სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

  • Word
სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1918
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022246
  • Word
1918
16/09/2016
ვებგვერდი, 10/10/2016
000000000.00.003.022246
სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1918

2016 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის  სახელმწიფო ტყის ფონდით  სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და  „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271  მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებულ  სახელმწიფო ტყის ფონდის 107,3 ჰა მიწის ფართობზე  (მათ შორის: ხაიშის სატყეო უბნის ხაიშის სატყეოს №80 კვარტალის №7 ლიტერში – 16 ჰა; №102 კვარტალის №6 ლიტერში – 16 ჰა; №103 კვარტალის №5 ლიტერში – 10 ჰა  და №71 კვარტალის №6 ლიტერში - 8 ჰა - სულ, ხაიშის სატყეოში – 50 ჰა; ორმელეთის სატყეოს №62 კვარტალის  №1 ლიტერში - 19 ჰა;  №62  კვარტალის №4ლიტერში – 4,3 ჰა და №45 კვარტალის №8 ლიტერში – 30 ჰა; №15 კვარტალის №5 ლიტერში – 4 ჰა - სულ, ორმელეთის სატყეოში – 57,3 ჰა), ტყის მდგრადი მართვის პრინციპებიდან გამომდინარე, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების ჭრის უფლებით) ვადა სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს განესაზღვროს 2 (ორი) წლით. 

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი