ოქმი საქართველოსა და პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ

ოქმი საქართველოსა და პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1000/134
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2016
ძალაში შესვლის თარიღი 04/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016429
1000/134
04/10/2016
ვებგვერდი, 10/10/2016
480610000.03.030.016429
ოქმი საქართველოსა და პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ოქმი
საქართველოსა და პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ

საქართველო და პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელი სახელმწიფო, შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი,

გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ.

მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და პაპუა ახალი გვინეას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.

მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.

მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.

წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

შესრულებულია, ქ. კანბერაში, 2016 წლის 4 ოქტომბერს, ინგლისურ ენაზე.

      საქართველოს სახელით                                                                                    პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელი  სახელმწიფოს სახელით