დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 134/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017207 |
|
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებით (სსმ, №140, 29.10.2010., მუხ. 201) დამტკიცებულ „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ წესის:
1. მე-2 მუხლის: ა) „პ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის პ1 ქვეპუნქტი: ,,პ1) საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პრიორიტეტულად აღიარებული საერთაშორისო შეჯიბრი (ჩემპიონატი) კონკრეტულ საგანში/საგნებში სასკოლო ასაკის მოსწავლეებს შორის, რომელშიც ქვეყნები წარმოდგენილია ნაკრები გუნდების სახით. საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები შეირჩევიან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საფუძველზე. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაა ასევე საერთაშორისო შეჯიბრი (ჩემპიონატი) კონკრეტულ საგანში/საგნებში სასკოლო ასაკის მოსწავლეებს შორის, რომელშიც მონაწილეობს არანაკლებ 20 ქვეყნის ნაკრები გუნდი, რომლის წევრებიც შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე;“; ბ) ,,ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჟ) საპრეტენზიო კომისია – ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურში მიღებულ შედეგთან დაკავშირებით თითოეული საგნის მიხედვით, ასევე ოლიმპიადის სამივე ტურში პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით ოლიმპიადის მონაწილეთა განცხადებების განხილვისა ან/და ცენტრის დირექტორისათვის დასკვნის მომზადების მიზნით, ცენტრის დირექტორის ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურცენტრის (შემდგომში – რესურსცენტრი) უფროსის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო/ორგანოები;“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) ოლიმპიადის ტურებისთვის ტესტის შეფასების ობიექტური და უნიფიცირებული მეთოდების შემუშავებას;“. 3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ოლიმპიადა შესაძლებელია ჩატარდეს სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ამ შემთხვევაში, ცენტრსა და შესაბამის ორგანიზაციებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია დადგინდეს ამ წესით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ვადები და წესი.“. 4. მე-7 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ოლიმპიადის: ა) პირველი ტური ტარდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად; ბ) მეორე და მესამე ტურები ტარდება წერილობითი/ელექტრონული, ზეპირი ან/და ექსპერიმენტული ფორმით. 2. ოლიმპიადა ზეპირი ან/და ექსპერიმენტული ფორმით შესაძლებელია ჩატარდეს სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ან/და ცენტრის მიერ.“; ბ) მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) პირველი ტურის ტესტები სწორდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით;“. 5. მე-9 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) უზრუნველყოფს მოსწავლეების ინფორმირებასა და ოლიმპიადის მონაწილეების რეგისტრაციას ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში, ელექტრონული ფორმით, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით;“; ბ) ადმინისტრირებას უწევს ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარებას ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად;“; ა.ბ) ,,გ-ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამის წელს: ა) გამოთქვამს ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილს, მასზე ვრცელდება ამ წესით დადგენილი ის მოთხოვნები, რომელიც გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის; ბ) არ გამოთქვამს ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილს, ამ შემთხვევაში ის უზრუნველყოფს მოსწავლეების დარეგისტრირებას ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას მიაწვდის შესაბამის რესურსცენტრს.“; გ) მე-5 პუნქტის: გ.ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.ბ) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) უზრუნველყოფს იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ოლიმპიადის პირველ ტურზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განაწილებას, რომლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობას არ იღებს შესაბამისი წლის ოლიმპიადაში;“; გ.გ) ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.დ) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) განიხილავს ოლიმპიადის პირველი ტურის პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადებს ამ წესის შესაბამისად;“; გ.ე) ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.ვ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი: ,,თ) უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ ოლიმპიადებზე მონიტორინგი;“; დ) მე-6 პუნქტის: დ.ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) უზრუნველყოფს ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით;“; დ.ბ) ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: ,,8. ოლიმპიადის დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა: ა) ცენტრს მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს მოსწავლეთა პერსონალურ მონაცემებს, ელექტრონულად ან/და წერილობით, შეთანხმებული ფორმის შესაბამისად; ბ) ოლიმპიადის პირველი ტურის პროცესში, ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფს შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ინსტალაციასა და ტექნიკურ მხარდაჭერას; გ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“; 6. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ოლიმპიადის თითოეული ტურისთვის შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და სწორ პასუხებს შეიმუშავებს ცენტრი. შეფასების ზოგადი კრიტერიუმები ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე“; ბ) მე-4-მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 7. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ოლიმპიადის ჩატარების მიზნით, ცენტრი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ქმნის ოლიმპიადაში მონაწილეების მონაცემთა ელექტრონულ ბაზას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორეზე და სისრულეზე პასუხისმგებელია შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.“. 8. მე-14 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების შემდგომ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დგება ოლიმპიადის მონაწილეთა რეიტინგული სია კონკრეტული კლასის/კლასებისა და საგნის შესაბამისად.“; ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ოლიმპიადის პირველი ტურის საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებიც მოიპოვებენ უფლებას, მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადის მეორე ტურში. ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს ოლიმპიადის იმ მონაწილეს, რომელმაც ოლიმპიადის პირველ ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათას მონაწილეს შორის.“; დ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: ,,41. ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილე/მონაწილეები, რომლის/რომლების ქულა ემთხვევა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რეიტინგულ სიაში მეათასე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.“; ე) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. ოლიმპიადის მეორე ტურში გასული ოლიმპიადის მონაწილეების სია ცენტრის მიერ გადაეგზავნება რესურსცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მიწოდებას.“; 9. მე-15 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელმაც ოლიმპიადის მეორე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ ოლიმპიადის მონაწილეს შორის. 4. ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ის ოლიმპიადის მონაწილე/მონაწილეები, რომლის/რომლების ქულა ემთხვევა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ რეიტინგულ სიაში ორმოცდამეათე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას. 5. ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულთა თაობაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.“; 10. მე-16 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მონაწილე/მონაწილეები, რომელმაც/რომლებმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შედგენილ რეიტინგულ სიაში გადანაწილდა პირველ ათ ადგილზე.“; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ოლიმპიადის მესამე ტურის გამარჯვებულთა თაობაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.“. 11. მე-17 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ოლიმპიადის მონაწილემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია. ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურზე რეგისტრაცია იწყება ტესტირებამდე ნახევარი საათით ადრე.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. ოლიმპიადები ელექტრონული, წერილობითი, ზეპირი და ექსპერიმენტული ფორმით მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურით.“. 12. 21-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ოლიმპიადის მონაწილეს უფლება აქვს ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურის ტესტის შეფასების თაობაზე წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ოლიმპიადის ტესტისა და პასუხების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 დღის განმავლობაში. 3. საპრეტენზიო კომისიას საპრეტენზიო განაცხადის შეტანიდან 5 დღის ვადაში გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება ან დასკვნა.“. 13. 22-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეიტინგული სიები საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ცენტრის მიერ დაიდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. რეიტინგული სიები ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.“. 14. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, ოლიმპიადის მონაწილის საბოლოო შედეგის გათვალისწინებით მიღებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ქულა ენიჭება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც დარეგისტრირდა ოლიმპიადის მონაწილე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები