დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1934 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022262 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1934
2016 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდის 227,5 ჰა მიწის ფართობზე სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების ვადის 2017 წლის 1 დეკემბრამდე გაგრძელების თაობაზე:
ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №ი-797 ბრძანებით განსაზღვრულ სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის 100 ჰა მიწის ფართობზე;
ბ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 1 დეკემბრის №ი-924 ბრძანებით განსაზღვრულ სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის 57 ჰა მიწის ფართობზე;
გ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №ი-372 ბრძანებით განსაზღვრულ სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის 70,5 ჰა მიწის ფართობზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები