური საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება;“; გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. თავდაცვისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) თავდაცვისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება; ბ) თავდაცვისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; გ) თავდაცვის სამინისტროს ორგანოებისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“; დ) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი: „15. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანებია: ა) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ბ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველი სისხლის სამართლის საქმეების შესწავლა და სასამართლო პროცესების მონიტორინგი; გ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერ პროკურორთა პროფესიული გადამზადების საკითხებზე წინადადებების შემუშავება; დ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი და პროკურორებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადება სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის პროცესში ხარვეზების თავიდან არიდებისა და საქმის განხილვის ყველა ეტაპზე სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სათანადო სტრატეგიის შემუშავების მიზნით; ე) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე საზღვარგარეთის ქვეყნების პროკურატურების გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში უახლესი მიღწევების დანერგვა; ვ) მთავარი პროკურორის ან მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის დავალებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ზ) ექვს თვეში ერთხელ მთავარი პროკურორის ან მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა; თ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველი სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტური კოორდინაციის მიზნით; ი) საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები