„ამბროლაურის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 27 აგვისტოს №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ამბროლაურის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 27 აგვისტოს №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 195
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 12/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 22/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 110060010.22.027.016696
195
12/10/2016
ვებგვერდი, 12/10/2016
110060010.22.027.016696
„ამბროლაურის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 27 აგვისტოს №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №195

2016 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ამბროლაურის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 27 აგვისტოს №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ამბროლაურის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 27 აგვისტოს №81 ბრძანებით (ვებგვერდი, 29/08/2013, სარეგისტრაციო კოდი: 110060010.22.027.016483) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რაიონული პროკურორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს რაიონული პროკურატურის ერთ-ერთი პროკურორი.“.

 

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობენ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, რაიონული პროკურორის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებენ საქმის გამოძიებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი