,,ადვოკატთა ტესტირების ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 იანვრის №15 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
,,ადვოკატთა ტესტირების ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 იანვრის №15 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 382
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 85, 11/08/2003
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.05.002.002
  • Word
382
07/08/2003
სსმ, 85, 11/08/2003
010.220.020.05.002.002
,,ადვოკატთა ტესტირების ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 იანვრის №15 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №382

2003 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

„ადვოკატთა ტესტირების ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 იანვრის №15 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ადვოკატთა ტესტირების ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზი­დენტის 2002 წლის 16 იანვრის №15 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლი (ადვოკატთა ტესტირების ჩაბარების უფლების მქონე პირები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადვოკატთა ტესტირების ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.“

2. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ტესტირებაზე დაშვების მიზნით განცხადების მიღება სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს. განცხადების მიღების ბოლო დღის შემდეგ საბუთების რეგისტრაციის ჟურნალი ილუქება და დაგვიანებით შემოსული განცხადება არ მიიღება“.

3. მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ადვოკატთა ტესტირების ჩატარების წესსა და ვადებს, აგრეთვე ტესტირებაზე დაშვების მიზნით განცხადებების მიღების ვადებს საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი“.

4. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. ადვოკატთა ტესტირების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ტესტირებაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობის გათვალის­წინებით, შემოსული განცხადებების რიგითობის დაცვით საქართველოს იუსტიციის საბჭოს უფლება აქვს თითოეული ტესტირება დაყოს ეტაპებად“.

5. მე-6 მუხლი (ტესტი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.ტესტირება ტარდება სწორ პასუხებთან ერთად წინასწარ გამოქვეყნებული ტესტებიდან ასი საკითხის შერჩევის გზით. ის ასი საკითხი, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს, ტესტირებისას აირჩევა უშუალოდ ტესტირების დაწყების წინ.

2. საერთო ტესტირებისას საკითხები აღებულია სამართლის შემდეგი დარგებიდან: საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლება­თა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო სამართ­ლის პროცესი, ადმინისტრაციული სამართალი და ადმინისტრაციული სამართლის პროცესი. სულ ცოტა სამოცდაათი ტესტი აღებულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობიდან.

3. სისხლის სამართლის დარგში სპეციალიზაციის მსურველ­თათვის საკითხები აღებულია სამართლის შემდეგი დარგებიდან: სა­კონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, ადმინისტრაციული სამართალი და ადმინისტრაციული სამართლის პროცესი. სულ ცოტა ორმოცდაათი ტესტი აღებულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობიდან.

4. სამოქალაქო სამართლის დარგში სპეციალიზაციის მსურველ­თათვის საკითხები აღებულია სამართლის შემდეგი დარგებიდან: საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი, ადმინისტრაციული სამართალი და ადმინისტრაციული სა­მართ­ლის პროცესი. სულ ცოტა ორმოცდაათი ტესტი აღებულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებ­ლობიდან.

5. გამოსაცდელის ამოცანაა თითოეული ტესტის ოთხი სავარაუდო პასუხიდან გამოიცნოს სწორი პასუხი და სათანადო აღნიშვნა გააკეთოს პასუხის ფურცელში.

6. ტესტის ოთხი პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი. გამო­საცდელმა უნდა აღნიშნოს მხოლოდ ერთი პასუხი, მაშინ ტესტის ამოხსნა შეფასდება 0-ით. თუ არ არის აღნიშნული არც ერთი პასუხი, ასეთი ამოხსნაც შეფასდეს 0-ით. შეფასება 0-ს დაიმსახურებს ტესტის ისეთი ამოხსნაც, როცა ტესტის პასუხი გადასწორებულია.“

6. მე-10 მუხლი (ტესტირების დარიგების წესი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტესტირების დაწყების წინ ყოველ გამოსაცდელს გადაეცემა დალუქული ტესტების წიგნი, კითხვის ფურცელი და პასუხის ფურცელი.

2. ტესტების წიგნის გახსნამდე თითოეული გამოსაცდელი ვალ­დებულია შეამოწმოს ლუქის მთლიანობა. გამოსაცდელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, ვიდრე იგი დაიწყებდეს კითხვებზე პასუხის გაცემას, განაცხადოს თავისი პრეტენზია. ასეთ შემთხვევაში მას მიეცემა ახალი სათანადო მასალა. დაგვიანებით შემოსული პრეტენზია არ მიიღება“.

7. მე-11 მუხლი (სავალდებულო ინსტრუქტაჟი ტესტირების დაწყებამდე) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტესტის კითხვებზე პასუხის გაცემამდე იუსტიციის საბჭოს წარმო­მადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაც­დელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, პასუხის ფურცლის შევსების წესი და სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია ტესტირების ნორმალურად ჩატარებისათვის“.

ე. შევარდნაძე