„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 589
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.034.016578
589
24/10/2016
ვებგვერდი, 25/10/2016
140120000.22.034.016578
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №589

2016 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 140120000.22.034.016290) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის 51 და 52 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,51. ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულმა პირებმა (გარდა ამ ბრძანების მე-3 მუხლის 52 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა) ამავე კანონის 271 მუხლით გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან გათავისუფლების დადასტურების მიზნით სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციისათვის სააგენტოში უნდა წარადგინონ ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი სამსახურიდან.  პირი შეიძლება გათავისუფლდეს აღნიშნული ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან, თუ შესაბამისი გარემოების შესახებ ინფორმაცია სააგენტოსთვის ხელმისაწვდომია სააგენტოს ხელთ არსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი დანაყოფის მონაცემთა ბაზების ან/და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, აგრეთვე თუ აღნიშნული გარემოების შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება სააგენტოსთვის ოფიციალური წყაროებიდან ხელმისაწვდომ გასაჯაროებულ სანდო ინფორმაციას.

52. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულმა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებმა ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლით გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან გათავისუფლების დადასტურების მიზნით, სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციისათვის ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის ნაცვლად სააგენტოში უნდა წარადგინონ თანამდებობის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი. პირი შეიძლება გათავისუფლდეს აღნიშნული ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან, თუ შესაბამისი გარემოების შესახებ ინფორმაცია სააგენტოსთვის ხელმისაწვდომია სააგენტოს ხელთ არსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი დანაყოფის მონაცემთა ბაზების ან/და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, აგრეთვე თუ აღნიშნული გარემოების შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება სააგენტოსთვის ოფიციალური წყაროებიდან ხელმისაწვდომ გასაჯაროებულ სანდო ინფორმაციას.”.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი