„სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 26 აგვისტოს №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 26 აგვისტოს №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 191
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 12/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 22/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 110060000.22.027.016692
191
12/10/2016
ვებგვერდი, 12/10/2016
110060000.22.027.016692
„სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 26 აგვისტოს №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №191

2016 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 26 აგვისტოს №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 26 აგვისტოს №55 ბრძანებით (ვებგვერდი, 27/08/2013, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.22.027.016456) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ახორციელებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას, ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას;“.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. უფროსი პროკურორები ახორციელებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას, ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი