საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1905
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022233
  • Word
1905
16/09/2016
ვებგვერდი, 11/10/2016
000000000.00.003.022233
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1905

2016 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

1.  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს  თანხმობა, რომ სს „უშბა დეველოპმენტს“  (ს/ნ: №204542101) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული,      ქ. თბილისში, მინდელის ქ. №11-ში მდებარე 10688 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.05.005.058) სს „უშბა დეველოპმენტის“ საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე 2737 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: №1-ისა  და №2-ის (საერთო ფართით - 2326 კვ.მ) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.72.14.034.480) და ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის №4-ში მდებარე 3689 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (საერთო ფართით - 897 კვ.მ) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.72.14.034.481) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, იმ პირობით, რომ სს „უშბა დეველოპმენტი“ დაფარავს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 25 მაისის №002969816  და  2016 წლის 5 აგვისტოს №004189516 დასკვნებით დადგენილ,  ამ პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობას (23350 (ოცდასამი ათას სამას ორმოცდაათი) ლარი),  შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი