დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს„აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1919 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022247 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1919
2016 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში - დებულება) მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, სოფლების - წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობასა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2015 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, „შუახევი ჰესის“ პროექტის განხორციელების მიზნით, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 1 წლის ვადით და მიეცეს უფლება, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფ. ხიჭაურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 33 912 (ოცდაცამეტი ათას ცხრაას თორმეტი) მ3 საშენი მასალა (ქვიშა-ხრეში) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y | № | X | Y |
| 1 | 261035 | 4614091 | 20 | 260674 | 4614387 |
| 2 | 260998 | 4614092 | 21 | 260645 | 4614427 |
| 3 | 260958 | 4614103 | 22 | 260636 | 4614448 |
| 4 | 260926 | 4614118 | 23 | 260630 | 4614469 |
| 5 | 260901 | 4614128 | 24 | 260628 | 4614481 |
| 6 | 260876 | 4614146 | 25 | 260660 | 4614442 |
| 7 | 260844 | 4614165 | 26 | 260744 | 4614301 |
| 8 | 260829 | 4614182 | 27 | 260764 | 4614309 |
| 9 | 260822 | 4614205 | 28 | 260769 | 4614334 |
| 10 | 260805 | 4614224 | 29 | 260774 | 4614329 |
| 11 | 260793 | 4614244 | 30 | 260790 | 4614306 |
| 12 | 260775 | 4614269 | 31 | 260802 | 4614293 |
| 13 | 260762 | 4614280 | 32 | 260821 | 4614262 |
| 14 | 260752 | 4614287 | 33 | 260840 | 4614244 |
| 15 | 260741 | 4614290 | 34 | 260856 | 4614228 |
| 16 | 260726 | 4614308 | 35 | 260883 | 4614204 |
| 17 | 260717 | 4614325 | 36 | 260900 | 4614186 |
| 18 | 260708 | 4614341 | 37 | 260929 | 4614168 |
| 19 | 260697 | 4614356 | 38 | 260950 | 4614155 |
| S = 1,70 ჰა |
| ||||
| WGS -1984. |
| ||||
2. შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დებულების 74 მუხლის 22 პუნქტის მიხედვით დაანგარიშებული თანხის - 50 868 (ორმოცდაათი ათას რვაას სამოცდარვა) ლარის გადახდა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
3. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
4. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიამ“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები