„გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულება (სამთავრობო პარტნიორი) UNHCR/GEO01/2016/ მიმართულება 1/0000000262/001“

„გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულება (სამთავრობო პარტნიორი) UNHCR/GEO01/2016/ მიმართულება 1/0000000262/001“
დოკუმენტის ნომერი 1027
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2016
ძალაში შესვლის თარიღი 30/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016431
1027
30/06/2016
ვებგვერდი, 12/10/2016
480610000.03.030.016431
„გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულება (სამთავრობო პარტნიორი) UNHCR/GEO01/2016/ მიმართულება 1/0000000262/001“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

„გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულება (სამთავრობო პარტნიორი) UNHCR/GEO01/2016/ მიმართულება 1/0000000262/001“

ხელშეკრულების სიმბოლო: UNHCR/GEO01/2016/ მიმართულება 1/0000000262/001

პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულება (სამთავრობო პარტნიორი)

პროექტი 

ხელშეკრულება დადებულია

გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პროგრამის ფარგლებში

შემდეგ მხარეებს შორის:

გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი

(შემდგომში „გლუკი“)

და

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

(შემდგომში „პარტნიორი“)

(ორივე მხარე ხელშეკრულებაში „მხარეებადაა“ მოხსენიებული)

ამბულა

i.  იმის   გათვალისწინებით,   რომ   გლუკი   არის   გაერთიანებული   ერების შვილობილი ორგანიზაცია,  დაარსებული 1949 წლის 3 დეკემბერს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 319 (IV) რეზოლუციით და რომლის მიზნები განსაზღვრულია გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის წესდებით, რომელიც მიღებულია გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 1950 წლის 14 დეკემბრის 428 (V) რეზოლუციის მიხედვით;

ii. იმის  გათვალისწინებით,  რომ  პარტნიორი  არის  სამთავრობო  იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს მთავრობის სახელით და აქვს უფლებამოსილება, გააფორმოს პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულება (შემდგომში   „წინამდებარე   ხელშეკრულება“)   გლუკთან   და   განახორციელოს ღონისძიებები, რომელიც განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.

iii. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი პარტნიორობისა და ძალისხმევის ჩამოყალიბებაზე ლტოლვილთა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ სხვა პირთა დასაცავად და გადაწყვეტილებების მისაღებად ლტოლვილთა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ სხვა პირთა თაობაზე (შემდგომში „მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობა“);

iv. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეები შეთანხმდნენ სრულყოფილ თანამშრომლობასა და კონსულტაციების გზით მოქმედებაზე, როგორც ეს გათვალისწინებულია   პროექტის   პარტნიორობის   ხელშეკრულებაში (შემდგომში „წინამდებარე ხელშეკრულება“) და ერთმანეთის საკონსულტაციო რჩევებით სარგებლობაზე წინამდებარე ხელშეკრულების ჩამოყალიბებისა და განხორციელების პერიოდში;

v. იმის  გათვალისწინებით,  რომ  მხარეები  თავის თავზე  იღებენ  ხარისხიანი პარტნიორობის ერთობლივად  განვითარებასა და  შენარჩუნებას,  რაც  ეფუძნება ჰუმანიტარული ვალდებულების გაზიარებას ლტოლვილთა და გლუკის მზრუნველობის ქვეშ მყოფ სხვა პირთა დაცვისა და   ადამიანური ღირსების და იმ პირთა კეთილდღეობის გაუმჯობესების კუთხით, რომელთაც გაეწიათ მომსახურება;

vi. იმის    გათვალისწინებით,    რომ    გლუკის    მონაწილეობა    ამ    პროექტის ჩამოყალიბებასა და მასში წვლილის შეტანაზე შესაბამისობაშია გლუკის ჰუმანიტარული და არაპოლიტიკური მანდატის პრინციპებთან და გლუკის წესებთან და რეგულირებებთან;

vii. იმის  გათვალისწინებით,  რომ  „პარტნიორი“  წარმოადგენს ერთადერთ შემსრულებელ პარტნიორს, რომელსაც გლუკი აკისრებს პროექტის განხორციელებას,   სრული   პასუხისმგებლობისა   და   ანგარიშვალდებულების თავის თავზე აღებით, რესურსების ეფექტური სარგებლობისა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგების მიღწევით;

viii. იმის     გათვალისწინებით,     რომ     დაფინანსება     ხელმისაწვდომი     გახდა     გლუკისათვის  6.5  მუხლის  პირველ  შენატანში  მითითებული  თანხის ოდენობით წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისათვის;

ix. იმის     გათვალისწინებით,    რომ     გლუკი     განახორციელებს     გონივრულ მცდელობებს რესურსებისა და სახსრების მოსაძიებლად და მათი ხელმისაწვდომობისა და პროექტის ფაქტიური შესრულებიდან გამომდინარე, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, გაზრდის თავის მონაწილეობას იმ ოდენობამდე, რაც მოცემულია რესურსების მოთხოვნებსა და ფინანსურ შეთანხმებებში (მუხლი 6.3).

მხარეები თანხმდებიან:


უხლი 1 განსაზღვრებები; ინტერპრეტაცია

1.1 წინამდებარე  ხელშეკრულებაში  მთავრული  ასოებით  გამოყენებულ  ტერმინებს  აქვთ წინამდებარე ხელშეკრულების ტექსტში ან დანართ 1-ში მათზე მინიჭებული მნიშვნელობა.

უხლი 2 თანამშრომლობის ბუნება და მასშტაბი

2.1 წინამდებარე ხელშეკრულება აყალიბებს პროექტს, რომელშიც გლუკს წვლილი შეაქვს რესურსების სახით, ხოლო პატრნიორი თანხმდება კონტრიბუციაზე და განახორციელებს პროექტს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ.

2.2 მხარეები აცნობიერებენ პარტნიორობის უნიკალურ ბუნებას და წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებისა და პირობების შესაბამისად პროექტის განხორციელების მიზნით   იღებენ   ვალდებულებას   მისი   სრულყოფილად   შესრულებისა   და   სასურველი შედეგის მიღწევისათვის;

2.3  წინამდებარე  ხელშეკრულება  აყალიბებს  თანამშრომლობის  საფუძველს  და განსაზღვრავს მხარეთა მოსალოდნელ  კონტრიბუციას,  როლებს, პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს პროექტის განხორციელებასა და სასურველი შედეგების მიღწევასთან დაკავშირებით.

2.4 წინამდებარე ხელშეკრულება ასახავს მხარეთა შორის წინასწარ განხილვებს, მოლაპარაკებებსა და შეთანხმებას პროექტის ერთობლივ განხორციელებაზე გლუკის გლობალური სტრატეგიული პრიორიტეტების, გლუკის სამოქმედო გეგმისა და გაზიარებული საერთო ჰუმანიტარული ვალდებულების შესაბამისად. წინამდებარე ხელშეკრულება ანაცვლებს ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებულ აქამდე არსებულ ყველა ხელშეკრულებასა და შეთანხმებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2.5 წინამდებარე ხელშეკრულება განსაზღვრავს პროექტის მნიშვნელოვან  ელემენტებს და მხარეთა  შესაბამის  ვალდებულებებს,  როგორიცაა  მოსალოდნელი  შედეგები  და შესრულება, ვადები და რესურსები პროექტის სასურველი შედეგების მიღწევასთან მიმართებაში.

2.6   წინამდებარე   ხელშეკრულების   განსაზღვრული   დებულებები   მოცემულია წინამდებარე  ხელშეკრულების  1-ლ  ნაწილში, ხოლო  ზოგადი  დებულებები  მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 ნაწილში. დამატებები და დანართები შეადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს.

აწილი 1: პროექტის განსაკუთრებული დებულებები

მუხლი 3 წინამდებარე ხელშეკრულების ხანგრძლივობა

3.1 წინამდებარე   ხელშეკრულება  ძალაში  შევა   იმ   თარიღით,   როდესაც   მხარეთაგან უკანასკნელი მოაწერს ხელს და მხარეთა ურთიერთობას წარმართავს ამ თარიღით, გარდა გამონაკლისისა,  თუ  კი  პროექტის  განხორციელება  დაიწყო  3.2  მუხლში  მითითებულ დროზე ადრე. ამ შემთხვევაში წინამდებარე ხელშეკრულება მხარეთა ურთიერთობას განსაზღვრავს ასეთი ადრეული თარიღით.

3.2 პროექტის   საქმიანობა   განხორციელდება   პროექტის   სამუშაო   გეგმის/შენატანების გეგმის (დანართი გ) შესაბამისად და დასრულდება პროექტის განხორციელების ქვემოთ მოცემულ პერიოდში:

პრქტის განხორციელების პერიოდი

პროექტის განხორციელების ეფექტური დაწყების თარიღი (არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის 1 იანვრისა)

01/01/2016

პროექტის განხორციელების დასრულების თარიღი (არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის 31 დეკემბრისა)

31/12/2016

3.3  პროექტის  განხორციელების პერიოდის  გაგრძელება წინამდებარე  ხელშეკრულების წლის 31 დეკემბერს მიღმა დამატებითი ხარჯებით თუ მათ გარეშე, არაა ნებადართული 3.5 მუხლში მითითებული გამონაკლისი გარემოებების გარდა.

3.4   პროექტის   ლიკვიდაციის   პერიოდი   არის   ქვემოთ   მოცემული   და   წარმოადგენს პერიოდს,  რომლის  განმავლობაში  პროექტის  განხორციელების  პერიოდში  ძალაში შესული ფინანსური ვალდებულებები შესაძლებელია გაგრძელდეს, რათა პარტნიორმა მოახდინოს მათი მოგვარება წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად. პროექტის ლიკვიდაციის პერიოდი უნდა იყოს არაუგვიანეს პროექტის განხორციელების პერიოდის შემდგომი  კალენდარული  წლის  31  იანვრისა.  პროექტის  განხორციელების  პერიოდის შემდეგ  ან  პროექტის ლიკვიდაციის  პერიოდში  აქტივობების  დანერგვა  და  ამით  ახალი ხარჯების   ან   ფინანსური   ვალდებულების   წამოჭრა   მიუღებელი   იქნება,   რადგან   ეს სცილდება 11.6 მუხლში მოცემული მიზნობრივი ხარჯების სფეროს.

პროექტის ლიკვიდაციის პერიოდი

(არაუგვიანეს წლის 31 იანვრისა, რომელიც მოსდევს

პროექტის განხორციელების პერიოდს)
 

01/01/2017 წლიდან

31/01/2017 წლამდე

3.5 გამონაკლის შემთხვევებში, პროექტის განხორციელების პერიოდის და/ან პროექტის ლიკვიდაციის პერიოდის გაგრძელება იმ თარიღს მიღმა, რაც განსაზღვრულია მუხლებში 3.2 და 3.4 შესაძლოა, დაუშვას გლუკის მაკონტროლებელმა ორგანომ. ასეთი გაგრძელება აისახება ცვლილება შეტანილ ხელშეკრულებაში, რომელიც იმისათვის, რომ იყოს კანონიერი და სავალდებულო, უნდა დასრულდეს პროექტის განხორციელების პერიოდის ბოლომდე.

მუხლი 4  პროექტის იდენტიფიკაცია

4.1 პროექტის დასახელება: ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა სამართლებრივი დაცვა საქართველოში

4.2 ხელშეკრულების სიმბოლო არის: GEO01/2016/0000000262/001

4.3 პროექტის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი კორესპონდენციის, ანგარიშებისა და ფინანსური ჩანაწერების ჩათვლით, რომელიც დაკავშირებულია წინამდენარე ხელშეკრულებასა და მის განხორციელებასთან, უნდა ატარებდეს წინამდებარე ხელშეკრულების სიმბოლოს.

4.4 პროექტის მნიშვნელოვანი მონაცემები: ა. საბიუჯეტო წელი: 2016 ბ. პარტნიორის    კოდი: 1093000 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გ. აღრიცხვის ცენტრ(ებ)ი: 21081 საქართველო, თბილისი

დ. მიმართულება: მიმართულება 1 ლტოლვილთა პროგრამა

ე.   მდგომარეობა:   1900   ყოველწლიური   ბიუჯეტი   დამტკიცებული   აღმასრულებელი კომისიის მიერ

ვ. მოქმედება: GEO RO ABC

ზ.  მოსახლეობის  დაგეგმარების  ჯგუფ(ებ)ი:  1GEOA  ლტოლვილები  და  თავშესაფრის მაძიებლები

თ. მიზანი (მიზნები): PF დაცვა და სხვადასხვა გადაწყვეტილებები

მუხლი 5 პროექტის ანგარიშგება

5.1 პარტნიორმა უნდა წარადგინოს დროული, ზუსტი და სრულყოფილი პერიოდული ანგარიშები, როგორც ეს ქვემოთაა მოცემული, პროექტის ანგარიშის ფორმატში (დანართი დ) წარმოდგენილი სტანდარტული ფორმატ(ებ)ით, რათა მოხდეს შესრულების პროგრესისა და რესურსების გამოყენების დემონსტრირება.

ანგარიშგების პერიოდი,რომელიც სრულდება მუხლი 4.4-ის  მიხედვით გათვალისწინებული საბიუჯეტო წლით

ანგარიშის ტიპი ანგარიშის წარდგენის თარიღი

 

 

 

 

31 მარტი

-    პროექტის      შესრულების ანგარიში

-    პროექტის         ფინანსური ანგარიში

საბიუჯეტო  წლის 10 აპრილისთვის

30 ივნისი

-    პროექტის შესრულების ანგარიში

-    პროექტის ფინანსური ანგარიში

-    საქონლისა და საკუთრების ანგარიში

-    პროექტის თანამშრომელთა ანგარიში

საბიუჯეტო წლის 15 ივლისისთვის

30 სექტემბერი

-    პროექტის შესრულების ანგარიში

-    პროექტის ფინანსური ანგარიში

საბიუჯეტო წლის 10 ოქტომბრისთვის

31 დეკემბერი

-    პროექტის შესრულების ანგარიში

-    პროექტის ფინანსური ანგარიში

-    საქონლისა და საკუთრების ანგარიში

-    პროექტის თანამშრომელთა ანგარიში

კალენდარული წლის 15 თებერვლისთვის, რომელიც მოსდევს საბიუჯეტო წელს

5.2 პროექტის შესრულების ანგარიშმა უნდა ასახოს პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელი შედეგები იქნა მიღწეული.

5.3 პროექტის ფინანსური ანგარიში ასახავს უფლებამოსილი საქმიანობისათვის გლუკის ფინანსური რესურსების გამოყენებას, პროექტის ბიუჯეტთან (დანართი ბ), საპროცენტო შემოსავალთან,   სხვადასხვა   შემოსავალთან,   მნიშვნელოვან   დებიტორულ დავალიანებასთან   და დაუხარჯავ   ბალანსთან   მიმართებაში   მოცემული   ხარჯების ჩათვლით.

5.4 საქონლისა და საკუთრების ანგარიშმა უნდა ასახოს ყველა საქონლისა და საკუთრების გამოყენება და სტატუსი იმ ფორმატით, როგორც ეს უზრუნველყოფილია დანართში დ.

5.5 პროექტის თანამშრომელთა ანგარიშმა უნდა ასახოს პროექტის თანამშრომლები, რომლებიც   დაფინანსებულნი   არიან   გლუკის   რესურსებით   პროექტის   საქმიანობის განსახორციელებლად და მხარდასაჭერად იმ ფორმატით, როგორც ეს უზრუნველყოფილია დანართში ე.

5.6 გლუკმა უნდა განახორციელოს ყველა ძალისხმევა ანგარიშგების მოთხოვნების შესამცირებლად და სტანდარტიზაციის მოსახდენად და განსაზღვროს ყველა საჭირო ანგარიში წინამდებარე ხელშეკრულებით. გლუკი იტოვებს უფლებას, მოითხოვოს სხვა რეგულარული ანგარიშები, როგორიცაა ყოველთვიური ჯანმრთელობის მონაცემები და საკვების განაწილების პერიოდული ანგარიშები. გლუკმა, ასევე, შეიძლება მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული   აქტივობების თაობაზე   ანგარიშები. ასეთი ანგარიშების საჭიროების წარმოიშობისას პარტნიორი წინასწარ უნდა იქნეს გაფრთხილებული წერილობითი ფორმით და მიეცეს საკმარისი დრო ანგარიშის მომზადებისათვის.

სხვა ანგარიშები (მიუთითე სახელი და წარდგენის ვადები)

ანგარიშის ტიპი

არდგენის ვადები

1

 

 

5.7  ყველა  წარდგენილი  ანგარიში  ექვემდებარება  გლუკის  მიერ   ვერიფიკაციასა  და დადასტურებას.  გლუკმა  უნდა  შეატყობინოს პარტნიორს  ანგარიშის  მიღების  შესახებ  ან დამატებითი  ინფორმაციის  მოთხოვნის  თაობაზე.  გლუკის  მხრიდან  მოთხოვნის შემთხვევაში  პარტნიორმა  უნდა  უზრუნველყოს  ასეთი  დამადასტურებელი  და თანმხლები დოკუმენტაციის წარდგენა მიწოდებული ინფორმაციის განმარტებისა და დადასტურებისათვის.

უხლი 6  – რესურსების საჭიროება და ფინანსური შეთანხმებები

6.1 მხარეები ეცდებიან, გაზარდონ დამატებითი სახსრები და რესურსები პროექტის მხარდასაჭერად.

6.2 პარტნიორის მიერ ხელშეკრულების თანადაფინანსების შემთხვევაში, კონტრიბუცია შესაძლოა   განხორციელდეს   ნაღდი   ფულით   ან   არამატერიალური   სახით   (სხვადასხვა მასალის,   ტექნიკური   ექსპერტიზის,   ადამიანური   რესურსებისა   და   სხვა   შენატანის ფორმით).

6.3 მხარეთა კონტრიბუცია განსაზღვრულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში. პარტნიორის კონტრიბუციის მოვლა-პატრონობასა და მართვას უნდა ახდენდეს უშუალოდ პარტნიორი და უზრუნველყოფდეს გლუკის მიერ პროექტთან მიმართებაში გამოყოფილი რესურსების შევსებას.  პარტნიორმა  უნდა  შეატყობინოს  გლუკს  სხვა,  გლუკის  გარეშე  წყაროებიდან ნაღდი ფულით თუ არამატერიალური ფორმით მიღებულ შემავსებელ კონტრიბუციაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე –  პროექტის    ერთობლივი    დაგეგმვისა    და მხარდაჭერისათვის.

იი

ი თანხა (ნაღდი )

მაიალუ

 

 

(ეკნტ

ვალუტა

ანა (არაუმეტეს)

ლა)

გლუკის კონტრიბუცია, გათვალისწინებული პროექტის ბიუჯეტის მიხედვით (დანართი ბ)

ლარი

521,920.00

 

პარტნიორის კონტრიბუცია

ლარი

540,000.00

 

სხვა                მხარეთა კონტრიბუცია

 

 

 

გლუკის შენატანების გადარიცხვის პერიოდულობა

6.4 გლუკი თავის ფინანსურ კონტრიბუციას განახორციელებს ისე, რომ არ გადაამეტებს პროექტის  ბიუჯეტით  (დანართი  ბ)  დადგენილ  თანხას  და  ასევე,  იმოქმედებს წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. გლუკი გადარიცხავს ფულად გზავნილებს პროექტის ბიუჯეტის (დანართი ბ) ბიუჯეტირებულ ვალუტაში.

6.5 პროგნოზირების გასაუმჯობესებლად, პროექტის ნაღდი ფულის ნაკადის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად და რისკების შესამცირებლად, გლუკი, სახსრების ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, განახორციელებს სახსრების პერიოდულ გადარიცხვებს პროექტის სამუშაო გეგმაში/შენატანების გეგმაში (დანართი გ) მოცემულ დაგეგმილ ღონისძიებებსა და ნაღდი ფულის შესაბამის მოთხოვნებზე დაყრდნობით. პირველი  შენატანი  იძლევა  ნაღდი  ფულის  მოთხოვნის  ჩადების  უფლებას დამატებითი თვის   დაგეგმილი   ღონისძიებებისთვის,   როგორც   წინმსწრები   დრო პროექტის   ნაღდი ფულის ნაკადის უზრუნველსაყოფად. ინდიკატორული პერიოდული გადარიცხვები, რომელიც დადგენილია ხელმოწერის თარიღის დროს, განსაზღვრულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

ნდიკაციური შენატანების გრაფიკი

 

დაწყების პერიოდი

დასრულების პერიოდი

ბიუჯეტირებული ვალუტა

 

თანხა

 

შენატანები

01/01/2016

30/04/2016

ლარი

143,250.00

1-ლი შენატანი

01/05/2016

31/07/2016

ლარი

134,950.00       

მე-2 შენატანი

01/08/2016

31/10/2016

ლარი

172,270.00

მე-3 შენატანი

01/11/2016

31/12/2016

ლარი

71,450.00

მე-4 შენატანი

6.6  გლუკმა  უნდა  გადარიცხოს  პირველადი  შენატანი  საბანკო  ანგარიშზე,  როგორც  ეს განსაზღვრულია  პარტნიორის  მიერ  6.9  მუხლში  ათი  სამუშაო  დღის განმავლობაში,  მას შემდეგ, რაც წინამდებარე ხელშეკრულება  შევა ძალაში.

6.7  პარტნიორისგან სათანადოდ გამართლებული მოთხოვნის მიღებისას დამატებითი ფულადი თანხის გადარიცხვის თაობაზე, რომელიც აკმაყოფილებს გლუკის საჭიროებას ასეთი სახსრებისადმი, გლუკი განახორციელებს შესაბამის შენატანებს იმ სახითა და ფორმით, რომელიც შესაძლებელს გახდეს პროექტის განხორციელების უწყვეტობის უზრუნველყოფას. გლუკის  მიერ შესაბამისი შენატანების გადახდა ექვემდებარება გლუკის სახსრების ხელმისაწვდომობას და ასეთი შენატანების თანხის განსაზღვრა დამოკიდებულია  გლუკის  შეხედულებაზე,  რათა  წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად,  იყოს პროექტის  ფაქტობრი შესრულებისა  და შემდგომი  პერიოდის დაგეგმილი სამუშაოს პროპორციული.

6.8 გლუკი არ იღებს პასუხისმგებლობას პატნიორის მიერ წინასწარ დაფინანსებულ რაიმე ხარჯებსა ან ვალდებულებებზე, რაც განხორციელდა ფულადი გადარიცხვების ზემოთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს იყო ცალსახად ნებადართული გლუკის მიერ წერილობითი ფორმით და ჩადებული პროექტის ბიუჯეტში (დანართი ბ).

ცალკე-სარგებლიანი საბანკო ანგარიში

6.9 გლუკმა   უნდა   მოახდინოს   ყველა   შენატანის   დეპონირება   საბანკო   ანგარიშზე, რომელიც ატარებს პარტნიორის ოფიციალურ სახელს. ანგარიში  უნდა  წარმოადგენდეს ცალკე  საბანკო  ანგარიშს,  სასურველია, ცალკესარგებლიან  ანგარიშს, რომელსაც  მართავს პარტნიორი  წინამდებარე ხელშეკრულების  მიზნებისათვის. საერთო  ანგარიშის გამოყენება მოითხოვს    გლუკის მაკონტროლებელი ორგანოს მიერ წინასწარ წერილობით დასტურს. გლუკის სახსრების გამოყენება უნდა დარჩეს უცვლელი და აუდიტირებული.

ოპერირების   ქვეყანაში   პარტნიორის საბანკო ანგარიში, რომელზეც გლუკი შეიტანს სახსრებს ლარში:

ა.  ბანკის  დასახელება,  მისამართი  და  კლირინგის  ნომერი: საქართველოს  ეროვნული ბანკი

ბ. ანგარიშის მფლობელის სახელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

გ. ანგარიშის დასახელება, ნომერი და მისამართი:   200122900

პარტნიორი იყენებს უწყების მიერ დაწესებულ საერთო ანგარიშს მთავრობის ფინანსური პოლიტიკის ან გლუკის მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილების შესაბამისად. პარტნიორი  თანხმდება,  რომ  საერთო  ანგარიშში  ნებისმიერი  გამომუშავებული პროცენტის განაწილება მოხდება გლუკის სახსრების მოცულობის შესაბამისად სხვა სახსრებთან მიმართებაში.

პრქტის ბიუჯეტი და საბიუჯეტო გადარიცხვების დონე

6.10  პროექტის  ბიუჯეტი  (დანართი  ბ)  ემყარება  პროექტის  აღწერაში  (დანართი  ა)

მოცემული  მოსალოდნელი შედეგისა  და მიწოდების  ღირებულებას. მხარეები ვალდებულნი   არიან,   შეამცირონ    ადმინისტრაციული   და   ზედნადები   ხარჯები   და გაზარდონ რესურსები მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობის მომსახურებისათვის.

6.11    იმის   გათვალისწინებით,   რომ    შედეგების    დონეზე    არსებული    ცვლილება   არ აღემატება   20%-ს   და   შედეგების   დონეზე   მოსალოდნელი   შედეგების   განხორციელება რჩება იგივე, როგორც  აქამდე  იყო შეთანხმებული  და  არ  არსებობს არანაირი ცვლილება პარტნიორის თანამშრომელთა  ხარჯებსა  და პროექტის მთლიან  ბიუჯეტში  (დანართი  ბ), პარტნიორს შეუძლია დისკრეციული საბიუჯეტო მუხლის მიზნობრივი თანხმების გადარიცხვის განხორციელება შედეგების ფარგლებში  მოცემული  ანგარიშების  დონეზე. ამ ტიპის გადარიცხვების  გამართლება ჩადებული   უნდა იყოს პარტნიორის მიერ წარმოებულ დოკუმენტაციაში და ხელმისაწვდომი უნდა იყოს გლუკის ვერიფიკაცისა და აუდიტისთვის.   სხვა ნებისმიერი საბიუჯეტო   გადარიცხვა მოითხოვს გლუკის მიერ წინასწარ წერილობით ნებართვას (ხელშეკრულების ცვლილებას).

ალუტის გაცვლითი კურსის გამოყენება

6.12 ხარჯების კურსი უნდა იყოს იგივე, როგორც გლუკის მიერ გადარიცხული სახსრების

კურსი,   რაც   გათვალისწინებულია   პროექტის   ბიუჯეტით   (დანართი   ბ).   ხარჯი   სხვა ვალუტაში  შეიძლება  არსებობდეს  მხოლოდ  შეზღუდული  თანხით  და  საჭირო გარემოებების   შემთხვევაში   ან   თუ   კი   გამონაკლისის   სახით,   ნებადართული   იქნება გლუკის მაკონტროლებელი ორგანოს მიერ. ასეთ შემთხვევებში, პარტნიორმა უნდა უზრუნველყოს ვალუტის ყველაზე ხელსაყრელი გაცვლითი კურსის გამოყენება ტრანზაქციის განხორციელების დროს.

უხლი 7 – შეძენა და კომერციული მომწოდებლები

7.1.  სადაც  შეეფერება, პარტნიორმა უნდა განახორციელოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული   ყველა   შეძენა   გლუკის   პოლიტიკის   „შეძენა   პარტნიორის   მიერ გლუკის სახსრებით“ მიხედვით. პარტნიორი უფლებამოსილია შეიძინოს საქონელი და მომსახურებები 100,000 აშშ დოლარის ღირებულებამდე. პარტნიორი, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით იღებს ვალდებულებას, რომ დაიცავს „შეძენა პარტნიორის მიერ გლუკის სახსრებით“-ში  მითითებულ  გლუკის  პოლიტიკას  და  პროცედურებს  და  ადასტურებს, რომ მას აქვს ამ მოცულობის შეძენის განხორციელების შესაძლებლობა.

აწილი 2: ზოგადი დებულებები მუხლი 9 – მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობის მონაწილეობა

9.1 მხარეები უნდა დაემორჩილონ  გლუკის ზოგად  SGBV სტრატეგიას (“ქმედება სექსუალური და გენდერზე დაფუძნებული ძალადობის წინააღმდეგ” http://www.unhcr.org/4e1d5aba9.html). მხარეები ასევე უნდა ჩაერთონ და წაახალისონ მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა იმ ღონისძიებებში, რომელიც ეხება პროექტის დაგეგმვას, განხორციელებას, მონიტორინგსა და შეფასებას, თავსებადს დადგენილ პრაქტიკასთან  და  შესაბამისობაში  მყოფს  გლუკის ასაკის, სქესისა და მრავალფეროვნების პოლიტიკასთან: „ხალხთან და საზოგადოებასთან თანასწორობისა და დაცვისათვის მუშაობა“ (http://www.unhcr.org/4e7757449.html). უნდა     მოხდეს პროექტის ღონისძიებების ზეგავლენის ქვეშ მოხვედრილი ყველა ასაკისა და წარსული გამოცდილების  მქონე  ქალთა,  მამაკაცთა,  ბიჭთა  და  გოგონათა  მოსაზრებების, პრობლემებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და გათვალისწინება რეგულარული ჩართულობითი შეფასებებითა და მონაწილეობით. განსაზღვრული ზეგავლენა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობის სპეციფიკური ქვეჯგუფის მონაწილეობა უნდა აისახოს პროექტის აღწერაში (დანართი ა) და დოკუმენტურად წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი შესრულებლის მონიტორინგსა და ანგარიშში. ყურადღება უნდა გამახვილდეს პროექტის უნებლიე უარყოფითი ზეგავლენის თავიდან  აცილებაზე მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობისა და გარემოს მიმართ.

უხლი 10 – გლუკის მონაწილეობა და ვალდებულებები

10.1 პარტნიორობის კუთხით და პოლიტიკის განვითარებითა და სტრატეგიების განხორციელებით მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობის უკეთ  მომსახურებისათვის, გლუკმა  უნდა  განახორციელოს გონივრული  მცდელობა  საჭირო  ფინანსური რესურსების მოსაძიებლად (ნაწილი 1) და უნდა ითანამშრომლოს სრულყოფილად და ჩაერთოს პარტნიორთან ორმხრივ კონსულტაციებში, რათა მხარი დაუჭიროს პარტნიორს პროექტის განხორციელებაში.

10.2 გლუკი დაეხმარება პარტნიორს პროექტის განხორციელებაში მოქმედების კოორდინაციის გამარტივებით და სხვა ჰუმანიტარულ პარტნიორებთან და მონაწილე მხარეებთან თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების უზრუნველყოფის სურვილით.

10.3. მასპინძელმა მთავრობამ და გლუკმა უნდა უზრუნველყონ, რომ პარტნიორსა და პარტნიორის  თანამშრომლებს,  რომლებიც  ახორციელებენ  პროექტს,  ეპყრობოდნენ არსებული სამართლებრივი ჩარჩოს შესაბამისად, რომელიც ეხება გლუკისა და ქვეყანაში მის  თანამშრომელთა  მიმართ  მოპყრობას,  პრივილეგიებსა  და  იმუნიტეტს,  შეღავათებსა და  საშუალებებს,  იმ  შეღავათებისა  და  მოპყრობის  ჩათვლით,  რომელიც გათვალისწინებულია  პრივილეგიებისა  და  იმუნიტეტების  შესახებ  გაერთიანებული ერების 1946 წლის 13 თებერვლის კონვენციის მე-8 ნაწილის მე-2 მუხლით.

10.4. მასპინძელმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ პარტნიორი და პარტნიორის თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ პროექტს, გათავისუფლებულები იყვნენ მოქმედების ქვეყანაში მიღებული რეგულაციებისგან ან სხვა სამართლებრივი დებულებებისგან, რომელიც ხელს უშლის წინამდებარე ხელშეკრულების  ფარგლებშიმიმდინარე მოქმედებებს და  აქვთ მინიჭებული ისეთი შესაძლებლობები,  რაც ხელს შეუწყობს პროექტის  დაჩქარებულ  და  ეფექტურ  განხორციელებას, კერძოდ,  პარტნიორის თანამშრომელთა შეუზღუდავი დაშვება პროექტის ბენეფიციარებთან იმ დოზით, რაც საჭიროა   პროექტის   ფარგლებში   განსახორციელებელი   ღონისძიებების უზრუნველსაყოფად.

უხლი 11 – პარტნიორის მონაწილეობა და ვალდებულებები

პრტის განხორციელება

11.1   პარტნიორობის   კუთხით   და   პოლიტიკის   განვითარებითა   და   სტრატეგიების განხორციელებით მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობის უკეთ  მომსახურებისათვის, პარტნიორმა უნდა ითანამშრომლოს სრულყოფილად, ჩაერთოს გლუკთან კონსულტაციებში და აიღოს პროექტის განხორციელების ვალდებულება იმგვარი კომპეტენციით, რომ უზრუნველყოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის სასურველი შედეგების მიღწევა იმგვარად, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე ხელშეკრულებაში.

11.2  წინამდებარე  ხელშეკრულების  განხორციელებისას,  პარტნიორმა პატივი  უნდა  სცეს გლუკის მანდატს, გლუკის გლობალურ სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და ლტოლვილთა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ სხვა პირთა დაცვასთან დაკავშირებულ გლუკის შესაბამის პოლიტიკასა და სახელმძღვანელო პრინციპებს გლუკის ასაკის, სქესისა და მრავალფეროვნების პოლიტიკის: „ხალხთან და საზოგადოებასთან თანასწორობისა და დაცვისათვის მუშაობის“ ჩათვლით.

11.3 პარტნიორმა უნდა გამოიჩინოს გონიერი სიფრთხილე, ყოველგვარი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ინტერესთა კონფლიქტს ადგილი აქვს, როდესაც წინამდებარე ხელშეკრულების მიუკერძოებელი და ობიექტური განხორციელება კომპრომიტირებულია შემდეგი მიზეზებით: ოჯახის, ემოციური (პირადი) ცხოვრების, პოლიტიკური ან ეროვნული კუთვნილების, ეკონომიკური დაინტერესების ან რაიმე სხვა გაზიარებული ინტერესის ჩათვლით სხვა რომელიმე პირის ან მხარისადმი. ინტერესთა კონფლიქტის წამოჭრის შემთხვევაში, პარტნიორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს გლუკს ამის შესახებ.

ონიტორინგი

11.4   პროექტის   საღი   მენეჯმენტის   მხარდასაჭერად   და   ხარისხიანი   ანგარიშგების უზრუნველსაყოფად, პარტნიორმა უნდა ჩამოაყალიბოს და აწარმოოს სისტემა პროექტის განხორციელების მონიტორინგის პროგრესისათვის, რაშიც გამოიყენებს წინასწარ დადგენილ ამოცანებს, შედეგებს, ინდიკატორებსა და მიზნებს, პროექტის აღწერისა (დანართი ა) და პროექტის სამუშაო გეგმის/შენატანების გეგმის (დანართი გ) შესაბამისად. ეს გულისხმობს მონაცემთა შეგროვებას, ანალიზსა და გაზიარებას, რაც დაკავშირებულია პროექტის საქმიანობასთან, შესრულებასა და ზეგავლენასთან.

თ სარგებლობა

11.5 პარტნიორის მიერ  გაწეული ყველა  ხარჯი გლუკის ჰუმანიტარული და არაპოლიტიკური მანდატის პრინციპებიდან გამომდინარე, შესაბამისობაში უნდა იყოს მოქმედ სტანდარტებთან და ჯანსაღი ფინანსური და რისკების მენეჯმენტის პრინციპებთან.

11.6 პარტნიორმა უნდა გამოიყენოს გლუკის მიერ გამოყოფილი რესურსები, წინამდებარე ხელშეკრულების  შესაბამისად,  მხოლოდ  პროექტის  განხორციელებისთვის  საჭირო ხარჯების მიმართულებით. მიზნობრივი ხარჯები შეადგენს ხარჯებს განხორციელების ღონისძიებებისთვის,   როგორც   ეს   აღწერილია   პროექტის   აღწერაში   (დანართი   ა)   და პროექტის ბიუჯეტის (დანართი ბ) და 3.2 მუხლით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების პერიოდის შესაბამისად. წინამდებარე ხელშეკრულების საპირისპიროდ დახარჯული ხარჯები უნდა წარმოადგენდეს ფაქტობრ ხარჯებს წამოჭრილს უფლებამოსილი ღონისძიებებისათვის, რაც სათანადოდ დადასტურებულია დედანი დოკუმენტაციით და შესაძლოა დასაბუთდეს ვერიფიკაციისა და აუდიტის მეშვეობით.

11.7  პარტნიორმა  არ  უნდა  დააკისროს  რომელიმე  ღონისძიების  იგივე  ხარჯი  გლუკის მიერ უზრუნველყოფილ სხვა რომელიმე პროექტს/სახსრებს და/ან სხვა დონორს.

11.8 გაერთიანებული ერების საბჭოს უამრავი რეზოლუციის შესაბამისად, რომელიც ეხება ტერორიზმს და კერძოდ, ტერორიზმის დაფინანსებას,   პარტნიორებმა   უნდა უზრუნველყონ, რომ არ მოხდება წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ფულადი თუ არამატერიალური რესურსების, პირდაპირი თუ ირიბი გამოყენება ტერორიზმის მხარდასაჭერად. ამ პოლიტიკის თანახმად, პარტნიორი თანხმდება, რომ გამოიყენებს   ყველა   გონივრულ   მცდელობას   იმის   უზრუნველსაყოფად, რომ  ასეთი რესურსები (ა)  არ  არის  შეგნებულად  გადარიცხული  პირდაპირ  თუ  ირიბად, ან  სხვა მხრივ  გამოყენებული  ნებისმიერი  ინდივიდუალური  თუ  იურიდიული  პირის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, რომელიც მოცემულია გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ჩამონათვალში, დაწესებული უშიშროების საბჭოს 1267 რეზოლუციისა (1999) და უშიშროების საბჭოს ტერორიზმთან ბრძოლის სხვა რეზოლუციების შესაბამისად (რეზოლუციები ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე http://www.un.org/Docs/sc/committees/1267/1267ListEng.htm და ლინკები ჩამონათვალზე – http://www.un.org/sc/committees/List_compend.shtml); და (ბ) არ გამოიყენება სხვა რომელიმე ფორმით, რომელიც აკრძალულია გაერთიანებული ერების ქარტიის მე-7 თავის შესაბამისად მიღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციით.

11.9 თუ წინამდებარე ხელშეკრულების მიმდინარეობის პერიოდში პარტნიორი აღმოაჩენს კავშირს    ტერორიზმთან    დაკავშირებულ    რომელიმე    ორგანიზაციასთან    ან ინდივიდუალურ პირთან, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს გლუკს ამის თაობაზე.

11.10 თუ რომელიმე ეტაპზე აღმოჩნდება, რომ პირი ან იურიდიული პირი, რომელიც დაფინანსებას   იღებს   წინამდებარე    ხელშეკრულებით   (ა)   იმყოფება   გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ჩამონათვალში, ან (ბ) გაირკვევა, რომ იყენებს გლუკისგან  მიღებულ დაფინანსებას ასეთ  ჩამონათვალში მოცემული პირების ან იურიდიული პირების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, მაშინ პარტნიორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს გლუკს.

უხლი 12- მხარეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები

ონსულტაცია და კომუნიკაცია

12.1  მხარეებმა  უნდა  გამართონ  რეგულარული  საკონსულტაციო  და  საკოორდინაციო

შეხვედრები. გლუკმა უნდა მოახდინოს ოფიციალური ერთობლივი მონიტორინგის და მიმოხილვითი შეხვედრების ინიციირება, რაც უნდა განხორციელდეს სულ მცირე შუა წელიწადში  და  პროექტის  დასრულებისას,  რათა  მოხდეს  კვლევის  შედეგებზე დაყრდნობითა და გამოცდილების გათვალისწინებით გადაწყვეტილების მიღება მზრუნველობის ქვეშ  მყოფი მოსახლეობის უკეთ  მომსახურების მიზნით. ეს ერთობლივი მიმოხილვები  უნდა  განხორციელდეს  კეთილსინდისიერად  და  უნდა  ითვალისწინებდეს: (ა) პროექტის პროგრესს; (ბ) მხარეთა სამუშაო ურთიერთობას; (გ) წინამდებარე ხელშეკრულებასთან მხარეთა შესაბამისობას; და (დ) პარტნიორის წარმატებასა და გამოწვევებს  შეთანხმებული  მიზნებისა  და  სასურველი  შედეგების  მისაღწევად,  როგორც ეს ასახულია წინამდებარე ხელშეკრულებაში.

12.2.   მხარეებმა   ყველა   მათ   კომუნიკაციაში   საჯარო,   სამთავრობო   თუ   სხვა   სახის იურიდიულ პირებთან ნათლად უნდა აჩვენონ, რომ პარტნიორი არის გაერთიანებული ერებისაგან, გლუკისაგან და გაეროს ნებისმიერი სხვა შვილობილი ორგანიზაციისაგან განსხვავებული სამართლებრივი იურიდიული პირი. კერძოდ, თუკი პარტნიორი ხელშეკრულებას დადებს წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ მესამე მხარესთან,   ხელშეკრულებაში   აღნიშნული   უნდა   იყოს,   რომ   (i)    პარტნიორი   არის გლუკისგან განსხვავებული სამართლებრივი იურიდიული პირი; (ii) პარტნიორი არის სამთავრობო იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს მთავრობის სახელით და მისი უფლებამოსილების  ქვეშ  და  (iii)  ხელშეკრულების  დადებისას  პარტნიორი  არ წარმოადგენს გლუკს.

გლუკისათვის კუთვნილი თანხის გადარიცხვა პარტნიორისგან

12.3 პარტნიორმა უნდა დაუბრუნოს გლუკს გლუკის პროექტის სახსრებზე და ნებისმიერ სხვადასხვა შემოსავალზე გამომუშავებული (მუხლი 6.9) თუ დარიცხული საპროცენტო შემოსავალი. პარტნიორმა უნდა გადარიცხოს საპროცენტო შემოსავალი და სხვადასხვა შემოსავალი  იმავე  ვალუტით,  რომელშიც  ის გამომუშავებული  იქნა, თუ  კი  არ  იქნა  ეს გლუკისგან სხვაგვარად წერილობით ნებადართული.

12.4 სხვადასხვა შემოსავალი უნდა მოიცავდეს, მათ შორის, უცხოური ვალუტის გაცვლის სარგებელს, შემოსავალს ან დებიტორულ დავალიანებას, მიღებულს წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად უზრუნველყოფილი ნებისმიერი ნივთის გაყიდვიდან ან სადაზღვევო პრეტენზიებიდან იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთის შესყიდვა და/ან ნივთის დაზღვევა განხორციელებულ იქნა გლუკის მიერ მოწოდებული სახსრებით.

12.5 პროექტის განხორციელების პერიოდში საპროცენტო შემოსავლითა და სხვადასხვა შემოსავლით სარგებლობა, წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩათვლით, საჭიროებს გლუკის მაკონტროლებელი ორგანოს მიერ წერილობით ნებართვას და ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას.

12.6  პარტნიორმა  უნდა გადაურიცხოს გლუკს ყველა  გაუხარჯავი ნაშთი  და  შემოსავალი პროექტის საბოლოო ფინანსური ანგარიშის წარდგენასთან  ერთდროულად, ან ნებისმიერ შემთხვევაში, გლუკის მიერ პროექტის საბოლოო ფინანსური ანგარიშის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა.

12.7 წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე ვინმეს მიერ პარტნიორისადმი გაცემული ნებისმიერი განკარგულება, უნდა ჩაითვალოს არაუფლებამოსილად, თუკი ხარჯი არაა სანქცირებული პროექტის ბიუჯეტში (დანართი ბ) და ასეთი ხარჯი მთლიანად უნდა დაიფაროს პარტნიორის მიერ.

12.8 როდესაც გლუკმა გადაიხადა ზედმეტი, ან თუკი აღმოჩნდა, რომ პარტნიორმა განახორციელა  გლუკის  სახსრების  არასწორი,  გაყალბებული  ან  უკანონო  მითვისება,  ან თუკი მარტოოდენ გლუკის აზრით, პარტნიორის ანგარიშები ვერ ადასტურებს, რომ პარტნიორის მიერ გაწეული ხარჯი არ წარმოადგენს მიზნობრივ ხარჯს, გამოწვეულსა და გამოყენებულს წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, გლუკმა უნდა მოითხოვოს პარტნიორისგან ისეთი სახსრების დაბრუნება, როგორიცაა ზედმეტად გადახდილი, არასწორად გამოყენებული ან არასაკმარისად აღრიცხული და გლუკმა შესაძლოა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რასაც მიიჩნევს საჭიროდ, არამიზნობრივად გახარჯული თანხის დასაბრუნებლად. პარტნიორმა უნდა დაუბრუნოს თანხა გლუკს ასეთი მოთხოვნის შეტყობინების თარიღიდან 30 დღის განმავლობაში. გლუკი უფლებამოსილი უნდა იყოს აუდიტის მიერ გამოვლენილი, პროექტის ბიუჯეტიდან (დანართი ბ) პარტნიორის ნებისმიერი არამიზნობრივი, წინამდებარე ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი ხარჯის ანაზღაურებაზე (მუხლი 12.19).

12.9  იმ შემთხვევაში, თუკი პარტნიორი ვერ ახორციელებს ასეთ ანაზღაურებას,  გლუკი იტოვებს უფლებას, გამოქვითოს ასეთი თანხა პარტნიორისადმი გადასახდელი ნებისმიერი სხვა თანხიდან.

წიამდებარე ხელშეკრულების ანგარიშების შენახვა

12.10   პარტნიორმა   განცალკევებულად   უნდა   შეინახოს   ხელშეკრულების ფაილი, რომელიც შეიცავს წინამდებარე ხელშეკრულებას (მის დანართებთან და დამატებებთან ერთად) და წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა მნიშვნელოვანი   ანგარიში   და დოკუმენტაცია ხელშეკრულების   დასრულებიდან   სულ მცირე ექვსი წლის განმავლობაში. მათ შორის:

ა. ფინანსური ანგარიშები და საბანკო განაცხადები;

ბ. გადასახდებისა და გადარიცხვების განაცხადები და საგადახდო მოთხოვნები;

გ. ბიუჯეტის მენეჯმენტი;

დ. კონტრაქტით გათვალისწინებული შეთანხმებები;

ე. შესყიდვები;

ვ.  პარტნიორის  თანამშრომელთა  სია,  სადაც  მითითებული  იქნება  მათი  სახელები  და ფუნქციები;

ზ. საქონელი და საკუთრება;

თ. აუდიტის ანგარიშები;

ი. შესრულებისა და მონიტორინგის ანგარიშები;

კ. საზედამხედველო და ადმინისტრაციული მენეჯმენტი;

ლ. შესაბამისი კორესპონდენცია გლუკთან და;

მ. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია (მის დანართებთან და დამატებებთან ერთად)

აქონელი და საკუთრება

12.11 საქონლისა და საკუთრების ანგარიში უნდა განახლდეს, როდესაც საქონლისა და საკუთრების შეძენა ხდება დაფინანსებით, ან გლუკიდან მატერიალური ფორმით პარტნიორის მიერ მიღების აქტებით. საქონლისა და საკუთრების დამატებითი შეთანხმებების საჭიროების შემთხვევაში,  გლუკმა  და  პარტნიორმა  ხელი უნდა  მოაწერენ განცალკევებულ ხელშეკრულებას სახელწოდებით „ხელშეკრულება საქონლისა და საკუთრების მიღებისა და სარგებლობის უფლებისათვის“.

12.12 პარტნიორი პასუხისმგებელი უნდა იყოს საქონლისა და საკუთრების სათანადო დაცვაზე,  მოვლა-პატრონობასა  და  ნებისმიერი  სახის  ზიანზე,  დანაკარგზე, ქურდობასა თუ საქონელსა და საკუთრებასთან მიმართებაში მესამე მხარის ვალდებულებებაზე. პარტნიორმა   დაუყოვნებლივ   უნდა   აცნობოს   გლუკს  საქონელსა   და   საკუთრებაზე მიყენებული   დანაკარგისა   თუ   ზარალის   თაობაზე.  პარტნიორი   შესაძლოა პასუხისმგებელი იყოს გლუკისადმი კომპენსაციაზე. ნივთის შეკეთების ან გამოცვლის ნებისმიერი   ხარჯი   გლუკის   სახსრებიდან,   გარდა   იმისა,  რაც აღწერილია   პროექტის ბიუჯეტში   (დანართი   ბ),   მოითხოვს   გლუკისგან  წერილობით   ნებართვას   ხარჯების გაწევამდე.

12.13 თუ ინდივიდუალური საქმეების საფუძველზე არ არის სხვაგვარად წერილობით შეთანხმებული, პარტნიორმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დაზღვევა საქონლისა და საკუთრებისათვის  ზიანის,  დანაკარგის,  ქურდობისა  თუ  მესამე  მხარის ვალდებულებებისაგან დაცვის მიზნით. გლუკს უნდა შეატყობინონ მის მიერ დაფინანსებული სადაზღვევო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მიღებული ნებისმიერი საჩივრით მიღებული კომპენსაციის თაობაზე და დაუყოვნებლივ მიაწოდონ შესაბამისი სადაზღვევო პრეტენზიისა და მოგვარების დოკუმენტაციის ასლებით, ასეთი სახსრების მიღებისთანავე.    ფულადი    თანხით    მიღებული    კომპენსაცია    გადაერიცხება   გლუკს, როგორც  „სხვადასხვა  შემოსავალი“  და  მატერიალური  ფორმით   კომპენსაცია იქნება „საქონელი და საკუთრება“.

12.14 გლუკის პროცედურების შესაბამისად, პარტნიორმა უნდა დააწესოს და აწარმოოს ანგარიშები, რომლებიც იძლევა საქონლისა და საკუთრების აღწერის საშუალებას. პარტნიორმა არ უნდა განკარგოს საქონელი და საკუთრება,  გლუკის მხრიდან  წინასწარი თანხმობის გარეშე.

12.15 პარტნიორმა უნდა წარმოადგინოს საქონლისა და საკუთრების   პერიოდული ანგარიში,   როგორც   ეს   განსაზღვრულია 5.1 მუხლით,   ჩაატაროს საკუთრებისა და ობიექტების რეგულარული ფიზიკური ვერიფიკაცია და ხელი შეუწყოს გლუკის თანამშრომელთა ან იმავე მიზნებისათვის სათანადოდ უფლებამოსილ პირთა პერიოდულ ვიზიტებს.

12.16 საქონელი და საკუთრება უნდა გადაეცეს გლუკს პარტნიორის მიერ:

ა. პროექტის დასრულებისას; ან

ბ. გლუკის მოთხოვნის საფუძველზე; ან

გ. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტისას, თუ არ იქნა სხვაგვარად წერილობით შეთანხმებული მხარეებს შორის.

12.17 თუკი გლუკი საქონლისა და საკუთრების მფლობელობას გადასცემს პარტნიორს ან მესამე მხარეს,   გადაცემა   განხორციელდება   ცალკე   ხელშეკრულების   საფუძველზე: „ხელშეკრულება საქონელსა და საკუთრებაზე მფლობელობის გადაცემის თაობაზე“.

პექტირება, მონიტორინგი, აუდიტი

12.18  გლუკის  მიერ  შესაბამისი  კოორდინაციით,  პარტნიორმა  ხელი  უნდა  შეუწყოს პროექტთან  და   დაკავშირებულ     თემებთან     გლუკის     თანამშრომელთა, შიდა ზედამხედველობის  სამსახურების  გაეროს  ოფისის  გლუკის  შიდა  აუდიტის სამმართველოს,  გლუკის  გენერალური  ინსპექციის  ოფისის,  გაეროს  აუდიტორთა  საბჭოს ან გლუკის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი პირის შეუფერხებელ დაშვებასა და სრულყოფილ და დროულ თანამშრომლობას ვიზიტების, ინსპექციის, მონიტორინგის, ვერიფიკაციის, აუდიტისა და პროექტის შეფასებისათვის. ასეთი ღონისძიებები შესაძლოა განხორციელდეს  პროექტის   მსვლელობის  პერიოდში  ან   პროექტის  დასრულებიდან   6 წლის განმავლობაში.

12.19 გლუკის მიერ დაფინანსებული ყველა პროექტი ექვემდებარება აუდიტს და გლუკი იტოვებს წინამდებარე ხელშეკრულების აუდიტის განხორციელებისა და შესაბამისი ხარჯების  აღების  უფლებას.  ეროვნული  აუდიტის  ოფისის  მიერ   აუდიტის განხორციელების შემთხვევაში,     მხარეები წინასწარ წერილობითი ფორმით თანხმდებიან ამის თაობაზე.

12.20 აუდიტი მოიცავს სახსრების გამოყენებას და მენეჯმენტთან, საბუღალტრო და შიდა კონტროლის სისტემებთან, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, მოსალოდნელი შედეგების  მიღწევასთან,  პროექტის  იმპლემენტაციასთან  დაკავშირებულ  ანგარიშებსა  და სხვა  საკითხებს,  ასევე,  წინამდებარე  ხელშეკრულებისადმი  პარტნიორის დამოკიდებულებას.

12.21 პარტნიორისათვის   აუდიტის   შედეგი   გაზიარებული   უნდა   იქნეს   გლუკისადმი აუდიტის ანგარიშის წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში. პარტნიორს უნდა მიეცეს შედეგების თაობაზე  კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა. მხარეები უნდა დაეთანხმონ და დასახონ შესაბამისი სამოქმედო კურსი აუდიტის შენიშვნების გამოსასწორებლად.

ეთიკრი განხილვები და პროფესიული ქცევა

12.22 მხარეები ვალდებულნი არიან, განახორციელონ ყველა მათი აქტივობა უმაღლესი

ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით, როგორც მათი შესაბამისი ორგანიზაციების შიგნით,  ასევე  გარეთ,  მათი  ჰუმანიტარული  ბუნების  შესაბამისად. ეს მოიცავს ეფექტიან და რენტაბელურ მენეჯმენტსა და გამჭვირვალე ანგარიშგებასა და კომუნიკაციებს სანდოობის,  რეპუტაციისა  და  ერთიანობის  შესანარჩუნებლად  და  მზრუნველობის  ქვეშ მყოფი პირებისათვის საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

12.23 მხარეები  ვალდებულნი  არიან,  განახორციელონ  პოლიტიკა  იმის უზრუნველსაყოფად,  რომ  მათი  თანამშრომლები  არ  იღებენ  პირად  სარგებელს პარტნიორისა   და/ან   გლუკის   ღონისძიებებსა   და   საქმიანობაში   მათი   ჩართულობის შედეგად.

12.24 მხარეებმა   უნდა   განახორციელონ   მათი   თანამშრომლების   ინფორმირება   იმის თაობაზე,  რომ  თავი  შეიკავონ  ნებისმიერი  საქციელისგან,  რაც  პოტენციურად შესაძლებელია აღქმულ იქნეს, როგორც    ინტერესთა კონფლიქტის ელემენტის შემცველი, ან რაც უარყოფითად აისახება გლუკსა და/ან გაეროზე და ასევე, ნებისმიერი ქმედებისგან, რაც არ მოდის შესაბამისობაში გაეროს  მიზნებთან და ამოცანებთან ან გლუკის მანდატთან.

12.25 მხარეებმა  უნდა მიიღონ  ყველა  გონივრული  ზომა,  რათა  თავიდან  აიცილონ  მათი თანამშრომლების მხრიდან ლტოლვილთა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ სხვა პირთა ექსპლუატაცია და ძალადობა და არ მიიღონ მონაწილეობა ქმედების ისეთ ფორმაში, რომელიც   შესაძლოა,   მივიდეს   ცუდ   მოპყრობამდე.   პარტნიორის   მხრიდან ეფექტური ზომების გაუტარებლობა ასეთი ძალადობის ან სხვა სახის არასათანადო ქცევის თავიდან ასაცილებლად, ან პარტნიორის მხრიდან ბრალდებების გამოუძიებლობა, ან გლუკის საგამოძიებო  მხარდაჭერის  მოუთხოვნელობა  და  დისციპლინარული  და გამოსასწორებელი ქმედებების განუხორციელებლობა აღმოჩენილი არასათანადო ქცევის შემთხვევაში, შექმნის წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.

12.26 ასეთი ძალადობისა და შესაძლო არასათანადო ქცევის ბრალდებებთან მიმართებაში პარტნიორმა უნდა უზრუნველყოს გლუკთან მჭიდრო კოორდინაცია ნებისმიერი საგამოძიებო და ადმინისტრაციული ქმედების დაგეგმვასა და განხორციელებაში და გაუზიაროს გლუკს სრულყოფილი საგამოძიებო ანგარიში ან მისი რედაქტირებული შინაარსი კონფიდენციალობის დაცვით, თუ ეს აუცილებელია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი სამთავრობო ან მესამე მხარის (არა გაერო ან რომელიმე მისი დაქვემდებარებული ან შესაბამისი უწყება ან სააგენტო) მიერ საგამოძიებო ან ადმინისტრაციული ღონისძიების გატარების კონტექსტში.

12.27 თუ ორივე მხარის მიერ ჩაითვლება საჭირო და ხელსაყრელი, გლუკს შეუძლია ჩაატაროს  გამოძიება  პარტნიორთან  კოორდინაციაში  და  გაუზიაროს  შედეგები პარტნიორს. ალტერნატიულად, პარტნიორს შეუძლია მოითხოვოს გლუკის მხარდაჭერა გამოძიების ჩასატარებლად.

12.28 წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 დანართში მოცემულია ის მინიმალური სტანდარტები და პროცედურები არასათანადო ქცევაზე რეაგირებასთან მიმართებაში, რომლებიც უნდა გააჩნდეს პარტნიორს.

არტნიორის თანამშრომლები

12.29 პარტნიორმა ხელმისაწვდომი უნდა გახადოს საჭირო და კვალიფიციური ადამიანური რესურსები პროექტის განსახორციელებლად, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად. ადამიანური რესურსების ქვეშ წარმოდგენილი არიან პირები, რომლებიც დაქირავებულნი და/ან აყვანილნი არიან პროექტთან დაკავშირებული ღონისძიებების შესასრულებლად,  მათ  შორის:  მუდმივი  მოსამსახურეები;  განსაზღვრული  ვადით აყვანილი მოსამსახურეები; კონსულტანტები; მრჩევლები; დროებით დანიშნული პირები; ხელფასიანი  მუშახელი;  დროებითი  პერსონალი;  მოხალისეები;  სტაჟიორები; ანაზღაურებაზე მომუშავე ლტოლვილები და მზრუნველობის ქვეშ მყოფი სხვა პირები და სხვა მსგავსი პირები (შემდგომში: „პარტნიორის თანამშრომლები“).

12.30 წინამდებარე ხელშეკრულებაში აღნიშნული ან მასთან დაკავშირებული რაიმე არ შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც პარტნიორის თანამშრომლებსა და გლუკს შორის საკონტრაქტო კავშირის ან ურთიერთობის ჩამოყალიბება ან შექმნა და პარტნიორის თანამშრომლები არცერთი კუთხით არ უნდა განიხილებოდნენ გლუკის თანამშრომლებად.

12.31 პარტნიორმა წერილობითი ხელშეკრულებები უნდა გააფორმოს პარტნიორის თანამშრომლებთან  მოქმედი რეგულაციებისა და შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად. პროექტთან დაკავშირებული დასაქმების პირობები უნდა იყოს ნათლად  განსაზღვრული, მათ  შორის,  პოზიციის  სახელწოდების,  მოვალეობათა  აღწერის,  დასახელების, ანაზღაურებისა  და სხვა უფლებამოსილებების, დასაქმების/დაქირავების ხანგრძლივობის, მოსალოდნელი ქცევისა და არასათანადო ქცევის საფუძველზე კონტრაქტის შეწყვეტის პირობების, არაკომპეტენტურობის ან კონფიდენციალობის დარღვევის ჩათვლით.

12.32 პარტნიორმა  უნდა   დააკმაყოფილოს  პარტნიორის  თანამშრომელთა   დაქირავების ყველა   ხარჯი,   მათ   შორის   ხელფასების,   წახალისების   ან   სხვა   გასამრჯელოსა   და შეღავათების ჩათვლით (როგორიცაა სოციალური დაცვა, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, გადასახადები, შემწეობები, სამივლინებო ხარჯების, დღიური საარსებო ხარჯების   ანაზღაურება,   სამუშაოდან   დათხოვნის   ანაზღაურება,   შემცირების ანაზღაურება,  ა.შ.)  დაწესებული  შკალის  თანაზომიერ  დონეზე  და  სათანადო რეგულაციებთან   და   მოქმედ   კანონმდებლობასთან   შესაბამისობაში.   გლუკის კონტრიბუცია პარტნიორის თანამშრომელთა ხარჯების მიმართულებით გათვალისწინებული იქნება პროექტის ბიუჯეტში (დანართი ბ).

12.33 მხარეებმა უნდა დაუჭირონ მხარი ყველა სქესისათვის თანაბარ შესაძლებლობას და არ დაეთანხმონ ბავშვთა დასაქმებასა და მუშახელის ექსპლუატაციას.

12.34 პარტნიორმა  უნდა  უზრუნველყოს,  რომ  პარტნიორის  თანამშრომლები  სრულად იყვნენ  დაზღვეულები უბედური  შემთხვევებისგან,  სულ  მცირე  იმავე  მოცულობით,  რაც აქვთ მინიჭებული ოპერირების ქვეყნის მოქალაქეებს.

12.35 პარტნიორი პასუხისმგებელია პარტნიორის თანამშრომლების მიერ შესრულებულ ყველა  მომსახურებაზე  და  უზრუნველყოფს,  რომ  პარტნიორის პერსონალის  თითოეული წევრი ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებას.

12.36 პარტნიორის პერსონალმა პატივი უნდა სცეს ამ პროექტთან დაკავშირებული მთელი ინფორმაციის  კონფიდენციალობას,  მზრუნველობის  ქვეშ  მყოფი  მოსახლეობის  ჯგუფისა თუ რომელიმე ინდივიდუალური პირის ინფორმაციის ჩათვლით, როგორც ეს განსაზღვრულია 13.11 მუხლიდან 13.25 მუხლის ჩათვლით.

12.37 პარტნიორის პერსონალი არ უნდა ეძებდეს ან იღებდეს მითითებებს წინამდებარე ხელშეკრულებით    გათვალისწინებულ    ღონისძიებებთან    მიმართებაში    რაიმე გარე ხელისუფლებისგან, გარდა კანონის მოთხოვნისა, რა შემთხვევაშიც პარტნიორმა უნდა აცნობოს გლუკს.

12.38 გლუკი არაა პასუხისმგებელი ანაზღაურების, წახალისების, დასაქმების/დაქირავების შეწყვეტის  ანაზღაურებაზე და ნებისმიერი სხვა სახის სარგებელსა  თუ  კომპენსაციაზე  ან  პარტნიორის  თანამშრომელთა  მიერ  წლების განმავლობაში აუნაზღაურებელ ან დარიცხულ სარგებელზე. საჭიროების შემთხვევაში, გლუკი  დაეხმარება პარტნიორს კონტრიბუციით  ამ ხარჯებისათვის და  ეს კონტრიბუცია გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში. პროექტის ბიუჯეტი (დანართი ბ) განსაზღვრავს გლუკის კონტრიბუციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თითოეულ პოზიციაზე პერიოდული, ფიქსირებული ტარიფის სახით პარტნიორის თანამშრომელთა ანაზღაურებასთან   მიმართებაში  პროექტის   განხორციელების  პერიოდის   განმავლობაში, რაც  განსაზღვრულია 3.2 მუხლით.

12.39  პარტნიორი  პასუხისმგებელია  პარტნიორის  თანამშრომელთა  აყვანაზე.  იმ შემთხვევაში, როდესაც გლუკი საჭიროებს წინასწარ კონსულტაციას სპეციფიკურ პოზიციებზე აყვანის თაობაზე, ეს პოზიციები ერთობლივად უნდა იქნეს დადგენილი და განსაზღვრული პროექტის აღწერაში (დანართი ა).

12.40 პარტნიორმა ზუსტად და  გამჭვირვალედ უნდა  აღრიცხოს გლუკისა და სხვა დონორთა კონტრიბუცია პარტნიორის თანამშრომელთა ანაზღაურებასთან მიმართებაში მათი  გადახედვისა  და  აუდიტის  მიზნებიდან  გამომდინარე.  პარტნიორმა  უნდა წარადგინოს პროექტის თანამშრომელთა ანგარიში, როგორც  ეს მოცემულია დანართში ე, რომელიც განსაზღვრავს სახელების, ფუნქციების, გლუკის კონტრიბუციის დონის, საქმიანობის ხანგრძლივობის, ა.შ. ჩამონათვალს, პროექტის პერიოდულ ფინანსურ ანგარიშებთან ერთად, 5.1 მუხლის შესაბამისად.

ამე მხარისადმი გადაცემა – არაკომერციული იურიდიული პირები

12.41 პარტნიორს არ შეუძლია  ნაწილობრივ  თუ სრულად   გადასცეს წინამდებარე ხელშეკრულების განხორციელების რომელიმე ასპექტი მესამე მხარეს, რომელიც არაა ხელმომწერი წინამდებარე ხელშეკრულებაზე, თუ ეს ორივე მხარის მიერ წინასწარ არაა წერილობით შეთანხმებული. პარტნიორმა უნდა დაასაბუთოს, რომ მესამე მხარისადმი უფლების გადაცემა ღირებულებას შეჰმატებს პროექტს. შეთანხმებული გადაწყვეტილება უნდა აისახოს პროექტის აღწერაში (დანართი ა). ასეთი გადაცემა არავითარ შემთხვევაში არ  ათავისუფლებს  პარტნიორს  გლუკის  წინაშე  აღებული  ვალდებულებებისგან წინამდებარე ხელშეკრულების განხორციელებისას.

12.42 მესამე მხარისადმი გადაცემის ან დელეგირების პირობები უნდა ექვემდებარებოდეს და შედგენილი უნდა იყოს წინამდებარე ხელშეკრულებასთან სრულ შესაბამისობაში. პარტნიორმა  მასში,  ისევე  როგორც  ამ ხელშეკრულების ფარგლებში დასადებ  ყველა ქვეკონტრაქტსა და ქვეხელშეკრულებაში, უნდა ჩადოს 12.23, 12.24, 12.25, 12.30 და 13.3 მუხლების ანალოგიური მოთხოვნები.

უხლი 13 – სხვა დებულებები

არცერთმა მხარემ არ მიიღოს სარგებელი

13.1 წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები მიიღებენ ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ  პარტნიორის პერსონალის  ან  პარტნიორის  მთავრობის წევრის ან დეპარტამენტის/ქვეუწყების, გლუკის თუ გაერთიანებული ერების არცერთი წევრისათვის არ შეუთავაზებიათ ან შესთავაზებენ, წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე რაიმე პირდაპირ ან არაპირდაპირ სარგებელს ან ჯილდოს.

ანტიკორუფციული და გაყალბების საწინააღმდეგო პრაქტიკა

13.2 პარტნიორი    აღიარებს    და    თანხმდება,    რომ    გაყალბებისა    და    კორუფციის პრევენციისათვის გლუკის სტრატეგიული ჩარჩოს (IOM-FOM 044/2013) შესაბამისად, მხარეებს ექნებათ ნულოვანი ტოლერანტობა კორუფციული და გაყალბების პრაქტიკისადმი ან არასათანადო ქცევის ნებისმიერი სხვა ფორმისადმი ინტერესთა კონფლიქტის ჩათვლით.

13.3 პროექტის რესურსების გამოყენებისას, ერთიანობისა და ანგარიშვალდებულების ჩათვლით, მათი ჰუმანიტარული ბუნებიდან გამომდინარე, მხარეებმა უნდა დაიცვან მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტები, როგორც  შესაბამისი ორგანიზაციების შიგნით, ისევე მათ გარეთ.

ანონმდებლობასთან შესაბამისობა

13.4 პარტნიორი, საკუთარი პასუხისმგებლობით, უნდა მოქმედებდეს დაფუძნების და/ან ოპერირების ქვეყნის ყველა მოქმედ კანონთან და რეგულაციასთან შესაბამისობაში და აიღოს  ნებისმიერი კანონითა თუ რეგულაციით დაწესებული სრული პასუხისმგებლობა და ვალდებულება წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან მიმართებაში.

გადასახადები და საბაჟო მოსაკრებლები

13.5 პარტნიორმა უნდა გაზარდოს საგადასახადო შეღავათების გამოყენების შესაძლებლობა ყველა მოქმედი   კანონმდებლობის, რეგულაციების, ხელშეკრულებებისა და ინსტრუმენტების შესაბამისად. იმ შემთხვევებში, თუ პარტნიორის  მიერ  შეძენილი  საქონელი  და  მომსახურება  ექვემდებარება იმპორტის გადასახდელის გადახდევინებას ან  დაბეგვრას, პარტნიორმა  გლუკთან წინასწარ უნდა განიხილოს აღნიშნული გადასახდელის გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა მოქმედი საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი ინსტრუმენტების შესაბამისად. პარტნიორმა უნდა მიუთითოს კომპეტენტურ ხელისუფლებას, რომ პროექტისათვის მისაწოდებელი მარაგები შეძენილია გლუკის სახსრებით.

აავტორო უფლებები, ენი და საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები

13.6 გლუკს   ენიჭება   უფლებამოსილება   ყველა   ინტელექტუალურ   საკუთრებასა და საკუთრებასთან  დაკავშირებულ  სხვა  უფლებებზე,  თუ  კი  სხვაგვარად  არაა შეთანხმებული ინდივიდუალურ საფუძველზე, სადაც პარტნიორი უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ფინანსურ კონტრიბუციას პროექტისადმი. ეს მოიცავს, თუმცა, არ შემოიფარგლება მხოლოდ პატენტებით, საავტორო უფლებებით, სავაჭრო ნიშნებითა და მონაცემთა ბაზებით, ყველა იმ საქონელთან ან დოკუმენტთან და სხვა მასალასთან დაკავშირებით,  რომელიც პირდაპირ  არის დაკავშირებული, ან  წარმოებული, დამზადებული,  ან  შეგროვებული  წინამდებარე  ხელშეკრულების  განხორციელების შედეგად, ან განხორციელების პროცესში.

13.7 იმ ზღვრამდე, როდესაც ასეთი ინტელექტუალური საკუთრება ან საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები მოიცავს პარტნიორის ნებისმიერ ინტელექტუალურ საკუთრებას  ან  საკუთრებასთან  დაკავშირებულ  სხვა  უფლებებს,  რომლებიც  წინ უსწრებდა პარტნიორის მიერ თავისი ვალდებულებების შესრულებას წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში, ან თუკი პარტნიორს შეუძლია შეიმუშაოს ან შეიძინოს, ან შეეძლო, შეემუშავებია ან შეეძინა წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების  შესრულებისაგან  დამოუკიდებლად,  გლუკმა  მისგან  არ  უნდა მოითხოვოს რაიმე საკუთრების წილი.

13.8 გლუკის თხოვნისამებრ, პარტნიორმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, გააფორმოს ყველა  შესაბამისი  დოკუმენტი და  ზოგადად,  ხელი შეუწყოს ასეთი საკუთრების უფლებების დაცვას და მათი გლუკისთვის გადაცემას, მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

13.9 ზემოხსენებული 13.6-დან 13.8 მუხლების ჩათვლით მოთხოვნებიდან  გამომდინარე, ყველა მონაცემი – რუკის, ნახაზის, გეგმების, ანგარიშების, გაანგარიშებების, რეკომენდაციებისა და სხვა დოკუმენტაციის ჩათვლით, რომელიც შესრულებული ან მიღებულია პარტნიორის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა იყოს გლუკის საკუთრება და უნდა გახდეს ხელმისაწვდომი გლუკისათვის გამოყენების ან შემოწმების  მიზნით  გონივრულ  ვადებში  და  გონივრულ ადგილას,  განხილული უნდა იქნეს როგორც კონფიდენციალური და უნდა გადაეცეს მხოლოდ გლუკის უფლებამოსილ ოფიციალურ პირებს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებისას.

13.10 პარტნიორის თხოვნის საფუძველზე, გლუკმა შესაძლოა გასცეს ლიცენზია განსაზღვრული მიზნებით საქონლით სარგებლობისათვის, რომელიც წარმოებულია, დამზადებული  ან  შეგროვებულია  წინამდებარე  ხელშეკრულების განხორციელების შედეგად ან განხორციელების პროცესში.

ონფიდენციალობა

13.11  მხარეებმა  პატივი  უნდა  სცენ პროექტთან  დაკავშირებული  ყველა  ინფორმაციის კონფიდენციალობას.

13.12 თუ  კი პარტნიორს სურს წინამდებარე  ხელშეკრულების მსვლელობისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება მესამე მხარისადმი, მან ამისათვის წინასწარ უნდა მოიპოვოს გლუკის თანხმობა.

13.13 ინფორმაცია, რომელიც იყო რომელიმე მხარის საკუთრებაში წინამდებარე ხელშეკრულების  შესრულებამდე,  ან  რომელიც  აღმოჩნდა  რომელიმე   მხარის საკუთრებაში წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებისაგან დამოუკიდებლად და რომელიც   მიწოდებული   ან   გამჟღავნებულია   ერთი   მხარის   („ინფორმაციის მიმწოდებელი“) მიერ მეორე მხარისადმი („მიმღები“) წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების პერიოდში, მიმღების მიერ იქნება დაცული კონფიდენციალურად და გამჟღავნდება   მხოლოდ   მეორე   მხარის   მიერ   წერილობითი   თანხმობის   საფუძველზე. გარდა ამისა, მიმღებმა ასევე უნდა იმოქმედოს ისეთივე სიფრთხილითა და კეთილგონიერებით  ინფორმაციის  მიმწოდებლის  გამჟღავნების,  გასაჯაროების  ან გაზიარების თავიდან ასაცილებლად, რადგან იგი საკუთარი სურვილით იყენებს იმავე ინფორმაციას,   რომლის   გამჟღავნება,   გასაჯაროება   ან   გაზიარება   არ   სურს   მას   და სარგებლობს მიმწოდებლის ინფორმაციით  მხოლოდ იმ მიზნისათვის, რისთვისაც  მოხდა მისი გამჟღავნება.

13.14 პარტნიორი აცნობიერებს, რომ გლუკის ინფორმაცია, პირადი მონაცემების ჩათვლით, ექვემდებარება გლუკის მიერ აღიარებულ პრივილეგიებსა და შეუვალობას და ამის შედეგად, ნებისმიერი ასეთი სახის ინფორმაცია არის ურღვევი და არ შეიძლება მისი გამჟღავნება, წარმოდგენა ან სხვა მხრივ მისი ხელმისაწვდომობა ან მოძიება, ჩამორთმევა ან  სხვა  მხრივ  ჩარევა  რომელიმე  პირის  მიერ,  თუ  კი  ასეთი შეუვალობა  არ  იქნება ცალსახად წერილობით უარყოფილი გლუკის მიერ. გლუკის პრივილეგიებთან და შეუვალობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, პარტნიორმა უნდა მოახდინოს გლუკის მიერ უზრუნველყოფილი ან პარტნიორის მიერ გენერირებული ინფორმაციის სეგრეგაცია წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლო სრულ ზღვრამდე.

13.15 გლუკს შეუძლია ინფორმაციის გამჟღავნება იმ ზღვრამდე როგორც  ეს მოთხოვნილია გაერთიანებული ერების ქარტიის ან გენერალური ასამბლეის, ან მისი დადგენილი წესებიდან გამომდინარე რეზოლუციების ან რეგულაციების შესაბამისად.

13.16 მიმღებს არ ეკრძალება ინფორმაციის  გამჟღავნება, რომელიც (i) მოპოვებულია მიმღების მიერ მესამე მხარისაგან შეზღუდვის გარეშე, რომელიც არ წარმოადგენს ვალდებულების დარღვევას,   რაც   ეხება   ასეთი   ინფორმაციის   მესაკუთრის   ან   სხვა რომელიმე პირის  კონფიდენციალობას, ან (ii) გამჟღავნებულია ინფორმაციის მიმწოდებლის  მიერ   მესამე   მხარისადმი ონფიდენციალობის რაიმე ვალდებულების გარეშე, ან (iii) წინასწარაა ცნობილი მიმღების მიერ, ან (iv) ნებისმიერ დროს შემუშავებულია მიმღების მიერ ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნებისგან სრულიად დამოუკიდებლად, ან (v)  თუ  კი  პარტნიორს  მოეთხოვება   ინფორმაციის   გამჟღავნება კანონით, კანონით დადგენილი  საზღვრის ფარგლებში და ამის გათვალისწინებით, გლუკის  პრივილეგიებსა  და შეუვალობაზე  უარის თქმის გარეშე, პარტნიორმა წინასწარ უნდა  შეატყობინოს გლუკს ამ ინფორმაციის  გაზიარების  მოთხოვნის  თაობაზე, რათა გლუკს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა დამცავი ზომების მისაღებად ან ისეთი ტიპის ღონისძიებების გასატარებლად, რაც იქნება შესაბამისი ამ სახის ინფორმაციის გამჟღავნებამდე.

ი მონაცემების დაცვა

13.17 ვინაიდან პირადი მონაცემების შეგროვება და დამუშავება წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორის ვალდებულებების ნაწილს, პარტნიორი გარანტიას იძლევა და იღებს ვალდებულებას, რომ ის დაემორჩილება და განახორციელებს გლუკის შესაბამის პოლიტიკას მონაცემთა დაცვის შესახებ, რომელიც ემყარება  და  თანხვედრაშია  მონაცემთა  დაცვის  საერთაშორისო  წესებთან  და პრინციპებთან და მონაცემთა კონფიდენციალობის შესახებ ყველა მოქმედი კანონის მოთხოვნებთან პარტნიორის მიერ მონაცემთა დამუშავების პროცესში.

13.18 გრძელვადიან  საფუძველზე,  პარტნიორი  გარანტიას  იძლევა  და  იღებს ვალდებულებას, რომ პირადი მონაცემების შეგროვებისას იგი შეატყობინებს განსაზღვრული   პრინციპის   მქონე   ინდივიდუალურ   პირებს   მონაცემთა   დამუშავების შესახებ და იმ ფაქტს, რომ პარტნიორი მოქმედებს გლუკთან პარტნიორობისა და გლუკის სახელით და რომ გლუკს ექნება ხელმისაწვდომობა ასეთი პირად მონაცემებზე ან ასეთი მონაცემები გადაეცემა გლუკს.

13.19 პარტნიორის   მიერ   გლუკთან   შეთანხმების   საფუძველზე   პირად   მონაცემებზე დაშვება  შეზღუდული  უნდა  იყოს  პარტნიორის  ავტორიზებული  თანამშრომლებისათვის და ვრცელდება მხოლოდ იმ ზღვრამდე, რომელიც პარტნიორის ასეთ თანამშრომელს სჭირდება, რომ იცოდეს ან მოითხოვოს დაშვება პროექტთან მიმართებაში თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად. პარტნიორის ყველა თანამშრომელი, რომელიც უფლებამოსილია პირად მონაცემთან დაშვებაზე, ინფორმირებული უნდა იყოს პირად მონაცემებთან მიმართებაში პარტნიორის ვალდებულებების თაობაზე.

13.20 პარტნიორი გარანტიას იძლევა და აცხადებს, რომ მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობის მონაცემთა დამუშავებას ახდენს მხოლოდ პროექტის განსახორციელებლად.

13.21 პარტნიორი გარანტიას იძლევა და აცხადებს, რომ ის დააწესებს და გამოიყენებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს პირადი მონაცემების შემთხვევითი ან უკანონო განადგურების, ან შემთხვევითი დაკარგვის, შეცვლის, არაუფლებამოსილი ინფორმაციის გახსნის, ან  მასზე  ხელმისაწვდომობის საწინააღმდეგოდ,  საუკეთესო პრაქტიკის სტანდარტების შესაბამისად.

13.22  პარტნიორმა  დაუყოვნებლივ  უნდა  აცნობოს  გლუკს  პირადი  მონაცემების შემთხვევითი ან უკანონო განადგურების, ან შემთხვევითი დაკარგვის, შეცვლის, არაუფლებამოსილი ინფორმაციის ან შემთხვევითი გახსნის, ან მასზე ხელმისაწვდომობის ნებისმიერი ფაქტობრივი ან საეჭვო, მუქარის შემცველი ინციდენტისა, ან 13.17 მუხლიდან 13.21 მუხლის ჩათვლით დარღვევების თაობაზე. მხარეებმა უნდა განიხილონ მოსაზრებები მიმართვის, მასზე რეაგირებისა და გადაჭრის თაობაზე.

13.23 პარტნიორმა  ხუთი  სამუშაო  დღის განმავლობაში  უნდა  აცნობოს  გლუკს ინდივიდუალური   პირის   მიერ   მის   პირად   მონაცემებთან   დაკავშირებით   წამოჭრილი რაიმე   საჩივრის   თაობაზე.   ზომების   მიღებამდე   მხარეებმა უნდა   განიხილონ   ასეთი საჩივრის შედეგი ან მასზე რეაგირება.

13.24 13.11 მუხლიდან  13.25 მუხლის ჩათვლით მოცემული ვალდებულებები და შეზღუდვები ძალაშია წინამდებარე  ხელშეკრულების ვადის პერიოდში, ნებისმიერი მისი შემდგომი  გაგრძელების  ჩათვლით  და  ასევე,  ძალაში  დარჩება  წინამდებარე ხელშეკრულების   ნებისმიერი   შეწყვეტის   შემდგომ   პერიოდშიც,   თუ   კი   არ   იქნება სხვაგვარი წერილობითი შეთანხმება მხარეებს შორის.

13.25 წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, პარტნიორმა უნდა დაუბრუნოს გლუკს წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებისთვის შეგროვებული ყველა პირადი მონაცემი,  გარდა  იმ  შემთხვევისა,  თუ  კი  პარტნიორს  აქვს  ცალსახა  თანხმობა მზრუნველობის  ქვეშ  მყოფი  ინდივიდუალური  პირისაგან  და  სპეციფიკური  და ლეგიტიმური მიზნებიდან გამომდინარე, აგრძელებს მოქმედებას, რომლის გამო მოხდა პირადი მონაცემების თავდაპირველი შეგროვება.

აჯაროობა

13.26  უსაფრთხოების     დაშვებულ     ფარგლებში,     მხარეები     თანხმდებიან,     რომ უზრუნველყოფენ სრულ საჯაროობას და პროექტის მიმართებაში განხორციელებული დაფინანსებისა და კონტრიბუციის სრულ იდენტიფიცირებასა და აღიარებას თითოეული მხარის მიერ ანგარიშებში, განცხადებებში, რეკლამებსა და წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა მასალაში.

13.27 არცერთი მხარე არაა პასუხისმგებელი მეორე მხარის მიერ მომზადებული საკომუნიკაციო მასალის  შინაარსზე.  გარდა  ამისა,  პარტნიორმა  თავის პუბლიკაციებში უნდა ჩართოს ამ პროექტთან მიმართებაში შემდეგი დათქმა:

„ეს  პუბლიკაცია  გამოცემულ  იქნა  გაერთიანებული  ერების  ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის  ოფისის  (გლუკი)  დახმარებით.  ამ  პუბლიკაციის შინაარსი  წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით  გადაადგილებულ  პირთა, განსახლებისა  და  ლტოლვილთა სამინისტროს პასუხისმგებლობას და არ  შეიძლება   აღქმულ   იქნეს,   როგორც გლუკის მოსაზრებები“.

13.28 პარტნიორს უფლება აქვს ისარგებლოს გლუკის სახელწოდებით, აკრონიმით და ლოგოთი მხოლოდ 13.26 მუხლით განსაზღვრული მიზნისათვის. გლუკის ლოგო მიწოდებული იქნება პარტნიორისათვის მოთხოვნის საფუძველზე. გლუკის ლოგო გამოყენებულ  უნდა  იქნეს  მთლიანად  და  არ  შეიძლება  მისი  შეცვლა.  გლუკის ლოგო ნაჩვენები უნდა იყოს პანტონის კატალოგის ლურჯ (300) ფერში, ან შავ/თეთრად და ნეგატივში და უნდა ჩანდეს გამოკვეთილად და წარმოდგენილი იყოს პარტნიორის ლოგოსაგან განცალკევებით.

13.29 გლუკს უფლება აქვს, ისარგებლოს პარტნიორის სახელწოდებით, აკრონიმით და ლოგოთი, მხოლოდ 13.26 მუხლით განსაზღვრული მიზნისათვის. გლუკი ვალდებულია, გამოიყენოს ლოგო  მხოლოდ  იმ  მოცულობით,  რის ნებართვასაც აძლევს პარტნიორი გლუკს და ასევე, მკაფიო, გონიერი და პრაქტიკული ინსტრუქციები უნდა მიეცეს პარტნიორის მიერ 13.28 მუხლში მოცემულის მსგავსად.

13.30 გლუკის მოთხოვნის საფუძველზე, პარტნიორი უზრუნველყოფს გლუკის მიერ დადგენილ  საჯაროობას  გლუკის  დონორებისადმი,  რომლებსაც  წვლილი  შეაქვთ პროექტის დაფინანსებაში.

ენზიებზე პასუხისმგებლობა

13.31 გლუკი არ იქნება პასუხისმგებელი პრეტენზიებზე, რომლებიც მომდინარეობს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად. ისევე, როგორც ნებისმიერ პრეტენზიებზე, რომლებიც დაკავშირებულია გარდაცვალებასთან,     სხეულის     დაზიანებასთან,     შესაძლებლობების     შეზღუდვასთან, ქონების დაზიანებასთან, ან სხვა საფრთხეებთან, რომლებიც შეიძლება პარტნიორის თანამშრომლებს მიადგეთ მარტოოდენ პროექტთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების  შედეგად.  პარტნიორი  უნდა  იყოს  პასუხისმგებელი  თანამშრომლების მიერ მის წინააღმდეგ წამოყენებული ყველა პრეტენზიის ადმინისტრირებაზე. ამას გარდა, პარტნიორი პასუხისმგებელია, უზრუნველყოს თავისი თანამშრომლები სათანადო სამედიცინო და სიცოცხლის დაზღვევით, აგრეთვე საწარმოო ტრავმების, შესაძლებლობის შეზღუდვის ან სიკვდილის შემთხვევების დაზღვევით.

13.32 გლუკი არ იქნება ვალდებული, აანაზღაუროს მესამე მხარის ნებისმიერი პრეტენზია, ვალი, ზიანი ან მოთხოვნა, რომელიც გამომდინარეობს მარტოოდენ პარტნიორის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების განხორციელებიდან, საქონლისა და საკუთრების სარგებლობიდან და რომელიც შესაძლოა, წაეყენოს მოცემული ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს. გლუკთან კონსულტაციისა და შეთანხმების შემდეგ, პარტნიორი გაუმკლავდება ყველა პრეტენზიას, რომელიც წაყენებულია გლუკისა და მისი თანამშრომლების მიმართ და ასეთი პრეტენზიების ან პასუხისმგებლობების შემთხვევაში, რაც გამოწვეული იქნება წინამდებარე ხელშეკრულების განხორციელების პერიოდში, დატოვებს  მათ  ხელშეუხებლებს.  ზემოაღნიშნული  დებულება  არ  იქნება  გამოყენებული, თუ    კი    გლუკი    და    პარტნიორი    შეთანხმდებიან,    რომ    ასეთი    პრეტენზია ან პასუხისმგებლობა გამოწვეულია  გლუკის თანამშრომელთა მხრიდან უხეში დაუდევრობით ან განზრახ არასათანადო ქცევით.

პრგიი და იმუნიტეტი

13.33   წინამდებარე   ხელშეკრულების,   მისი  დამატებებისა   და   დანართების   არც   ერთი პუნქტი (ინფორმაციის გასაჯაროების ჩათვლით), გამოხატული ან  ნაგულისხმები,   არ უნდა   ჩაითვალოს   გლუკის   მიერ   უარის   თქმად   თავის   რაიმე   პრივილეგიასა თუ იმუნიტეტზე.

ფორსმაორი და სხვა ცვლილებები პირობებში

13.34 თუ ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პარტნიორს შეექმნება დაბრკოლება მოცემული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში, ამ ფაქტის  შესახებ  ინფორმაცია  უნდა  მიეწოდოს  გლუკს, რის  შემდეგაც  მხარეები გადაწყვეტენ, თუ რა ზომები უნდა გატარდეს, თუ ეს საჭიროდ ჩაითვალა, მოცემული ხელშეკრულების შემდგომი განხორციელებისათვის, შესაკვეცად ან შესაწყვეტად. 

13.35 იმ შემთხვევაში, თუ მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა, რომელთა დახმარება პროექტით იყო გათვალისწინებული, მნიშვნელოვნად შეიცვალა თავდაპირველად  ნავარაუდევ  რაოდენობასთან  შედარებით,  ან  რაიმე  მიზეზით, შეცვლილი გარემოებების გამო, თავდაპირველად გათვალისწინებულთან შედარებით, მცირდება  ან  იზრდება  საჭირო  დახმარების  მოცულობა, ამის  შესახებ გლუკს დაუყოვნებლივ  უნდა  ეცნობოს, რათა  ორმხრივი  მოლაპარაკებების  შედეგად,  გლუკმა შეძლოს თავისი  მონაწილეობის ადაპტირება პროექტში  ახალ  სიტუაციაზე  რეაგირებით ან შეწყვიტოს მონაწილეობა, თუ ამას გარემოებები მოითხოვს.

13.36 ფორსმაჟორული მდგომარეობის შემთხვევაში და მაქსიმალურად მოკლე ვადაში, პარტნიორმა წერილობით უნდა შეატყობინოს გლუკს აღნიშნული მოვლენის შესახებ, თუ პარტნიორი ვეღარ ახერხებს,  სრულად ან ნაწილობრივ, ამ ხელშეკრულებით დაკისრებული  ვალდებულებების  შესრულებას.  მხარეებმა  მოლაპარაკებები  უნდა გამართონ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა, მოიცავდეს ხელშეკრულების მოქმედების  შეწყვეტას,  რის  შესახებაც  ერთ-ერთმა  მხარემ  უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება სულ მცირე შვიდი დღით ადრე.

13.37 წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებული ფორსმაჟორი გულისხმობს გაუთვალისწინებელ და გადაულახავ  ბუნების  აქტს,  ომის  ნებისმიერ აქტს (გამოცხადებულს ან არგამოცხადებულს), შეჭრას,  რევოლუციას,  აჯანყებას,  ტერორიზმს ან მსგავსი ხასიათის სხვა რომელიმე აქტს ან ძალას, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი აქტები  განპირობებულია  პარტნიორის  კონტროლს  დაუქვემდებარებელი  მიზეზების, რაიმე ბრალეულობის ან დაუდევრობის გამო და რომ ასეთი აქტები ან არეულობა არ არსებობდა იმ დროს, როდესაც დაიწყო პროექტი, ან არ იყო გონივრულად განჭვრეტილი იმ დროს, როდესაც პროექტი განისაზღვრა. მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ მკაცრი პირობების არსებობა იმ ტერიტორიაზე, სადაც გაერო არ ახორციელებს თავის ჰუმანიტარულ ოპერაციებს, ან რომელიც ექვემდებარება სამოქალაქო არეულობას, თავისთავად არ არის ფორსმაჟორი.

შვიდობიანი შეთანხმება და არბიტრაჟი

13.38  მხარეებმა  მაქსიმალური  ზომები  უნდა  მიიღონ  იმისათვის,  რომ  მშვიდობიანად გადაჭრან წინამდებარე ხელშეკრულების ან მისი დარღვევის, შეკვეცის ან შეწყვეტის ნიადაგზე აღმოცენებული ნებისმიერი დავა, უთანხმოება ან პრეტენზია. თუ მხარეებს მშვიდობიანი შეთანხმება სურთ მორიგების გზით, აღნიშნული მორიგება უნდა განხორცილდეს გაერთიანებული ერების საერთაშორისო სავაჭრო კანონმდებლობის კომისიის  (UNCITRAL)  იმ  დროისათვის  მოქმედი  მორიგების  წესების  შესაბამისად,  ან მხარეთა შორის შეთანხმებული სხვა მსგავსი პროცედურების თანახმად.

13.39 თუ ამ ხელშეკრულების დარღვევიდან, შეკვეციდან ან შეწყვეტიდან გამომდინარე, მხარეთა  შორის  აღმოცენებული  ნებისმიერი  დავა,  უთანხმოება  ან  პრეტენზია მშვიდობიანად  არ  მოგვარდა  ზემოხსენებული  13.38  მუხლის  შესაბამისად,  ერთ-ერთი მხარის მიერ მეორე მხარისადმი მშვიდობიანი მორიგების მოთხოვნის მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, საქმე ერთ-ერთი მხარის მიერ უნდა გადაეცეს არბიტრაჟს UNCITRAL-ის  იმ  დროისათვის  მოქმედი  საარბიტრაჟო  წესების  შესაბამისად. საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო კომერციული კანონის ზოგად პრინციპებს. საარბიტრაჟო ტრიბუნალს არ გააჩნია სადამსჯელო ზომების დანიშვნის უფლებამოსილება. მხარეები ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, როგორც ასეთი არბიტრაჟის შედეგად ნებისმიერი მსგავსი უთანხმოების, პრეტენზიისა თუ დავის საბოლოო გადაწყვეტას. არბიტრაჟის ჩატარების ადგილია ქ. ჟენევა. საქმის განხილვა ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

13.40. საარბიტრაჟო ტრიბუნალს აქვს უფლებამოსილება, რომ მოითხოვოს ნებისმიერი მატერიალური თუ  არამატერიალური  სახის  საკუთრების,  ან  ამ ხელშეკრულების ფარგლებში არსებული რაიმე კონფიდენციალური ინფორმაციის დაბრუნება, ან განადგურება,  ამ  ხელშეკრულების  შეწყვეტა,  ან  სხვა  დამცავი  ღონისძიებების  მიღება. გარდა ამისა, თუ ხელშეკრულებაში არ არის სხვა რაიმე გათვალისწინებული, საარბიტრაჟო ტრიბუნალს არ უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, დააწესოს პროცენტი ლონდონის ინტერ-ბანკის („LIBOR”) მიერ არსებულ შეთავაზებულ კურსზე მეტი კურსით და რომ ასეთი პროცენტი უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ პროცენტს.

13.41 გარდა   ამ   ხელშეკრულებაში   აღნიშნული   ფაქტისა,   ნებისმიერი   საარბიტრაჟო საქმეები, რომელებიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან 13.38 მუხლის შესაბამისად, უნდა დაიწყოს წამოჭრილი ქმედების მიზეზის შემდეგ სამი წლის განმავლობაში.

ხელშეკრულების შეწყვეტა

13.42 ხელშეკრულების შეწყვეტა არის წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტა პროექტის განხორციელების პერიოდის დასრულებამდე. ნებისმიერ მხარეს შეუძლია ხელშეკრულების შეწყვეტა ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ნებისმიერ დროს მეორე მხარისადმი 90 (ოთხმოცდაათი) დღით ადრე მიცემული წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.

13.43  ხელშეკრულების  შეწყვეტის  შემთხვევაში,  ორივე   მხარე   ეცდება  იმის უზრუნველყოფას, რომ მზრუნველობის ქვეშ მყოფ მოსახლეობაზე ამ ფაქტმა არ იქონიოს არასასურველი გავლენა. მხარეებმა უნდა შეიმუშავონ სამოქმედო გეგმა წინამდებარე ხელშეკრულების სათანადო ლიკვიდაციისათვის.

13.44  გლუკს შეუძლია  შეწყვიტოს წინამდებარე  ხელშეკრულება ნებისმიერ დროს გარკვეული მიზეზით, პარტნიორისადმი დაუყოვნებლივი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. ამის მიზეზად ჩაითვლება შემდეგი:

ა). თუ პარტნიორი  ან  მისი თანამშრომელი აღმოჩნდება გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის მიერ წარმოებულ ჩამონათვალში, რომელიც ეხება ტერორიზმს, ან თუკი პარტნიორი არღვევს 11.8 მუხლიდან – 11.10 მუხლის ჩათვლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;

ბ). კანონების დარღვევა, ბავშვის შრომის გამოყენება, კორუფცია და ქვეით-საწინააღმდეგო ნაღმების წარმოება;

გ). პარტნიორის მიერ შესაბამისი ზომების განუხორციელებლობა ძალადობის, მისი თანამშრომლების არასათანადო ქცევის პრევენციის გამო, ან იმავე სახის ბრალდებების გამოუძიებლობა და დისციპლინარული და გამოსასწორებელი ღონისძიებების გაუტარებლობა არასათანადო ქცევის აღმოჩენის შემთხვევაში;

დ). ნებისმიერი მნიშვნელოვანი საქმის ან  მისი ცალკეული ნაწილის შეუსრულებლობა ან მასზე უარის თქმა, ან ამ ხელშეკრულების მნიშვნელოვანი დარღვევა, იმ დარღვევის ჩათვლით, რაც აზიანებს გლუკის სანდოობას ან რეპუტაციას;

ე). გლუკის მანდატის,  სახსრების ან  საქმიანობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა,  რაც  ამ პარტნიორობის გაგრძელებას ხდის შეუძლებელს.

13.45   გლუკს შეუძლია ნებისმიერ სხვა უფლებასა თუ საშუალებაზე, რომელიც მას აქვს ამ პირობების ფარგლებში, ზიანის მიყენების გარეშე შეწყვიტოს ეს ხელშეკრულება პარტნიორისადმი დაუყოვნებელი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, თუკი პარტნიორი  შეწყვეტს  მოქმედებას ლიკვიდაციის  ან  გადახდისუუნარობის  შედეგად, ან თუ  პარტნიორი  განახორციელებს  ქონების  გადაცემას  კრედიტორების  სასარგებლოდ,  ან თუკი მიმღები დაინიშნება პარტნიორის გაკოტრების გამო. პარტნიორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს გლუკს ზემოხსენებული მოვლენების არსებობის თაობაზე.

13.46 წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში წერილობითი შეტყობინების საფუძველზე  13.35,  13.36,  13.42 – 13.45  ჩათვლით  მუხლების  შესაბამისად, პარტნიორმა, გარდა გლუკის   მიერ სხვაგვარად   გაცემული  დირექტივისა, უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები საქმიანობის აკურატულად დაბოლოებისათვის, იმავდროულად ხარჯების მინიმუმამდე შემცირებით, თავი შეიკავოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემდგომი  ან  დამატებითი  ვალდებულებების  აღებისაგან,  გაიწვიოს  პარტნიორის პერსონალი, გადასცეს გლუკს შესრულებული თუ ნაწილობრივ შესრულებული ყველა სამუშაო,  მოაგვაროს  ან  შეწყვიტოს  კონტრაქტით   გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, მოაგვაროს ყველა  ფინანსური ვალდებულება  და წარუდგინოს  საბოლოო ფინანსური   და თხრობითი   ანგარიში   გლუკს,   გლუკის   მიერ   დადგენილი   ვადების ფარგლებში.

13.47 ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, არავითარი გადახდა არ განხორციელდება გლუკის მხრიდან პარტნიორისადმი, გარდა წინამდებარე ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე დამაკმაყოფილებლად შესრულებული სამუშაოსა და მომსახურების ღირებულებისა, ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღამდე. გლუკი არ იქნება პასუხისმგებელი გაწეულ ხარჯებზე ან აღებულ ვალდებულებებზე, რომელიც  წინასწარ ან ფაქტობრივად განხორციელებულია    გადარიცხული    თანხის ზღვარს მიღმა, თუ არ იქნა ნათლად ნებადართული გლუკის მიერ. გლუკის მიერ უფლებამოსილი გადახდის მოგვარების შემთხვევაში, გლუკი გათავისუფლდება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი შემდგომი ვალდებულების ან კომპენსაციის პასუხისმგებლობისაგან.

13.48 ხელშეკრულების  შეწყვეტის   შემთხვევაში  13.35,  13.36, 13.42 – 13.45   ჩათვლით მუხლების  შესაბამისად, პარტნიორმა უნდა  წარუდგინოს  გლუკს  ანგარიშები,  რომლებიც აკმაყოფილებს საბოლოო ანგარიშის მოთხოვნებს, რომელიც უნდა გაკეთებულიყო ამ ხელშეკრულების ვადის ნორმალური ამოწურვის დროს და უნდა გადასცეს გლუკს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გაუხარჯავი სახსრები, შემოსავალი და სხვა სახის აქტივები და გლუკისთვის მისაღები ნებისმიერი სხვა თანხა ამავე პირობების შესაბამისად.

13.49 ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მუხლების 13.44 და 13.45   შესაბამისად, პარტნიორი ვალდებულია აუნაზღაუროს გლუკს ნებისმიერი სამართლებრივი ან არასამართლებრივი   საქმის   წარმოებისას   გლუკის   მიერ   გაწეული   ყველა   ზარალი   და ხარჯი,  მათ   შორის  გლუკის  მიერ   გაწეული  ყველა  ხარჯი  იმ  შემთხვევაშიც   კი,  თუ პარტნიორი გამოცხადდა გაკოტრებულად, მინიჭებული აქვს მორატორიუმი, ან გამოცხადებულია ბანკროტად.

უხლი 14 – ცვლილებების შეტანა ხელშეკრულებაში

14.1. წინამდებარე ხელშეკრულება და მისი დანართები შეიძლება იქნეს მოდიფიცირებული მხოლოდ მხარეთა ორმხრივი კონსულტაციების შემდეგ, ხელშეკრულებაში ცვლილებისათვის დადგენილი ფორმით და მხარეთა მიერ ხელმოწერით.

უხლი 15 – საკონტაქტო მონაცემები

15.1 პარტნიორი

 

პარტნიორის სრული სახელი და მისამართი:  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

ტელეფონი და ფაქსის ნომერი:

პარტნიორის მიერ დანიშნული წინამდებარე სოზარ სუბარი

ხელშეკრულების ხელმომწერი უფლებამოსილი

პირის სრული სახელი, თანამდებობა და მისამართი

ელ. ფოსტა

ტელეფონი და ფაქსის ნომერი:

პარტნიორის  მიერ  საველე  დონეზე (თუკი განსხვავებულია ზემოაღნიშნულთან) წინამდებარე ხელშეკრულების მენეჯმენტისათვის დანიშნული ხელმომწერი  უფლებამოსილი  პირის  სრული სახელი, თანამდებობა და მისამართი

ელ.ფოსტა

ტელეფონი და ფაქსის ნომერი:

15.2. გლუკი

გლუკის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების მენეჯმენტისათვის დანიშნული ხელმომწერი უფლებამოსილი  პირის  სრული  სახელი, თანამდებობა და მისამართი

ელ.ფოსტა

ტელეფონი და ფაქსის ნომერი:

უხლი 16   დამატებები და დანართები

მხარეების მიერ წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერა წარმოადგენს ოფიციალურ დადასტურებას ქვემოთ მითითებულ დანართებსა და დამატებებზე, რომელთა შესაბამის თავფურცლებზე მხარეთა ინიციალებია დასმული:

დამატება 1 – განმარტებები

დამატება 2 – არასათანადო ქცევის მართვის სტანდარტები დანართი ა – პროექტის აღწერა

დანართი  ბ – პროექტის ბიუჯეტი

დანართი გ – პროექტის სამუშაო გეგმა/შენატანების გეგმა დანართი დ – პროექტის ანგარიშგების ფორმატები

დანართი ე – პარტნიორის თანამშრომელთა ჩამონათვალი (არსებობის შემთხვევაში)

უხლი 17 – ენა

17.1. მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ხელმოწერილია ინგლისურ ენაზე და პარტნიორის ოფიციალურ ენაზე თარგმანი დამატებულია  წინამდებარე   ხელშეკრულებაზე   –  სათაურით  „არაოფიციალური თარგმანი“. წინამდებარე ხელშეკრულების ინტერპრეტაციაში რაიმე დავის ან კამათის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ენას.

ხელმოწერილია ორი დედანი სათანადო უფლებამოსილების მქონე პირთა მიერ შემდეგი მხარეების სახელით:

გლუკი                                          პარტნიორი

ხელმოწერა:

სახელი: 


თანამდებობა:

 

 

ჰაი შელოუ

რეგიონალური წარმომადგენლის

მოვალეობის შემსრულებელი

 

სოზარ სუბარი

მინისტრი

 

თარიღი:

ადგილი:        საქართველო, თბილისი           საქართველო, თბილისი

ამატება 1: განმარტებები

წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე, ანბანური რიგით მოცემული დეფინიციები გულისხმობს:

ხელშეკრულება გულისხმობს პარტნიორების მიერ ერთობლივად შეთანხმებული პროექტის პარტნიორობის   ხელშეკრულებას   თავის   დანართებთან   და   დამატებებთან ერთად.

ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა გულისხმობს წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ  ნაწილში  დოკუმენტირებულ  ცვლილებას  ან  გადახედვას,  დანართების ჩათვლით, რომელიც ერთობლივად იქნა შეთანხმებული ორივე მხარის მიერ, რაც დადასტურებულოია მათი ხელმოწერებით.

ხელშეკრულების საქმე (საქაღალდე) გულისხმობს წინამდებარე ხელშეკრულების (დანართებთან და დამატებებთან  ერთად)  და  ამ  ხელშეკრულებასთან  დაკავშირებული ყველა სხვა მნიშვნელოვანი ანგარიშისა და დოკუმენტაციის შენახვას, მოწესრიგებული და ხელმისაწვდომი  ფორმით,  სულ  მცირე  ექვსი  წლის  განმავლობაში  პროექტის დასრულების შემდეგ.

ხელშეკრულების სიმბოლო გულისხმობს გლუკის მიერ 4.2 მუხლში   განსაზღვრულ პროექტის უნიკალურ იდენტიფიკატორს.

ოცულობითი  შესყიდვები  გულისხმობს  კომერციული  იურიდიული  პირებისგან შესყიდულ  (საერთაშორისო  და/ან  ადგილობრივ)  საქონელსა  და  მომსახურებებს  (მაგ.: საკვები, არასაკვები ნივთები, თავშესაფრის მასალები, მედიკამენტები და შენობების მშენებლობა),   როდესაც   შესყიდვების   ღირებულება   აღემატება   100   000   აშშ  დოლარს პროექტის  ბიუჯეტის  თითოეული  საბიუჯეტო  მუხლისათვის  (დანართი  ბ). აქ აღნიშნული მუხლი გულისხმობს ბიუჯეტის თითოეული ანგარიშის დონეს.

ობრივი ხარჯები გულისხმობს ხარჯებს ღონისძიებების განხორციელებისათვის, როგორც   ეს   მოცემულია   პროექტის   აღწერაში   (დანართი   ა),   პროექტის   ბიუჯეტის (დანართი ბ) შესაბამისად და პროექტის განხორციელების პერიოდის განმავლობაში. მიზნობრივი ხარჯები უნდა იყოს ფაქტობრი ხარჯები, გაწეული ავტორიზებული საქმიანობისათვის, რაც არის შესაბამისად გამყარებული დოკუმენტაციის დედნებით და დასტურდება ვერიფიკაციისა და აუდიტის გზით.

ლადი შენატანი გულისხმობს 6.5. მუხლში გათვალისწინებულ თანხას, რაც ემყარება ფულად  მოთხოვნას  პირველი პერიოდის  დაგეგმილ  საქმიანობასთნ ერთად  დამატებითი თვის   დაგეგმილი   ღონისძიებების   ჩათვლით,   როგორც   წინმსწრები   დრო   პროექტის ფულადი სახსრების უზრუნველსაყოფად.

აქონელი და საკუთრება გულისხმობს პარტნიორის განკარგულებაში მყოფ მატერიალურ და არამატერიალურ ნივთს პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად და მოიცავს:

1) გლუკის საქონელი და საკუთრება გულისხმობს გლუკის მიერ პარტნიორისადმი არამატერიალურად უზრუნველყოფილ ნივთებს; და

2) პროექტის     საქონელი     და      საკუთრება     გულისხმობს     გლუკის      სახსრებით პარტნიორის  მიერ  შეძენილ  ნივთებს,  რაც  უზრუნველყოფილია  ამ ხელშეკრულების შესაბამისად.

ასეთი ნივთები შეიძლება მოიცავდეს რომელიმე ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ პუნქტს:

ა. არაფინანსური აქტივები („საკუთრება, ქარხანა და აღჭურვილობა“), რომელიც განისაზღვრება, როგორც მატერიალური ნივთები საწყისი შესყიდვის ღირებულებით – 10, 000 აშშ დოლარი (ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში) ან თითოეულ ერთეულზე მეტი ფასით სულ მცირე ერთი წლის ვადის გარანტიით;

ბ. „სერიულად აღრიცხული ნივთები“, რომელიც განისაზღვრება, როგორც მატერიალური ნივთები 10,000 აშშ დოლარზე ნაკლები შეძენის ღირებულებით (ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში),  რომელიც  გამოიყენება  ყოველდღიურ  ოფიციალურ  ბიზნესში  და  რომელიც არ  ჯდება  არაფინანსური  აქტივებისა  („საკუთრება,  ქარხანა  და  აღჭურვილობა“)  თუ „ინვენტარის“ დეფინიციის ფარგლებში;

გ. „ინვენტარი“, რომელიც განისაზღვრება, როგორც ყველა ნივთი, რომელიც უნდა დაურიგდეს მზრუნველობის ქვეშ მყოფ მოსახლეობას, მათი ღირებულების მიუხედავად;

დ.  „არამატერიალური  აქტივი“,  რომელიც  განისაზღვრება,  როგორც  დადგენილი არაფულადი აქტივი ფიზიკური სუბსტანციის გარეშე.

ფორმაცია გულისხმობს ნებისმიერი და ყველა სახის ინფორმაციას, ზეპირი თუ წერითი (ელექტრონულის ჩათვლით) ფორმით, რომელიც შექმნილია ან რაიმე ფორმით მოწოდებულია გლუკის მიერ, და ყველა ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს ღონისძიებების შესრულების შედეგს წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.

შენატანები გულისხმობს პროექტის ფულად მოთხოვნას, რომლის გადაცემა მოხდა პარტნიორისადმი  პროექტის  ბიუჯეტის  (დანართი  ბ),  პროექტის  სამუშაო გეგმა/შენატანების გეგმის (დანართი გ) და წინამდებარე ხელშეკრულების ფაქტობრი შესრულების შესაბამისად.

აპროცენტო   შემოსავალი     გულისხმობს   საბანკო     ანგარიშზე,   რომელზეც   პროექტის ფინანსები არის დეპონირებული, ფინანსური დაწესებულების მიერ სადეპოზო ანგარიშისთვის გადახდილი საპროცენტო განაკვეთის შესაბამის დანარიცხს.

ხვადასხვა შემოსავალი გულისხმობს ნებისმიერი სახის შემოსავალს (გარდა საპროცენტო შემოსავალისა),  რაც  გენერირებულია  პროექტის  ფინანსების  ან  საქონელისა  და საკუთრების მეშვეობით და მოიცავს, მაგრამ არაა შეზღუდული მხოლოდ უცხოური სავალუტო მოგებით ან დებიტორული დავალიანებით, ან მასთან დაკავშირებული სადაზღვევო პრეტენზიებით ან პროექტის მიერ უზრუნველყოფილი ნებისმიერი ნივთით, სადაც ნივთის შესყიდვა და/ან ნივთის დაზღვევა განხორციელდა გლუკის მიერ.

პრქტის  სალიკვიდაციო  პერიოდი  გულისხმობს  პროექტის  განხორცილების პერიოდის გაგრძელებას მთლიან პროექტის ბიუჯეტში (დანართი ბ) ცვლილების შეტანის გარეშე.

ხარეები   გულისხმობს  პარტნიორსა  და  გლუკს,  რომელთა  უფლებამოსილმა ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულებას.

არტნიორი   გულისხმობს   მთავრობას   ან   სამთავრობო   იურიდიულ   პირს,   რომელიც მოქმედებს  მთავრობის  მიერ  მინიჭებული  უფლებამოსილების  შესაბამისად  და წინამდებარე   პროექტის   ხელშეკრულებას   ახორციელებს   გლუკთან   თანამშრომლობის გზით.

არტნიორის  თანამშრომლები  გულისხმობს  პარტნიორის  მიერ  აყვანილ  და/ან დაქირავებულ ადამიანურ რესურსებს პროექტთან დაკავშირებული საქმიანობის შესასრულებლად: მუდმივი მოსამსახურეები; განსაზღვრული დროით აყვანილები; კონსულტანტები; მრჩევლები; დროებით დანიშნული თანამშრომლები; ფიქსირებულ ანაზღაურებაზე მომუშავე მუშახელი; მოხალისეები; სტაჟიორები და მსგავსი პირები.

რადი მონაცემები გულისხმობს ნებისმიერ პირად ინფორმაციას ვინაობის დადგენის ინფორმაციის ჩათვლით, როგორიცაა სახელი, იდენტიფიკაციის ან პასპორტის ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, ნებისმიერი სახის, ფორმატის ან საშუალების ნაღდი ფულის გადარიცხვის დეტალები წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების პერიოდში.

ბი, რომლებიც ასრულებენ საქმიანობას გლუკის სახელით ნიშნავს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მათ თანამშრომლებს, რომლებიც     დაქირავებულები არიან გლუკის მიერ  პროგრამების  განსახორციელებლად  ან  მათში დასახმარებლად.  ის  მოიცავს სამთავრობო    და    არასამთავრობო    ორგანიზაციებს    ან    ფირმებს,   რომელთაც   გლუკი ქირაობს, შემსრულებელი პარტნიორის ან სხვა რაიმე ფორმით, რათა განახორციელოს გლუკის პროექტისა და მათი თანამშრომლების დახმარების უზრუნველყოფა.

ზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობა  გულისხმობს პროექტის აღწერაში (დანართი ა) მითითებული ლტოლვილებისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირების მოსახლეობას ან ქვემოსახლეობას (მოსახლეობის ქვეჯგუფს), რომელთა საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ მიისწრაფის პროექტი.

პრქტი გულისხმობს მცდელობას, რომელიც შექმნილია მომსახურების უზრუნველსაყოფად ან მოსალოდნელი შედეგის (შედეგების) მისაღწევად დადგენილი ჩარჩოს ფარგლებში და გამოყოფილ რესურსებს უნიკალური მიზნებისა და ამოცანების დასაკმაყოფილებლად წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში.

პრქტის  განხორციელების  პერიოდი  გულისხმობს  3.2  მუხლით  განსაზღვრულ პერიოდს, რომლის განმავლობაში პროექტის საქმიანობა, ხარჯები და ფინანსური პასუხისმგებლობა შესაძლოა, განხორციელდეს პროექტის მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად, ა და ბ დანართების შესაბამისად, ანუ პერიოდს  პროექტის ძალაში შესვლიდან   პროექტის დასრულების თარიღამდე.

პრქტის ლიკვიდაციის პერიოდი გულისხმობს იმ პერიოდს, რომლის განმავლობაში პროექტის  განხორციელების  პერიოდის  განმავლობაში  შესული  ფინანსური ვალდებულებები შესაძლოა მოგვარდეს პარტნიორის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.  ამ  პერიოდის  განმავლობაში  არ  ხდება  არავითარი ახალი  ხარჯის, ფინანსური ვალდებულების თუ ღონისძიებების განხორციელება.

გლუკის გლობალური სტრატეგიული პრიორიტეტები გულისხმობს გლუკისადმი კრიტიკულ   პრობლემატურ   ადგილებს   მთლიანი   მცდელობების   ფარგლებში ლტოლვილთა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირთათვის დაცვისა და დახმარების უზრუნველსაყოფად და გადაწყვეტილებების მისაღებად.

გლუკის სამოქმედო გეგმა გულისხმობს გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს გლუკის მოქმედების მთლიან მიმოხილვას, მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირების შინაარსისა და მდგომარეობის დეტალურ  აღწერას და სრულყოფილი საჭიროებების განსაზღვრას და  იმ სტრატეგიას, რომლის განხორციელებას გეგმავს ოფისი, ხარვეზების შესამცირებელი ნაბიჯებისა და სასურველი შედეგის მიღწევის ჩათვლით. გლუკის სამოქმედო გეგმა ასევე აერთიანებს საჭიროებების პრიორიტეტების დადგენას, შედეგებზე დაფუძნებულ მენეჯმენტთან  ერთად  მიმართულების  მიხედვით  გამოყოფილი  ხელმისაწვდომი რესურსების შესაბამისად.

გლუკის     თანამშრომლები     გულისხმობს     გლუკის     ოფიციალურ     პირებს,     მისიის ექსპერტებსა და პირებს, რომლებიც ასრულებენ საქმიანობას გლუკის სახელით.

ამატება 2: არასათანადო ქცევის მართვის სტანდარტები

წინამდებარე    დანართი    აყალიბებს    პარტნიორის    ვალდებულებებს    არასათანადო ქცევის მართვის იმ არსებულ მინიმალურ  სტანდარტებთან  დაკავშირებით,     როგორც  ეს გათვალისწინებულია ამ ხელშეკრულების მუხლებით 12.22-დან 12.28-ის ჩათვლით. იგი მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

-   არასათანადო ქცევის ჩამონათვალი;

-   გამოძიებისთვის რეკომენდებული  მინიმალური სტანდარტების ჩამონათვალი;

-  სექსუალური   ძალადობისა   და   ექსპლუატაციისგან   დაცვის   უზრუველყოფის სტანდარტები და

-   პროცედურები არასათანადო ქცევის ანგარიშგებისათვის.

პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ მოქმედი საგამოძიებო პოლიტიკა, პროცედურები და სტანდარტები, როგორც  ეს ქვემოთაა  მოცემული,  ან  სულ  მცირე, პარტნიორებს  უნდა გააჩნდეთ მოქმედი გეგმა და ჩარჩო ამ საკითხის თანდათან განხორციელებასთან დაკავშირებით.

1. არასათანადო ქცევის ჩამონათვალი:

წინამდებარე ხელშეკრულების  მიზნისათვის  არასათანადო  ქცევა  განიმარტება, როგორც „ამ დოკუმენტის შესაბამისად, პარტნიორის მიერ დადგენილი ქცევის წესების ან სტანდარტების დაუცველობა“. ეს განმარტება მოიცავს, მაგრამ არაა შემოსაზღვრული მხოლოდ ამ ჩამონათვალით:

-    სექსუალური ზეწოლა;

-    სექსუალური    ზეწოლა    სამუშაო    ადგილზე    და    ძალაუფლების    ბოროტად გამოყენება;

-    ქურდობა;

-    თავდასხმა ან მუქარის განხორციელება;

-    საერთაშორისო     ნორმებთან     და     სტანდარტებთან     შესაბამისობაში     მყოფი ადგილობრივი კანონების უგულვებელყოფა;

-    კონფიდენციალობის დარღვევა;

-    სექსუალური ექსპლუატაცია და ძალადობა;

-    თაღლითობა (თაღლითობის უფლების ჩათვლით);

-    კორუფცია;

-    დაუდევრობა;

-    დისკრიმინაცია;

-    ინტერესთა კონფლიქტი;

-   ფალსიფიცირებული   დოკუმენტაციის   წარდგენა   საჩივრებსა   და   სარგებლის მოთხოვნაზე;

-   აქტივების  ბოროტად გამოყენება (საოფისე მოწყობილობის, ფაილებისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით);

-   თანამშრომელთა ან სხვა პირთა სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება;

-   წინამდებარე ხელშეკრულების პრინციპების და პირობების უხეში დარღვევა;

-   დარღვევები შესყიდვების წესების განხორციელებისას;

-   გაერთიანებული ერების პრივილეგიებისა და იმუნიტეტის ბოროტად გამოყენება;

- ქმედება, რომელიც შედეგად მოიტანს გაეროს დისკრედიტაციას ან მნიშვნელოვნად დააზარალებს გლუკის რეპუტაციას.

2. მოქმედი მინიმალური სტანდარტების არსებობა გამოძიებასთან დაკავშირებით:

პარტნიორმა უნდა გამოიძიოს მისი თანამშრომლების მიერ ჩადენილი ძალადობის, კორუფციის, თაღლითობისა და სხვა შესაძლო არასათანადო ქცევის შემთხვევები.  ამისათვის,  პარტნიორი  უნდა  ფლობდეს  გამოძიების  და პროცედურების მინიმალურ მოქმედ სტანდარტებს, ან გეგმას მათ შესამუშავებლად და/ან გასაუმჯობესებლად, რათა უზრუნველყოს ეფექტური პრევენციული და საგამოძიებო ქმედებების განხორციელება. მინიმალური სტანდარტები უნდა მოიცავდეს შემდეგს:

-  ქცევის ნორმების პოლიტიკა;

-  გასაჩივრების მექანიზმი;

-  გამოძიების სახელმძღვანელო პრინციპები;

-  რამდენიმე     უწყების     ჩართულობის     შემთხვევაში,     ერთობლივი     გამოძიების ჩატარების პროცედურები, როდესაც ეს მიზანშეწონილია;

-  ადამიანური    რესურსების    პოლიტიკა    კონფიდენციალობის,    თანამშრომლების წახალისებისა და თანამშრომლების განვითარების შესახებ;

-  პოლიტიკა მონაცემთა კონფიდენციალობასა და ინფორმაციის გასაჯაროებაზე;

-  პოლიტიკა    ბავშვის    დაცვის,    სექსუალური    ექსპლუატაციისა    და    ძალადობის შესახებ, „მხილება“/დაცვა შურისძიების, თაღლითობის და გამოძიებისათვის სხვა რელევანტური ასპექტების წინააღმდეგ;

-  დისციპლინარული  სისტემა,  დისციპლინარული  პროცესებისა  და  გამოყენებადი

დისციპლინარული და ადმინისტრაციული ზომების ჩათვლით, როგორიცაა აქტივების აღდგენა;

-  საგამოძიებო    შესაძლებლობა,    კვალიფიციური   გამომძიებლების   ჩათვლით    (ან ალტერნატიულად, თანამშრომლობა სხვა უწყებებთან ან გლუკთან).

3. სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობისგან დაცვის უზრუნველყოფა:

სექსუალური ექსპლუატაცია და ძალადობა არასათანადო ქცევის ერთ-ერთი სერიოზული მაგალითია. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებით, სექსუალური ექსპლუატაცია და ძალადობა ხასიათდება და განისაზღვრება, როგორც:

სექსუალური  ძალადობა  და  ექსპლუატაცია  შეიძლება  გამოვლინდეს  სხვადასხვა ფორმებით. სექსუალური ექსპლუატაცია განიმარტება, როგორც უმწეო მდგომარეობის, დიფერენციალური  ძალაუფლების  ან  ნდობის  ბოროტად  გამოყენება  სექსუალური მიზნით; ეს მოიცავს სექსუალური ან სხვა სახის ექსპლუატაციის შედეგად ფულადი, სოციალური თუ პოლიტიკური სარგებლის მიღებას. სექსუალური ძალადობა არის სექსუალური  ხასიათის  ფაქტობრივი  ან   მუქარის   შემცველი   ფიზიკური   ქმედება,   მათ შორის იძულებითი შეხება ან რაიმე ქმედება არათანაბარ და იძულების პირობებში.

·    პარტნიორის      თანამშრომლების     მიერ      სექსუალური     ექსპლუატაციისა      და ძალადობის  განხორციელება  სერიოზულ  არასათანადო  ქცევას  წარმოადგენს  და ქმნის საფუძველს      დისციპლინარული ზომებისთვის,  მათ შორის,  სამსახურიდან გათავისუფლების ჩათვლით.

·    სექსუალური      ქმედება      ბავშვებთან      (18       წლამდე      ასაკის)       აკრძალულია მოწიფულობის ასაკის ან ადგილობრივად მიღებული თანხმობის ასაკის (1) მიუხედავად. ბავშვის ასაკის შესახებ არასწორი შეხედულება გასამართლებელ მიზეზად არ მიიჩნევა.

·    აკრძალულია ფულის, დასაქმების, საქონლის ან მომსახურების სანაცვლოდ სექსის შეთავაზება, სექსუალური სარგებლის ან        სხვადასხვა ფორმის დამამცირებელი, ღირსების  შემლახველი  ან  ექსპლუატატორული  ქცევის  ჩათვლით. ზემოაღნიშნულში მოიაზრება დახმარების ნებისმიერი გაცვლა, რომელიც განკუთვნილია ლტოლვილთათვის და გლუკის მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირთათვის.

·    სექსუალური  ურთიერთობა  პარტნიორის  თანამშრომელთა  და  ლტოლვილთა  ან გლუკის მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირთა შორის უარყოფითად აისახება გაერთიანებული  ერების,   კერძოდ,   გლუკის  მუშაობის  სანდოობასა  და რეპუტაციაზე, და ყოველმხრივ დაუშვებელია, რადგან ეფუძნება უთანასწორო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დინამიკას.

·    თუ  პარტნიორის  თანამშრომელს  გაუჩნდება  ეჭვი  სხვა  თანამშრომლის  მხრიდან სექსუალურ   ძალადობასა   ან   ექსპლუატაციასთან   დაკავშირებით,    მიუხედავად იმისა, თუ ვისგან არის დაქირავებული ეს თანამშრომელი, ასეთი პრობლემების შემთხვევაში, მან უნდა შეატყობინოს გლუკსა და პარტნიორს ქვემოთ მოცემული მე-4 ანგარიშგების ნაწილის შესაბამისად.

·    პარტნიორებმა  და  გლუკმა  უნდა  შექმნან  და  შეინარჩუნონ  ისეთი  გარემო,  სადაც ხდება   სექსუალური   ექსპლუატაციისა   და   ძალადობის   პრევენცია   და   ქცევის კოდექსის განხორციელების წახალისება. ყველა რგოლის ხელმძღვანელს აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ სისტემების მხარდაჭერად და გასავითარებლად, რაც ქმნის ამ გარემოს.

წარმოდგენილი ექვსი სტანდარტი არ არის ამომწურავი. სექსუალური ექსპლუატაციის ან ძალადობის  ქმედებების  სხვა  შემთხვევები  შეიძლება  ქმნიდეს  დისციპლინარული ზომების, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.

4.   არასათანადო ქცევის ანგარიში

გლუკის გენერალური ინსპექცია (IGO) პასუხისმგებელია იმის უზრუნველყოფაზე, რომ შესაძლო  არასათანადო  ქცევის  შემთხვევაში  ნებისმიერი  იურიდიული  პირის  ან  პირის მიერ,  რომელსაც  აქვს       კონტრაქტით  გათვალისწინებული  უშუალო  კავშირი  გლუკთან, იქნება სათანადოდ გამოძიებული. პარტნიორის ან გლუკის რომელიმე თანამშრომელი, რომელიც გაიგებს შესაძლო არასათანადო ქცევის თობაზე, წინამდებარე ხელშეკრულების ქმედებებთან დაკავშირებით, უნდა დაუკავშირდეს პარტნიორს ან შესაბამისად, გლუკის გენერალურ ინსპექციას (IGO).

გლუკის  გენერალურ  ინსპექციასთან  (IGO)  დაკავშირება  შესაძლებელია  შემდეგ მისამართზე: inspector@unhcr.org ან გლუკის ვებგვერდის მეშვეობით: www.unhcr.org/php/complaints.php.

განცალკევებული სახელმძღვანელო პრინციპების ბარათი არასამთავრობო ორგანიზაციების პარტნიორებისათვის (მოსალოდნელი) უზრუნველყოფს დამატებით ინფორმაციას  სტანდარტულ  სამოქმედო  პროცედურებზე,  სადაც  გაზიარებული  იქნება საქმის მასალების ინფორმაცია, კონფიდენციალობა, საქმის მასალებისა და სამხილების მართვა.


* პარტნიორის აღმასრულებელ უფროსს შეუძლია გამოიყენოს მისი უფლება ამ სტანდარტის გამოყენებისას,  როდესაც  მოსამსახურე  არის  კანონიერ  ქორწინებაში  18   წლამდე  ასაკის  მქონე პირთან, მაგრამ  რაც წარმოადგენს მოწიფულობის ასაკს ან მათი მოქალაქეობის ქვეყანაში დაშვებულ ასაკს.


ლშეკრულების სიმბოლო: გლუკი/GEO01/2016/მიმართულება 1/ 0000000262/001

პრქტის აღწერა: დანართი ა

პრქტის აღწერა

პრქტის დასახელება:

ლტოლვილთა      და     თავშესაფრის      მაძიებელთა სამართლებრივი დაცვა საქართველოში

ბიუჯეტო  წელი:

2016

გომარეობა:

1GEOA

ოქმედება:

GEO RO ABC

ოსახლეობის დაგეგმარების ჯგუფ(ებ) ი:

ლტოლვილები და თავშესაფრის მაძიებლები საქართველოში

ზანი (მიზნები):

სამართლებრივი დაცვა და სხვადასხვა გადაწყვეტილებები

აღრიცხვის ცენტრ(ებ)ი:

21081

არტნიორის კოდი:

1093000

პრქტის განხორციელების პერიოდი:

01/01/2016 – 31/12/2016

 

1.0 პროექტის მიმოხილვა

1.1 პროექტის განაცხადი

ეს პროექტი მხარს უჭერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლტოლვილთა, ჰუმანიტარული  სტატუსის   მქონე   პირთა და  თავშესაფრის   მაძიებელთა დაცვისა და დახმარების საქმეში, შემდეგის გათვალისწინებით:

ა) ლტოლვილის სტატუსის დადგენის პროცედურების გაუმჯობესება რეგისტრაციიდან სტატუსის მინიჭების ჩათვლით და ამასთანავე, დაუკმაყოფილებელი განაცხადის თავიდან აცილება (ამჟამად 296 განაცხადი);

ბ) ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა შორის ყველაზე უმწეო ოჯახებისათვის ფულადი შემწეობის უზრუნველყოფის გაგრძელება 2016 წლის შესწორებული სტანდარტული სამოქმედო პროცედურების შესაბამისად.

სამინისტროსა და გლუკს შორის უფრო გაფართოებული თანამშრომლობის ფარგლებში, ეს ორი უწყება შეთანხმდა, რომ აქტიურად დაუჭერს მხარს სამინისტროს, განახორციელოს სახელმწიფო მიგრაციის სტრატეგია და მისი ნებისმიერი სამოქმედო გეგმა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის თაობაზე კონსულტაციის გზით, ასევე ინტეგრაციის საჭიროებების შესახებ უზრუნველყოფს  ინფორმაციით, რაც   მოპოვებულია  კვლევებისა  და  შეფასებების  შედეგად. ასევე, სხვა   სახელმწიფო   ორგანიზაციებთან   და   უწყებებთან   თანამშრომლობის   გზითა   და   არსებული სამუშაო გეგმების შესაბამისად, მხარს დაუჭერს ინტეგრაციის მოთხოვნილი მომსახურებების განხორციელებას.

გლუკი  და  სამინისტრო  აგრეთვე  მოახდენენ  ლტოლვილის  სტატუსის  დადგენის განყოფილების,  ასევე  სამინისტროსა  და  სხვა  შესაბამისი უწყებების იურიდიული დეპარტამენტების თანამშრომელთათვის   2   სემინარის   ორგანიზებასა   და   ჩატარებას,  ლტოლვილის   შესახებ   ახალი კანონისა  და  საერთაშორისო  დაცვის  მიმართულებით. ამ  ხელშეკრულების  მიღმა  არსებული  ეს ღონისძიებები, რაც დაფინანსებული იქნება უშუალოდ გლუკის მიერ, რაც მოითხოვს სამინისტროს ჩართულობას ამ ღონისძიებების ორგანიზებისა და კოორდინაციის საქმეში.

1.2  სამოქმედო კონტექსტი

ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა თბილისის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ამჟამად შეადგენს 1,795-ს, წლის დასაწყისში 1,704-თან შედარებით და მიუთითებს ამ პროექტის  ფარგლებში  მზრუნველობის  ქვეშ  მყოფ  პირთა  რაოდენობის დასტაბილურებაზე.  2015 წლის უკანასკნელი ცხრა თვის განმავლობაში   თავშესაფრის   შესახებ განაცხადების რაოდენობა შემცირდა (904), 2014 წლის იმავე პერიოდთან შედარებით (1,357), სავარაუდოდ, 2014 წლის 1 სექტემბერს  ახალი სავიზო რეჟიმის შემოღებისა  და  ევროკავშირის  ქვეყნებში  თავშესაფრის მაძიებელთა ბოლოდროინდელი გადინების გამო. უმრავლესობა ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის  მქონე წარმოშობით  არის  ერაყიდან  და  უკრაინიდან,  რომელთა  შორის  ძალიან  მცირე ნაწილია სხვა ქვეყნებიდან, გარდა პანკისის ხეობაში მცხოვრები 233 ლტოლვილისა რუსეთის ფედერაციიდან. 2015  წელს,  წარმატებით  დასრულდა  რუსეთის  ფედერაციის  ჩეჩენ ლტოლვილთათვის ადგილობრივი ინტეგრაციის უზრუნველყოფის პროგრამა. 2009 წლიდან, დაახლოებით  370  ოჯახმა  ისარგებლა  ამ  პროექტით.  გლუკი  და  სამინისტრო კვლავ განაგრძობენ დაცვის მონიტორინგსა და ნატურალიზაციის მხარდაჭერას დარჩენილი ჩეჩენი ლტოლვილებისთვის, მაგრამ ეს ღონისძიება არ შეადგენს ამ პროექტის ნაწილს.

2015 წლის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იყო თავშესაფრის შესახებ განხილვის პროცესში მყოფი განცხადებების შემცირება 1200-დან წლის დასაწყისში ამჟამინდელ 296-თან შედარებით და გაუმჯობესებული  აღიარების  მაჩვენებელი  საქვეუწყებო  სტანდარტული 38%-დან  ახლანდელ  83%- მდე. ეს იყო  სამინისტროს,  გლუკისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების პარტნიორების მიერ  2014 და 2015  წლებში  ურთიერთშეთანხმებული   მცდელობების შედეგი. პარალელურად, სტატუსის დადგენის   პროცედურების   ხარისხი   რეგისტრაციის   ჩათვლით   გაუმჯობესდა   და   გახდა   უფრო ეფექტური და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებთან.

საქართველოში   მყოფი   1,267   ლტოლვილისა   და   ჰუმანიტარული   სტატუსის   მქონე  პირის (პანკისში   მცხოვრები   პრიმა   ფაციე   პრინციპით     არსებულ   ლტოლვილთა  გამორიცხვით),   296 თავშესაფრის მაძიებელი პირის დაცვის საერთო მდგომარეობა არის მისაღები სტანდარტის ფარგლებში, კერძოდ, შემდეგი მიმართულებით: ხელმისაწვდომობა ქვეყნის ტერიტორიაზე და არგაძევების პრინციპზე, რეგისტრაციაზე, დოკუმენტაციაზე; ქვეყნის შიგნით გადაადგილების თავისუფლება;    ისეთ    მომსახურებებზე    ხელმისაწვდომობა,    როგორიცაა    ჯანდაცვა,    განათლება, საბანკო  მომსახურება,   თავშეს აფარი   და   სოციალური   ინტეგრაცია.   გამოწვევები   და  რამდენიმე ხარვეზი კვლავ რჩება სამართლებრივი დაცვის სისტემაში, რაც ეხება და მოიცავს (i) თავშესაფრის პროცედურის ხარისხის გაუმჯობესებას; (ii) ხელმისაწვდომობას ეფექტურ საშუალებაზე; (iii) ნატურალიზაციის  გამარტივებას (ამჟამად,  მხოლოდ  ჩეჩენ  ლტოლვილთათვის); (iv) ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას სოციალური დაცვის, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო უფლებებზე; (v) გრძელვადიანი გადაწყვეტილებების (ინტეგრაციის) წახალისებასა და (vi) ხელმისაწვდომობას შრომით ბაზარზე.

ლტოლვილის შესახებ ახალი კანონი ამჟამად  განხილვის  პროცესშია და დასრულების შემთხვევაში, იქნება სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. მოსალოდნელია, რომ კანონი საბოლოო სახეს მიიღებს 2016 წლის დასაწყისში.

სამინისტროს, გლუკისა და სხვა პარტნიორების მხრიდან შესაძლებლობების გაუმჯობესების განვლილი  და  მიმდინარე  მცდელობები  სხვადასხვა  ტრენინგებისა  და  გადამზადების  მეშვეობით აისახა 160-ზე მეტი უმწეო თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთათვის მზარდი ეფექტიანი და ეფექტური დახმარების უზრუნველყოფაში, ფულად ინტერვენციებში, ასევე დაკავების დაწესებულებებიდან თავშესაფრის მაძიებელთა მომარ-თვიანობის გაზრდილ რაოდენობაში, რაც გამოწვეულია ლტოლვილის შესახებ ახალადშემუშავებული კანონის კურიკულუმით, რომელიც უკვე გამოიცადა  ოფიციალური   პირების   მიერ   პენიტენციურ   და   პრობაციის   სასწავლო   ცენტრში  და მთავრობის მხრიდან პოლიტიკისა და კანონმდებლობის დანერგვისადმი მკაცრი ვალდებულებით.

პოზიტიური  განვითარებების  მიუხედავად,  2015  წელს  გლუკის/გაეროს  განვითარების პროგრამის მიერ განხორციელებული სოციო-ეკონომიკური კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ კვლავ რჩება გამოწვევები სამინისტროს მიერ მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირთა ფულადი შემწეობისთვის რესურსების  უზრუნველყოფის  კუთხით,  ასევე  ინტეგრაციის ღონისძიებების  დაწყების მიმართულებით. სამინისტრო   მართავს   მარტყოფში  მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრს და ამ მიზნისთვის გამოყო საკმარისი რესურსი.

2016 წლის პროექტის სრულყოფილებისათვის, გლუკმა პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დაიწყო სოციალური ურთიერთობისა და ინტეგრაციის  პროექტი, რომელიც ასევე მოიცავდა ინფორმაციის გაზიარებას ისეთი ძირითადი მომსახურებების ხელმისაწვდომობაზე, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და ენის შემსწავლელი გაკვეთილების შეთავაზება. გარდა ამისა, გლუკი და პარტნიორები გააგრძელებენ ქვეყანაში შემოსვლის/საზღვრის, დაკავების დაწესებულებების ყველა საკითხის მონიტორინგს, თავშესაფრის მაძიებელთათვის სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფას და საჯარო ინფორმაციის კამპანიის გამოყენებას. გლუკმა, ასევე, წამოიწყო ღონისძიებები ლტოლვილთათვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის გაზრდილი საჭიროების დასაკმაყოფილებლად.

1.3 პრობლემა (პრობლემები), მიზანი (მიზნები) და განსაზღვრული ზეგავლენა წინამდებარე პროექტის ფარგლებში წამოჭრილი ძირითადი საკითხები და პრობლემები:

საქართველომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თავშესაფრის პროცედურები   საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.  მოიხსნა  გამოწვევები, რომელიც  გულისხმობდა გადაწყვეტილების მიღების მთელ პროცესში, პოლიტიკური გადაწყვეტილებების უპირატესობას ლტოლვილის დაცვის გადაწყვეტილებებზე, ხოლო, ლტოლვილთა  აღიარების დაბალი 9%-იანი  და დაცვის მთლიანი 25%- იანი მაჩვენებელი ჯამში გაიზარდა 83%-მდე (შესაბამისად, 6%-მდე და 77%-მდე). თუმცა, ლტოლვილის  სტატუსის  დადგენის  პროცედურები  არ  მოიცავს  დებულებებს,  რომელიც უზრუნველყოფს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე განსაზღვრული კატეგორიის თავშესაფრის მაძიებელთა მოპყრობის შესაბამის სტანდარტებს, სქესსა და გენდერზე დაფუძნებული ძალადობის ან წამების  მსხვერპლთა,  ხანდაზმულთა,  შეზღუდული  შესაძლებლობების  მქონე  პირთა, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალთა ან სხვა მხრივ უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთა ჩათვლით.  ზოგიერთ შემთხვევაში,  სამინისტრო   ტენდენციას  იჩენს  და   ანაცვლებს   ლტოლვილის სტატუსს დამატებითი დაცვის ფორმით. სამინისტროში შიდა ხარისხის კონტროლის ეფექტური მექანიზმის სიმცირე თავშესაფრის პროცედურის ყველა ეტაპზე  უნდა გაუმჯობესდეს სამინისტროში ხარისხის კონტროლის განყოფილების შექმნის გზით.

გარდა ამისა, 2015 წლის 9 თვის განმავლობაში საჭიროებების შეფასების სპეციალისტების მიერ განხორციელდა  321  შიდა  ვიზიტი  სახლებში. სამინისტროს  მიერ  მოწონებულ იქნა  (ყველა  მათგანი შეფასებების შემდეგ) ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა   სოციალური   და   ბინის  დაქირავების შემწეობის  მოთხოვნის  შესახებ   განცხადებების მხოლოდ 37.4%. გადაწყვეტილებები და შესაბამისი მიზეზები ნათლად ახსნილია განმცხადებლებისათვის.

დაახლოებით 900 ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის   მქონე   პირი   ცხოვრობს თბილისში, მათ   შორის:   400   არაბულად   მოლაპარაკე,   250 – რუსულად   და  20 – ინგლისურად მოლაპარაკე  ზრდასრული ასაკის ადამიანი.  მათი ინტეგრირება ქართულ  საზოგადოებაში ქართული ენის,  ისტორიის,  კულტურის,  კანონმდებლობის  საფუძვლების სწავლებით წარმოადგენს მნიშვნელოვან ამოცანას. საქართველოს მიგრაციის სტრატეგია 2016-2010 წლებისათვის უკვე შემუშავებულია,  რაც  მოიცავს  ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონეთა ინტეგრაციასთან    დაკავშირებულ    გარკვეულ    ასპექტებს.    უფრო   მეტიც,  სამინისტრომ  მიაღწია პროგრესს თბილისში ლტოლვილთათვის ინტეგრაციის ცენტრის ორგანიზების  საკითხში. მან მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თხოვნით ინტეგრაციის  ცენტრის დაფუძნების მიზნებისათვის  თბილისში ფართის გამოყოფის თაობაზე  და პასუხად  სახელმწიფო  ქონების ეროვნულმა სააგენტომ გადმოსცა  სამინისტროს  206  კვ.მ.  ფართი შემდეგ მისამართზე: თბილისი, ლიბანის ქუჩა 31 (სააგენტოს 2016 წლის 10 თებერვლის №5/6334 წერილი). შეფასების შესაბამისად ზემოაღნიშნული ფართის შეკეთებისა და განახლების    სამუშაოებს, მათ შორის  საჭირო ავეჯისა  და  აღჭურვილობის  შეძენას  დასჭირდება  100,000  ლარი. სამინისტროს მიერ კოორდინირებული სამინისტროთაშორისი ინტეგრაციის ცენტრის საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

სამინისტრო  პასუხისმგებელია  სარემონტო  სამუშაოების  შედეგების  შეფასების, დოკუმენტირებისა და მონიტორინგის საკითხებზე და შენობის შემდგომ გამოყენებაზე. ფართი, რომელშიც ხალხი გაატარებს თავიანთ დროს უნდა შეესაბამებოდეს მზრუნველობის ქვეშ მყოფთა მოთხოვნებს (მაგ. ინვალიდთა) და უზრუნველყოფდეს კეთილდღეობის მაღალ დონეს.

პროექტის მიზნები და განსაზღვრული ზეგავლენა:

ეს პროექტი იმუშავებს გლუკის შემდეგ მიზნებზე:

Ø სტატუსის დადგენის პროცედურებზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება

ეს პროექტი გაზრდის სამინისტროს შესაძლებლობას ლტოლვილის სტატუსის დადგენის პროცედურების გაუმჯობესებისა და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგების კუთხით. თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ დაუკმაყოფილებელი განცხადებები განხილულ იქნება პროექტის განხორციელების პირველი ექვსი თვის განმავლობაში. აღიარების მაჩვენებელმა უნდა განიცადოს შემდგომი მნიშვნელოვანი ზრდა არსებული 83%-დან.

Ø საჭიროებების შეფასების პროცედურების ხარისხის გაუმჯობესება

ეს პროექტი გაზრდის სამინისტროს შესაძლებლობას საჭიროებების შეფასების პროცედურების გაუმჯობესებისა და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგების კუთხით. საჭიროებების შეფასებაში მცირედი ჩამორჩენა დახმარების უზრუნველყოფის კუთხით, მოგვარებული იქნება პროექტის ფარგლებში.

Ø მოსახლეობას აქვს საკმარისი ძირითადი და საყოფაცხოვრებო ნივთები მოხდება  უმწეო  ლტოლვილთა  და  თავშესაფრის  მაძიებელთა დადგენა და დახმარება ყოველთვიური  ფულადი  და/ან  ბინის  ქირის  შემწობით  ეფექტურად,  ნაყოფიერად  და შეფერხების გარეშე. შემცირდება დახმარების მინიჭებაზე არსებული შეყოვნებები. არსებული საჭიროებებისა და მოთხოვნების გამოსაკვეთად, პროცესის მოთხოვნების, უმწეობის კრიტერიუმის უკეთ განსამარტად, ცვლილებები შევიდა დახმარების უზრუნველყოფის  შესახებ  სტანდარტულ  სამოქმედო პროცედურაში რაც შესაბამისობაში მოვიდა სამინისტროსა და გლუკის მოთხოვნებთან. სამედიცინო საჭიროებების დაფარვა, რომელიც სცდება სახელმწიფო დაზღვევის გეგმის ფარგლებს, განხილული იქნება სამინისტროს კომისიის მიერ.

Ø პოტენციალი ინტეგრაციის რეალიზებისათვის ცენტრის დაფუძნება უზრუნველყოფს სახელმწიფო მიგრაციის სტრატეგიის დანერგვას, რადგან იგი დაკავშირებულია ლტოლვილებთან და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებთან და მათი ხელმისაწვდომობა მომსახურებებთან და ინფორმაციასთან ქმნის მათი ინტეგრაციის შესაძლებლობას.

2.0. მზრუნველობის  ქვეშ  მყოფი  მოსახლეობა/სხვა  იურიდიული  პირები, რომელთაც გაეწიათ დახმარება

2.1. პროექტის მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობა

პროექტი მიზნად ისახავს ყველაზე უმწეო პირების დაცვასა და დახმარებას, ამჟამად 296 თავშესაფრის   მაძიებლის   და   1267   ლტოლვილისა   და   ჰუმანიტარული   სტატუსის  მქონე   პირის ჩათვლით, რომლებიც არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან, უმეტესად: ერაყიდან და უკრაინიდან. ინდივიდუალური  სტატუსის  მქონე  ლტოლვილთა  უმრავლესობა ცხოვრობს  თბილისსა  და რუსთავში. მარტყოფის მიმღებ ცენტრში ამჟამად განთავსებულია 60 თავშესაფრის მაძიებელი, ხოლო უმრავლესობა მათგანი ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში თბილისში, რუსთავსა და სხვა ქალაქებში. აშშ-ის მთავრობის მიერ გაწეული დახმარების შედეგად ფულად შემწეობას მიიღებს ყველაზე უმწეო ლტოლვილთა 100 და თავშესაფრის მაძიებელთა 100-მდე  ოჯახი.  ბინის  ქირის  შემწეობა უნდა  განიხილებოდეს,  როგორც  დროებითი  ღონისძიება, რომელიც  არ  აღემატება  6 (ექვს)-თვიან  პერიოდს  (გამონაკლისის  სახით  იქნებიან  ყველაზე  უმწეო პირები,  რასაც გადაწყვეტს  კომისია) და 2016 წელს სამინისტრო  დაიწყებს  ადგილობრივ საინტეგრაციო პროექტებს საქართველოში ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის წასახალისებლად და მხარდასაჭერად. სავარაუდოდ, თავშესაფრის მაძიებელთა დაახლოებით 30% დატოვებს ქვეყანას გადაწყვეტილების  მიღებამდე (ეფუძნება არსებულ ტენდენციას და ციფრებს 2015 წლისთვის, რომელიც მიუთითებს საქმის განხილვის ნებაყოფლობით  შეწყვეტაზე, ლტოლვილის სტატუსის დადგენის  პროცედურებზე გამოუცხადებლობაზე, ან სხვა მიზეზების არსებობაზე, რაც ჯამში შეადგენს 672 განცხადებას).

2.2. დემოგრაფიული მონაცემები

ქვემოთ მოცემული ცხრილი ემყარება სამინისტროს მიერ ჩატარებული რეგისტრაციის არსებულ ციფრებს და შემცირდება თავშესაფრის შესახებ განხილული განაცხადების მზარდი რაოდენობითა და ასევე, ზემოაღნიშნულ მაძიებელთა მიერ ქვეყნის შესაძლო დატოვების შედეგად.

თავშესაფრის მაძიებელთა უმრავლესობა არის ურბანული ადგილებიდან და აქვთ უმაღლესი განათლება,   პროფესიული   უნარ-ჩვევები   და   გამოცდილება   (იხილეთ   2015   წლის   ეკონომიკური საბაზისო   კვლევა).    ისინი    შეადგენენ    მნიშვნელოვან    რესურს   ქართული   ეკონომიკისთვის   და აქტიურად ეძებენ დასაქმებას ან აპირებენ საკუთარი ბიზნების წამოწყებას.      თუმცა, მათი ეს უნარ- ჩვევები   არ   აკმაყოფილებს   საქართველოში   საბაზრო   მოთხოვნებს.   ბევრმა   ლტოლვილმა   აღნიშნა ენობრივი  ბარიერი,  რაც  ართულებს  შრომით  ბაზარსა  თუ  ბიზნესის  წამოწყებისადმი ხელმისაწვდომობას,  ასევე  ხელმისაწვდომობას  მენეჯმენტის  ტრენინგებსა  და  კურსებზე, ცოდნის მიღებას  ადგილობრივი შრომითი  ბაზრისა  და საგადასახადო  კანონის შესახებ.  მოზარდები  ნაკლებ გამოწვევებს  აწყდებიან  ინტეგრაციის  კუთხით,  რადგან  დადიან  სკოლაში  ან  უნივერსიტეტში  და კარგად ეუფლებიან ქართულ ენას.

2015  წლის  იანვრიდან  სექტემბრამდე  პერიოდში  318  განმცხადებელმა დაწერა  ხელახალი განცხადება   საქმის   შეწყვეტასთან   დაკავშირებით,   332   არ   გამოცხადდა   ლტოლვილის   სტატუსის დადგენის პროცედურებზე და სავარაუდოდ, დატოვა ქვეყანა, 16-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, 4 აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე და 2 დაბრუნდა წარმოშობის ქვეყანაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით.

ქვემოთ მოცემულია სამინისტროს სტატისტიკა 2015 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით:

 

მოსახლეობის დაგეგმარების ჯგუფის სახელი:

თაესს მაძიებლები  (2015 წლის 1

მონაცემებით)

ქვეჯგუფი: (არსებობის შემთხვევაში)

დაუდგენელი

 

ასაკობრივი ჯგუფი

მამაკაცები

ქალები

ჯამი

ციფრებში

% – ში

ციფრებში

% – ში

ციფრებში

% – ში

0-4

9

5%

10

11%

19

6%

5-17

25

12%

20

21%

45

15%

18-59

153

76%

59

62%

212

72%

               

 

ოსახლეობის დაგეგმარების ჯგუფის სახელი:

ლტოვილები  და      ჰუმანიტარული

 

უსს მქონე ირები

 

ქვეჯგუფი: (არსებობის შემთხვევაში)

ყვრეგისტრირებული

 

 

ასაკობრივი ჯგუფი

აკაცები

ქალები

ჯამი

 

ფრებში

% – ში

ფრებში

 

ფრებში

% – ში

 

0-4

46

7%

56

10%

102

8%

 

5-17

163

24%

153

26%

316

25%

 

18-59

451

65%

346

60%

797

63%

 

60 და >

29

4%

23

4%

52

4%

 

ჯამი:

689

54%

578

46%

     1267

    100%

 

თავარი

 

 

ილი, რუსთავი

 

ადგილმდებარეობა:

 

 

 

ლტოვილები    (პრიმა   ფაციე სფუძველზე)

 

ოსახლეობის დაგეგმარების ჯგუფის სახელი:

                   

 

 

რუსეთის ფერაციიდან,              რომელთა

 

 

უმა ცხოვრობს პაკისში

 

 

ყველა რეგისტრირებული  პრიმა აციე ლტოლვილი

 

ქვეჯგუფი: (არსებობის შემთხვევაში)

 

 

 

ასაკობრივი ჯგუფი

აკაცები

ქალები

ჯამი

 

ფრებში

%-ში

ფრებში

 

ფრებში

%-ში

 

0-4

8

7%

7

6%

15

6%

 

5-17

41

36%

38

32%

79

34%

 

18-59

59

52%

73

61%

132

57%

 

60 და >

5

5%

1

1%

6

3%

 

ჯამი:

113

49%

119

51%

232

100%

 

თავარი

 

 

ი და პანკისის

 

ადგილმდებარეობა:

 
                 

 

 

2.3 სხვა იურიდიული პირები, რომელთაც გაეწიათ დახმარება

პროექტი ასევე დაეხმარება სამინისტროში არსებულ ლტოლვილთა განყოფილებას, გაზრდის საჭიროებების შეფასებაზე მომუშავე შტატის შესაძლებლობას და გააუმჯობესებს დახმარების უზრუნველყოფის პროცესს. ეს ძირითადად განხორციელდება გლუკთან და სამართლებრივი დაცვის სხვა  პარტნიორებთან  კოორდინაციისა  და ტრენინგის,  ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთათვის ფულადი შემწეობის  უზრუნველყოფის  შესახებ   სტანდარტული   სამოქმედო პროცედურის ერთობლივი გადახედვის გზით.

3.0 შეთანხმებები პროექტის განხორციელების შესახებ

3.1. პროექტის განხორციელება

პროექტის  განხორციელების  ღონისძიებები  ერთობლივად  იქნა  შეთანხმებული  სამინისტროსა და გლუკს შორის, გათვალისწინებულ იქნა სამინისტროსა და გლუკის კონტროლის მექანიზმები და წესები  ფულადი  გრანტის გაცემასთან,  თანამშრომელთა დაქირავებასთან  და  მათ  ანაზღაურებასთან დაკავშირებით. წყაროდ მითითებულია პარტნიორობის  ხელშეკრულების მუხლები, რომელიც ეხება პროექტის განსაზღვრულ ღონისძიებებს: ფულად და ვაუჩერით დახმარებას და 10.38 მუხლს პარტნიორის საშტატო ხარჯების შესახებ. წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანდართულია განსაზღვრული სტანდარტული სამოქმედო პროცედურა, რომლის გადახედვა განხორციელდა ერთობლივად.

ფულადი გრანტის უზრუნველყოფა:

სამინისტრომ გადახედა არსებული სტანდარტულ სამოქმედო პროცედურას თავშესაფრის მაძიებელთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ფულადი და სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის  შესახებ  (წინამდებარე ხელშეკრულების დანართი 1).  ინდივიდუალურ შეფასებებზე  დაყრდნობით,  სტანდარტული სამოქმედო პროცედურა წარმართავს  ფულადი გრანტების უზრუნველყოფის  პროცესს სამინისტროს კომისიის  მიერ  გადაწყვეტილებების  მიღების გზით ბენეფიციართათვის სოციალური შემწეობის გაცემის თაობაზე (17.02.2015 წლის მინისტრის №240 ბრძანება) გლუკის, გაეროს   საქართველოს  ასოციაციისა და სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით, რაც  ეფუძნება   უმწეობის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ფულის გადარიცხვის შესახებ მიღებულ ინფორმაციას, მონიტორინგსა და დოკუმენტაციას. გასაჩივრების მექანიზმი ასევე ამოქმედდა ეფექტური, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურის უზრუნველსაყოფად.

გადაწყვეტილების  მიღების  პროცესი  არის  სამართლიანი  და  გამჭვირვალე  და ხორციელდება მინისტრის   ბრძანების  საფუძველზე   მოქმედი  კომისიის   მეშვეობით.  კომისიას   ხელმძღვანელობს მინისტრის   პირველი   მოადგილე,   რაშიც   მონაწილეობას  იღებს   გლუკი, გაეროს   საქართველოს ასოციაცია და სხვა წარმომადგენლები.

სამინისტრო წინამდებარე პროექტის ფარგლებში იღებს პასუხისმგებლობას  ერთობლივად შეთანხმებული  ღონისძიებების მენეჯმენტსა და განხორციელებაზე გლუკის ფინანსური მხარდაჭერითა და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, შემდეგი ღონისძიებების ჩათვლით:

ორმხრივი/ერთობლივი ღონისძიებები, რომელთა დაფინანსება არ ხდება უშუალოდ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში:

1. ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, გლუკის   სტატუსის   მე-8 (ვ) პარაგრაფისა   და    აღმასრულებელი   კომიტეტის 91 (LII)-ე  -2001 დასკვნის შესაბამისად სამინისტრო რეგულარულად განაახლებს და ხელმისაწვდომს გახდის ლტოლვილთა   (ჰუმანუტარული   სტატუსის   მქონე   პირთა) და თავშესაფრის მაძიებელთა სანდო სტატისტიკას, ადგილმდებარეობასა და სხვა მნიშვნელოვან  მონაცემებს;

2. სამინისტრო  მხარს  დაუჭერს  სამინისტროს    წარმომადგენლობას პანკისის ხეობაში, რათა უზრუნველყოფილ  იქნეს  კომუნიკაცია იქ მაცხოვრებელ დარჩენილ 232 ლტოლვილთან  და  ხელი შეეწყოს ინტეგრაციისა და ნატურალიზაციის პროცესს;

3. სამინისტრო ჩაატარებს ლტოლვილთა  ყოველწლიურ რეგისტრაციას (ხელახალ რეგისტრაციას) ივნისი-სექტემბრის პერიოდში;

4. სამინისტრო  უზრუნველყოფს,  რომ  ლტოლვილები,  ჰუმანიტარული  სტატუსის მქონე  პირები  და თავშესაფრის მაძიებლები მხარდაჭერილნი არიან ხელმისაწვდომი სოციალური დაცვის სისტემის ფარგლებში  (მაგ.: საქართველოს იუსტიციის  სამინისტროს მიერ  დროებითი  ბინადრობის მოწმობებით შემდგომი უზრუნველყოფა და მათ  ჩართვა სახელმწიფო ჯანდაცვის უზრუნველყოფის პროგრამებში, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების  მსგავსად უფასო ხელმისაწვდომობა საგანათლებლო სისტემაზე);

5.  თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში (შემდგომში „მიმღები  ცენტრი“) გამოყენებულ იქნება მხოლოდ თავშესაფრის მაძიებელთა  მიღებისა  და  განთავსების მიზნებისათვის, სამინისტროში  თავშესაფრის  განცხადების რეგისტრაციის თარიღიდან  საბოლოო  გადაწყვეტილებამდე;

6.  მიმღები ცენტრის შეზღუდული შესაძლებლობების (135 კაცი, მიმღები ცენტრის ახალი ფრთის ჩათვლით)  და  ჩამოსული  თავშესაფრის  მაძიებელთა  მზარდი  რაოდენობის  გამო, სამინისტრო და გლუკი ერთობლივად შეთანხმდებიან ალტერნატიულ საცხოვრებელ გადაწყვეტილებებზე, ნაღდი ფულის გაცემაზე დროებითი ქირით განთავსებისათვის;

7.  მიმღებ      ცენტრში    განთავსდებიან      სამინისტროში      რეგისტრირებული    თავშესაფრის მაძიებლები და გლუკის მანდატის ქვეშ მყოფი  პირები მათი მოწყვლადობის მიხედვით;

8. მიმღებ ცენტრში  დასაშვები  იქნება  სტატუსმინიჭებული  პირების  ცხოვრება  სტატუსის მინიჭებიდან 1 თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

9.   საქართველოს   კანონის    „ლტოლვილისა     და     ჰუმანიტარული     სტატუსების     შესახებ” შესაბამისად,  მიმღებ ცენტრში თავშესაფრის მაძიებელ პირთა განთავსება  იქნება უფასო;

10. მიმღები ცენტრის შესაბამისი მაღალი სტანდარტებით ფუნქციონირება და მონიტორინგი უზრუნველყოფილი იქნება სათანადოდ გადამზადებული თანამშრომელთა  გუნდის მეშვეობით;

11. მიმღები ცენტრი ხელმისაწვდომი იქნება   გლუკის   უფლებამოსილ    თანამშრომელთა ვიზიტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთათვის კონსულტაციის გაწევით, ასევე გლუკის შემსრულებელი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის მონიტორინგის მისიისათვის;

გლუკის მიერ  გამოყოფილი  დაფინანსების ფარგლებში  სამინისტრო უზრუნველყოფს (ღონისძიებები უშუალოდ დაფინანსებული გლუკის მიერ):

შესაძლებლობების გაუმჯობესება დამატებითი საშტატო ერთეულების მეშვეობით:

1. თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებას რვა საშტატო ერთეულზე, რომელთაგან ორი (2) 12 თვის

ვადით იმუშავებს საჭიროებების შეფასებაზე, რათა გაამარტივოს სამინისტროს კომისიის ღონისძიება ბენეფიციართათვის სოციალური შემწეობის გაცემის თაობაზე  და შეამციროს საჭიროებების შეფასებაში არსებული გარკვეული ჩამორჩენა.

ფულადი შემწეობა უკიდურესად უმწეო მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირებისათვის

2.   სამინისტროსა   და   გლუკის   მიერ   დაწესებული   სტანდარტული   სამოქმედო   პროცედურის ფარგლებში, უმწეო თავშესაფრის მაძიებელთა ინდივიდუალური შეფასებების განხორციელებას და საჭიროებებზე  დაფუძნებული  გადაწყვეტილებების მიღებას სამინისტროს  კომისიის მიერ, რომელიც ახდენს პროცესის დოკუმენტაციას. მოქმედებს ადეკვატური მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმები. საჭიროების შეფასების სპეციალისტები არიან შესაბამისად გადამზადებულები, რათაშეფასებასთან  ერთად,  განახორციელონ  ბენფიციართა  სათანადო  დამისამართება  შესაბამის ჯანდაცვის, საგანმანათლებლო და იურიდიული საჭიროებების შემთხვევაში.

3. ლტოლვილის  ან    ჰუმანიტარული    სტატუსის მქონე პირებისა  და თავშესაფრის მაძიებლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან განსაკუთრებით უმწეო მდგომარეობაში, ყოველთვიური შემწეობის   გაცემას (საცხოვრებელი   ფართის   დასაქირავებლად   და მათი ძირითადი საჭიროებებისათვის);

4. თავშესაფრის მაძიებელთათვის დამატებითი სოციალური  დახმარების გაცემას საჭიროებების შეფასების შედეგად  გამოვლენილი  საჭიროების შემთხვევაში;

სხვა სახის დახმარება

5. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე თავშესაფრის მაძიებელთათვის, რომლებიც ცხოვრობენ მარტყოფის მიმღებ ცენტრში, სასურსათო პაკეტის გაცემას (იხილეთ დანართი №2);

6. მარტყოფის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში განთავსებული პირების კეთილდღეობას შეზღუდული სამედიცინო დახმარების, მათ შორის ფსიქოლოგიური  კეთილდღეობის   გზით,  რომელიც    მოიცავს    სამედიცინო    შემოწმებებსა    და   მედიკამენტებით მკურნალობას, ასევე  აუცილებელ  შემთხვევებში  განთავსებულთა ტრანსპორტირებას  სამედიცინო დაწესებულებებში ეს ეხება სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის მიღმა გაწეულ დახმარებას. ინტეგრაციის ცენტრის შექმნასა და ინტეგრაციის სტრატეგიის იმპლემენტაციაში დახმარება სამინისტროს   მიერ  კოორდინირებული  სამინისტროთაშორისი   ინტეგრაციის   ცენტრის   შექმნა მხარდაჭერილი   იქნება   გლუკის   მიერ   ერთჯერადი   კონტრიბუციით   100,000   ლარის   ოდენობით, როგორც ეს წინასწარ იყო შეთანხმებული, მთავრობის მიერ ამ მიზნისათვის გამოყოფილი ფართის განახლებისათვის და ერთობლივად შეფასებული სამინისტროსა და გლუკის მიერ. ერთჯერადი კონტრიბუცია მოიცავს საჭირო აღჭურვილობისა და ავეჯის შეძენას. ცენტრი უზრუნველყოფს სახელმწიფო  მიგრაციის  სტრატეგიის  იმპლემენტაციას,  ვინაიდან  ეს  დაკავშირებულია ლტოლვილებთან და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებთან და მათ ხელმისაწვდომობასთან მომსახურებებსა და ინფორმაციასთან, რაც მისცემთ მათ ინტეგრაციის საშუალებას (ტექნიკური შეფასებები, სამუშაო გეგმები და ნახაზები შეთანხმებულია გლუკთან).

ახელმწიფო  ბიუჯეტიდან  გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში სამინისტრო უზრუნველყოფს:

1. მიმღები ცენტრის თანამშრომელთა  სახელფასო  ანაზღაურების დაფინანსებას;

2. კვალიფიციური თარჯიმნების დაქირავებას თავშესაფრის მაძიებლებთან კომუნიკაციის მიზნით მათთვის გასაგებ ენაზე თავშესაფრის პროცედურების ყველა ეტაპზე. (ეს ნიშნავს, რომ გლუკი არ ჩადებს  ბიუჯეტში  თარგმნისა  და  თარჯიმნობისთვის  მუხლების დაფინანსებას),  სამინისტრო დანერგავს   თარჯიმანთათვის   რეგულარული   ტრენინგის   პროგრამა,   მათი ცოდნისა  და  უნარ- ჩვევების გასაუმჯობესებლად და ასამაღლებლად;

3. დაცვის მომსახურების    დაფინანსებას   მიმღებ    ცენტრში    განთავსებულთათვის  უსაფრთხო გარემოს შექმნისა და გარეშე პირთა  მიმღებ  ცენტრში  შეღწევის აღკვეთის მიზნით;

4. მიმღები ცენტრის  შენახვის და რემონტის ხარჯებს ყველა კომუნალური გადასახადის ჩათვლით;

5. ქართული  ენის   სწავლების კურსებს ნებაყოფლობით საფუძველზე მათი შემდგომი ადგილობრივი   ინტეგრაციის   ხელშეწყობის   მიზნით (ეს ნიშნავს, რომ გლუკი არ ჩადებს ბიუჯეტში ენის კურსების დაფინანსებას);

6. რეგისტრირებული ლტოლვილებისათვის (ჰუმანიტარული სტატუსის მქონე  პირთათვის) შრომის, ჯანდაცვისა    და  სოციალური  უზრუნველყოფის    სამინისტროს   მიერ ყოველთვიური შემწეობის გაცემის მიზნით  ბაზის წარმოებას;

7. ერთობლივი პროექტის უზრუნველყოფა 2 ავტომანქანით (მათ შორის, ერთი ავტომანქანა სამინისტროსთვის სარგებლობის უფლებით გადაეცემა გლუკის მიერ) შემდეგი მიზნების განსახორციელებლად: თავშესაფრის მაძიებელთა უზრუნველყოფა   სოციალური დახმარების ადგილზე მისაწოდებლად; პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სურსათისა და ჰიგიენური ნივთების მისაწოდებლად მიმღებ ცენტრში განთავსებულთათვის; ბენეფიციართა ტრანსპორტირებისათვის  თბილისისა  და  სხვა  ქალაქების  სამედიცინო  დაწესებულებებში; თავშესაფრის მაძიებელთა სამედიცინო მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად; პროექტის თანამშრომლების გადასაყვანად ქვეყნის მასშტაბით ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობის შეფასების ჩატარებასას მათ დროებით საცხოვრებელ ადგილებში თბილისსა და სხვა ქალაქებში (2015 წლის 9 თვის განმავლობაში განხორციელდა 321 ასეთი გასვლა); ბენეფიციართა მონიტორინგის ჩასატარებლად ქვეყნის მასშტაბით;

8. ლტოლვილთა საინტეგრაციო ცენტრის მენეჯმენტი და საქმიანობა წარმოადგენს სამინისტროს ვალდებულებას, ისევე როგორც საინტეგრაციო პროგრამის მომზადებასა და წარმართვასთან დაკავირებული ყველა ხარჯები.

3.2. რისკის მართვა

პროექტის განხორციელებისას ძირითადი რისკი უკავშირდება დაგეგმილი ციფრების გაურკვევლობას.  ძალიან  რთულია,  განსაზღვრო,  თუ  როგორ  განვითარდება  თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების რაოდენობა და რამდენად სწრაფად მოახერხებს სამინისტრო განხილვის პროცესში მყოფი თავშესაფრის განცხადებების შემცირებას. ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედებით, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 1 სექტემბერს, ახლად მომართულთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიკლო, თუმცა ეს არ შეეხო თავშესაფრის მაძიებლებს უკრაინიდან, რომელთა რაოდენობა იზრდება. გლუკი და სამინისტრო ყურადღებით გაუწევენ მონიტორინგს ახალ მომართულთა და განცხადებების რაოდენობას და მოთხოვნისა და შესაძლებლობის შესაბამისად მოარგებენ პროექტის მეთოდოლოგიას ან ბიუჯეტს.

3.3. კოორდინაცია

სამინისტრო  მოახდენს გლუკთან  კოორდინაციასა  და  ყველა  ღონისძიების განხილვას უკეთესი შედეგებისა   და   პროგრესის   მისაღწევად   ლტოლვილთა   და   თავშესაფრის  მაძიებელთა   დაცვის სფეროში.  ეს  აგრეთვე  მოიცავს  დროულ  ანგარიშგებას გლუკისადმი  პროექტის  განხორციელების დროს  წამოჭრილი  ნებისმიერი  გამოწვევის ან პრობლემის შემთხვევაში.  გლუკის თანამშრომლებთან შეხვედრა   გაგრძელდება  თვეში მინიმუმ   ერთხელ,   რაც   იძლევა   პროგრესის   გადახედვისა   და განხილვის საშუალებას.

სამინისტრო და გლუკი  მოახდენენ  ღონისძიებების  კოორდინირებას სამართლებრივ დაცვაზე მომუშავე სხვა პარტნიორებთან (იხილეთ ქვემოთ გაეროს საქართველოს ასოციაცია (UNAG), კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF) და საერთაშორისო სამაშველო კომიტეტი (IRC)), სამინისტროებთან და თავად ლტოლვილებთან და  თავშესაფრის  მაძიებლებთან  ერთად.  პირველი განხორციელდება შეხვედრებისა  და  ერთობლივი  ღონისძიებების,  ხოლო  უკანასკნელი  მუდმივი შეფასებებისა და ინტერვიუების (პროექტის ნაწილი) გზით.

გლუკის შემსრულებელი პარტნიორის გაეროს საქართველოს ასოციაციის (UNAG) მონიტორინგის მისიები კვლავ გაგრძელდება მარტყოფის მიმღებ ცენტრში ორ კვირაში ერთხელ სამართლებრივი და სოციალური   კონსულტაციის   გაწევასთან  ერთად, გლუკის იურიდიული განყოფილების თანამშრომლების ორ კვირაში ერთხელ ვიზიტთან/კონსულტაციის საათებთან ერთად. ეს უზრუნველყოფს  ეფექტურ  და ნაყოფიერ  კომუნიკაციას,  კოორდინაციას  და  პირობების მთლიან მონიტორინგს მიმღებ ცენტრში.

სამინისტრო გაეროს საქართველოს ასოციაციასთან ერთად შეინარჩუნებს ინფორმაციის გაზიარების მექანიზმს და უზრუნველყოფს ყოველთვიურ სტატისტიკას ლტოლვილის სტატუსის ინდივიდუალურ განაცხადზე, რათა ხელმისაწვდომი გახდეს განახლებული ინფორმაცია თავშესაფრის მოთხოვნის ყოველთვიური განაცხადის შესახებ განმცხადებელ, რეგისტრირებულ/რეგისტრაციაზე   უარყოფილ, აღიარებულ   და   გასაჩივრებულ   პირთა   მონაცემთა ჩათვლით.

სამინისტრო რეგულარულად და დროულად უზრუნველყოფს გლუკთან და გაეროს საქართველოს ასოციაციასთან ინფორმაციის გაზიარებას ლტოლვილის სტატუსის დადგენის ყველა დანიშნულ ინტერვიუზე, აგრეთვე დაუშვებს    გლუკის ან გაეროს საქართველოს ასოციაციის ონაწილეობას (ან ორივესი ერთად) ლტოლვილის სტატუსის დადგენის პროცედურის ყველა ეტაპზე.

3.4. მონიტორინგი და  ანგარიში

გლუკი  და  სამინისტრო  თანხმდებიან  რისკზე  დამყარებული  მონიტორინგის  გეგმის თაობაზე, რომელშიც ასახული იქნება განხორციელებული პროგრესი და მიღწევები, როგორც შედეგების, ასევე მიზნობრივ დონეზე (განცალკევებული დოკუმენტი).

ანგარიშგება  განხორციელდება  და  გლუკისადმი  წარდგენილი  იქნება  კვარტალურად,  გლუკის მიერ  უზრუნველყოფილი  ფორმატით  გლუკსა  და  სამინისტროს  შორის  გაფორმებული პარტნიორობის  ხელშეკრულების  საფუძველზე.  სამინისტროს  მიერ  წარდგენილი  ფინანსური ანგარიშების შემდგომ, გლუკი განახორციელებს ფინანსურ ვერიფიკაციას, რომელიც დაფარავს ანგარიშგების   პერიოდს.   საბოლოო   ანგარიშის   წარდგენა,   რომელიც   ფარავს   პროექტის   მთლიან პერიოდს, მოხდება პროექტის განხორციელების ბოლოს იმ თარიღისათვის, რომელიც მითითებულია პარტნიორობის ხელშეკრულებაში. თითოეული ანგარიში წარდგენილი იქნება სხვა შესაბამის დოკუმენტებთან ერთად.

3.5. საჯაროობა

წარდგენილი  ინტერვენციის  პერიოდში,  სამინისტრო  უზრუნველყოფს,  რომ  გლუკის მხარდაჭერა  აღიარებული  და  წახალისებულია.  გლუკისა  და  უწყების  ემბლემა/ლოგოები  ნათლად უნდა ჩანდეს პროექტის დოკუმენტებზე.

ამგვარი კონტრიბუციის წყარო ნათლად იქნება განსაზღვრული დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და საზოგადოების საჯარო შეხვედრებისა და საინფორმაციო ბრიფინგების შემთხვევებში.

3.6. სხვა

გლუკი და სამინისტრო შეთანხმდნენ, რომ ამ პროექტის გადახედვა და შესწორება მოხდება 2016 წლის   პირველ   ნახევარში,   რომელშიც   ასახული   იქნება   სამინისტროს  მიერ   განხორციელებული ნებისმიერი   პროგრესი   სამოქმედო   გეგმისა   და  ინტეგრაციის   ღონისძიებების   განხორციელების თაობაზე, სამუშაო პროცედურების ჩამოყალიბების, კერძოდ, ინტეგრაციის ცენტრის შექმნის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ გლუკი არ დააფინანსებს სამინისტროს პასუხისმგებლობით ინტეგრაციის რეგულარულ  ღონისძიებებს,  იგი   ერთჯერადი   კონტრიბუციის სახით  დაეხმარება  მას ცენტრის შექმნაში, მაგ.:  დადგენილი  ობიექტის  შეკეთებაში,  ავეჯის  ან აღჭურვილობის  შეძენაში. თუმცა,  ეს დამოკიდებული  იქნება  ყველა  სხვა დაინტერესებული მხარეების (სამინისტროების) ჩართულობით რეალისტური კონცეპციისა და სამოქმედო გეგმის დროულად წარმოდგენაზე.

4.0  შესაბამისი  წვლილი  და  პროექტები

4.1. პარტნიორი

ორივე პარტნიორი სამინისტრო და გლუკი აღიარებენ საქართველოს მთავრობის ვალდებულებებს   ლტოლვილთა   და   სტატუსის   მქონე   პირთა,   ასევე   თავშესაფრის   მაძიებელთა დაცვისა  და  დახმარების კუთხით,  საერთაშორისო  სტანდარტების შესაბამისად.  საქართველომ ხელი მოაწერა ლტოლვილის სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციას და მის 1967 წლის ოქმს, რომელიც სხვა დოკუმენტებთან ერთად განსაზღვრავს იმ ინდივიდუალური პირების უფლებებს, რომელთაც მიენიჭათ თავშესაფარი და პასუხისმგებლობა კონკრეტულ ქვეყნებში.

ამ  პროექტის  ფარგლებში  გლუკი  ფინანსურ  დახმარებას  უწევს  სამინისტროს ლტოლვილთა, სტატუსის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთათვის დახმარების უზრუნველყოფაში, ასევე ლტოლვილის სტატუსის დადგენის პროცედურის განხორციელებაში კონვენციის შესაბამისად და ადეკვატური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფაში. ახალმომართულთა მოსალოდნელ რაოდენობაზე და აღიარების მაჩვენებელზე, ასევე ქვეყანაში უმწეო თავშესაფრის მაძიებელთა შეფასებულ საჭიროებებზე  დაყრდნობით,  საქართველოს  მთავრობა  მოახდენს  რესურსების შეგროვებასა და მობილიზებას, რათა დაიწყოს საჭიროებების დაკმაყოფილება უშუალოდ ამ ხელშეკრულების ფარგლებში და იგი არ იქნება დამოკიდებული გლუკის დაფინანსებაზე.

სამინისტრომ გამოყო დაახლოებით 540,000 ლარი ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა დაცვისა და დახმარების კუთხით, კერძოდ, ლტოლვილის სტატუსის დადგენისა და ხარისხის უზრუნველყოფის   განყოფილების   თანამშრომელთა,   ასევე   მიმღები ცენტრის მენეჯმენტისა და ცენტრის ახალი ფრთის დარჩენილი აღჭურვილობისა და ავეჯის დაფინანსებით.

4.2. სხვა მონაწილე მხარეები

დაუდგენელი

5.0.  შესწორების ისტორია

შესწორება  01:  აღნიშნული  შესწორება  ემსახურება  ფინანსური  რესურსების  დამატებას სახელმწიფო საინტეგრაციო ცენტრის დასაარსებელი ფართის რეაბილიტაცია/განახლებას სახელმწიფო მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად. აქტივობა შეთანხმებულ იყო პარტნიორობის დეტალების თავდაპირველი მოლაპარაკებისას 2015 წელს და დამოკიდებული იყო მთავრობის მხრიდან შესაფერისი ფართის გამოყოფაზე, რომელიც მისაღები იქნებოდა გლუკისა და სამინისტროსათვის.