„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 252
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016904
252
07/10/2016
ვებგვერდი, 10/10/2016
230210000.22.033.016904
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №252

2016 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის:
ა) „ა.ა.გ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ა.ა.გ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა.გ2“ და „ა.ა.გ3“ ქვეპუნქტები:

„ა.ა.გ2) ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა;

ა.ა.გ3) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა;“;

გ) „ა.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტები:

„ა.ე) მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების შემთხვევაში – იმპორტის წინასწარ დასაბუთებული თანხმობა;

ა.ვ) პრეკურსორის შემთხვევაში – წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი;“.

2. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“–„ჩ“ ქვეპუნქტები:

„ფ) მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტის, რეექსპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – იმპორტის წინასწარ დასაბუთებული თანხმობა;

ქ) მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტის ან გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – იმპორტიორი ქვეყნის წინასწარი თანხმობა, სადაც მინიშნებული იქნება, რომ იმპორტიორი მხარის ან სხვა ქვეყნის ეროვნული დანიშნული ორგანო თანახმაა როტერდამის კონვენციის III დანართში შესული საშიში ქიმიური ნივთიერების ან პესტიციდის იმპორტზე;

ღ) პრეკურსორის იმპორტის შემთხვევაში – წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი;

ყ) პრეკურსორის ექსპორტის შემთხვევაში – წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი;

შ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანისა და შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტი“;

ჩ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანისა და შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი“.“.

3. დანართი №IV-02 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
4. 84-ე მუხლის:
ა) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სახიფათო ნარჩენები;

ზ) არასახიფათო ნარჩენები;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) რადიოაქტიური ნარჩენები;“;

გ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ოზონდამშლელი ნივთიერებები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 72 პუნქტის შესაბამისად.“.

5. 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პრეკურსორები, ნარჩენები, ოზონდამშლელი ნივთიერებები და მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებები და პესტიციდები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება);

ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები, ბირთვული მასალები, რადიოაქტიური ნივთიერებები, რადიოაქტიური ნარჩენები, მინერალები (წიაღისეული), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფერი, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიები ან ნოუ-ჰაუები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება);“.

 

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების მოქმედება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინსტრუქციის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტებისა, გავრცელდეს 2016 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური