დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვიდეოანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი ერთიანი ვიდეომონიტორინგის სისტემის დანერგვასა და განვითარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1933 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022261 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1933
2016 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვიდეოანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი ერთიანი ვიდეომონიტორინგის სისტემის დანერგვასა და განვითარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვიდეოანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი ერთიანი ვიდეომონიტორინგის სისტემის დანერგვისა და განვითარების თაობაზე პროექტის განხორციელებისათვის, 2016-2019 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში, 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარით დაფინანსების თაობაზე.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სამინისტროს მიერ ვიდეოანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფისა და სათვალთვალო ვიდეოკამერების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები