შპს„აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შპს„აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1920
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022248
  • Word
1920
16/09/2016
ვებგვერდი, 11/10/2016
000000000.00.003.022248
შპს„აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1920

2016 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში - დებულება) მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპულიკის მთავრობას, სოფლების -  წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობასა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“  შორის 2015 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, „შუახევი ჰესის“ პროექტის განხორციელების მიზნით, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 1 წლის ვადით და მიეცეს უფლება, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფ. დანდალოს მიმდებარე ტერიტორიაზე  მოიპოვოს 25 356 (ოცდახუთი ათას სამას ორმოცდათექვსმეტი) მ3 საშენი მასალა (ქვიშა-ხრეში) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

X

Y

1

259958

4614574

2

259970

4614586

3

260001

4614597

4

260036

4614603

5

260067

4614606

6

260098

4614606

7

260115

4614612

8

260138

4614611

9

260168

4614609

10

260201

4614600

11

260238

4614597

12

260274

4614590

13

260303

4614587

14

260334

4614579

15

260364

4614572

16

260379

4614555

17

260344

4614560

18

260312

4614565

19

260289

4614570

20

260246

4614571

21

260213

4614574

22

260187

4614573

23

260146

4614575

24

260103

4614571

25

260069

4614553

26

260052

4614550

27

260008

4614558

28

259976

4614565

S = 1,27 ჰა

WGS -1984.

 

 

2. შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დებულების 74 მუხლის 22 პუნქტის მიხედვით დაანგარიშებული თანხის -  38 034 (ოცდათვრამეტი ათას ოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა,  ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

3. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

4. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიამ“,  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                  გიორგი კვირიკაშვილი