დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1915 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022243 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1915
2016 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმში გამოფენის – „საქართველო ქვის ხანაში“ მოწყობისათვის საჭირო 99 884 (ოთხმოცდაცხრამეტი ათას რვაას ოთხმოცდაოთხი) ლარის ღირებულების 14 საგამოფენო ვიტრინისა და 49 საგამოფენო სადგამის (CPV39100000) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები