გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე

  • Word
გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1932
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022260
  • Word
1932
17/09/2016
ვებგვერდი, 10/10/2016
000000000.00.003.022260
გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1932

2016 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „გარდაბნის თბოსადგური 2-მა“ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს:

ა) 230 მგვტ კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების (პროექტირება, შესყიდვა და მშენებლობა) შესყიდვა, FIDIC-ის ვერცხლისფერი წიგნის („Conditions of Contract for EPC Turnkey Projects (First Edition, 1999)“) დებულებების საფუძველზე;

ბ) ჩინეთის ინდუსტრიულ და კომერციულ ბანკთან (ICBC) გასაფორმებელი დავალების ხელშეკრულებით (Mandate Letter) გათვალისწინებული მომსახურება (მათ შორის: სადაზღვევო, იურიდიული, საკონსულტაციო, საბანკო/საფინანსო).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვების განხორციელებისათვის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის  მე-11-მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

3. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება მიჩნეულ იქნეს „lump sum“ ტიპის ხელშეკრულებად.

4. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „გარდაბნის თბოსადგური 2-ს“, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის გასაფორმებელი იმპლემენტაციის ხელშეკრულება.

5. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაზე, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ილია ელოშვილს.

 

პრემიერ-მინისტრი                              გიორგი კვირიკაშვილი