კომპანია„IFI S.p.A“-სა და საქართველოს შორის დავის მორიგებით დასრულების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
კომპანია„IFI S.p.A“-სა და საქართველოს შორის დავის მორიგებით დასრულების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1922
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022257
  • Word
1922
16/09/2016
ვებგვერდი, 10/10/2016
000000000.00.003.022257
კომპანია„IFI S.p.A“-სა და საქართველოს შორის დავის მორიგებით დასრულების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1922

2016 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

კომპანია „IFI S.p.A“-სა და საქართველოს შორის დავის მორიგებით დასრულების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ 

 

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გოჩა ლორთქიფანიძეს მიენიჭოს უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს კომპანია „IFI S.p.A“-ის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებულ დავასთან დაკავშირებით წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად გასაფორმებელ ხელშეკრულებას მორიგებისა და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ  - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს გიორგი ფიცხელაურს მიენიჭოს უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს კომპანია „IFI S.p.A“-ის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებულ დავასთან დაკავშირებით წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების ფარგლებში დასადებ ხელშეკრულებას შპს „ჯორჯიან თიმბერ ინტერნეიშენალის“ მიერ საქართველოს მთავრობისათვის ქონების გადაცემის შესახებ.

3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს კომპანია „IFI S.p.A“-ს, შპს „ჯორჯიან თიმბერ ინტერნეიშენალს“, შპს „დე ენდ ვესა“ და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი მორიგებისა და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ ხელშეკრულებისა და ამავე ხელშეკრულების ფარგლებში დასადები შპს „ჯორჯიან თიმბერ ინტერნეიშენალის“ მიერ საქართველოს მთავრობისათვის ქონების გადაცემის ხელშეკრულებები. 

4. მორიგებისა და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის ფულადი ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის 1,232,240  (ერთი მილიონ ორას ოცდათორმეტი ათას ორას ორმოცი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გამოყოფა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი