მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ

  • Word
მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1930
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022255
  • Word
1930
16/09/2016
ვებგვერდი, 10/10/2016
000000000.00.003.022255
მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1930

2016 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

 მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2016 წლისათვის მესტიის მუნიციპალიტეტში გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 100.0 ათასი ლარის ოდენობით (მათ შორის: ქონების გადასახადი – 1 800.0 ათასი ლარი, საშემოსავლო გადასახადი – 300,0 ათასი ლარი);

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მაჩვენებლების მიუხედავად, მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წლის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა        4 214.0 ათასი ლარით;

გ) „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სესხის აღების თაობაზე თანხმობის მიცემის და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 14 სექტემბრის №40 განკარგულებით მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიეცა თანხმობა, საქართველოს მთავრობის წინაშე დააყენოს საკითხი სესხის აღების თაობაზე, 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით.

2. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფლება მიეცეს მესტიის მუნიციპალიტეტს, სესხი აიღოს საქართველოს მთავრობისაგან.

3. მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, მესტიის მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე სესხის სახით გამოუყოს 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი, შემდეგი პირობებით:

ა) სესხი გაიცეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გარეშე;

ბ) სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი განისაზღვროს ნული პროცენტით;

გ) სესხით სარგებლობის ვადად განისაზღვროს 2020 წლის 31 დეკემბერი;

დ) სესხის სრულად დაფარვამდე მესტიის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს შესაბამისი წლის ბიუჯეტისა და მასში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების ძირითადი პარამეტრების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმება;

ე) მესტიის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს სესხის დაფარვის გრაფიკის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმება.

4. ამ განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                    გიორგი კვირიკაშვილი