„ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ივლისის №265 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ივლისის №265 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 365
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 25/07/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 77, 30/07/2003
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002
  • Word
365
25/07/2003
სსმ, 77, 30/07/2003
040.030.000.05.002.002
„ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ივლისის №265 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №365

2003 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ივლისის №265 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ივლისის №265 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. საოპერო თეატრის მართვა

1. საოპერო თეატრში იქმნება მართვის კოლეგიალური ორგანო – სამხატვრო კოლეგია (შემდგომში – კოლეგია), რომელიც შედგება 7 წევრისაგან. კოლეგიას ჰყავს კოლეგიის ხელმძღვანელი.

2. საქართველოს  კულტურის მინისტრი ნიშნავს კოლეგიის წევ­რებს და კოლეგიის წარდგინებით – კოლეგიის ხელმძღვანელს. კოლეგი­ისა და კოლეგიის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლით.

3. კოლეგიის შემადგენლობაში შედიან: კოლეგიის ხელმძღვანელი, გენერალური დირექტორი, მუსიკალური ხელ­მძღვანელი, მთავარი ბალეტმაისტერი, მუსიკალური და თეატრალური ხელოვნების მოღვაწენი.

4. კოლეგია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის 3/4. კოლეგია გადაწ­ყვეტილებებს იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. მუსიკალურ საკითხებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მუსიკალური ხელმძღვანელის, ხოლო საბალეტო საკითხებში მთავარი ბალეტ­მაისტერის პოზიციას.

5. კოლეგია პასუხისმგებელია საოპერო თეატრის საერთო შემოქმედებით მოღვაწეობაზე.

6. კოლეგიის ხელმძღვანელი იმავდროულად არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია თეატრის მოღვაწეობასა და შემოქმედებით საქმიანობაზე. იგი კოლეგიის გადაწყვეტილების საფუძველზე:

ა) ადგენს და ამტკიცებს შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) ფორმებს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) აყალიბებს საოპერო თეატრის შინაგანაწესს;

გ) განსაზღვრავს შემოქმედებითი პერსონალის ანაზღაურების ოდენობას სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრებიდან და თეატრის საკუთარი შემოსავლებიდან გამომდინარე;

დ) მოქმედებს საოპერო თეატრის სახელით საქართველოსა და უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას წარმოადგენს საოპერო თეატრის ინტერესებს შემოქმედებით საკითხებთან დაკავშირებით;

ე) საოპერო თეატრის სახელით ხელს აწერს შემოქმედებით სფეროში შემავალ გარიგებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) ამტკიცებს შესაბამის დებულებებსა და ინსტრუქციებს, რომელიც შემოქმედებითი დასის საქმიანობას შეეხება;

ზ) გეგმავს და ახორციელებს ახალ პროექტებს;

თ) ადგენს საოპერო თეატრის კალენდარულ გეგმას;

ი) აკონტროლებს საოპერო თეატრში მხატვრულ-შემოქმედებითი პერსონალის მიერ შემოქმედებითი და შრომითი დისციპლინის დაცვას.

7. საოპერო თეატრის სამეურნეო-საორგანიზაციო საქმიანობას წარმართავს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის მინისტრი. გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 3 წლით.

8. გენერალური დირექტორი:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს წინაშე;

ბ) წარმართავს საოპერო თეატრის ადმინისტრაციულ-სამეურნეო, ფინანსურ და კომერციულ საქმიანობას. მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში მინდობილობის გარეშე მოქმედებს საოპერო თეატრის სახელით; წარმოადგენს საოპერო თეატრის ინტერესებს საქართველოსა და უცხოეთის იურიდიულ, ფიზიკურ პირებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

გ) საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, საკონტრაქტო სისტემის საფუძველზე წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის მიღება-გათავისუფლების საკითხებს. კოლეგიასთან შეთანხმებით, სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრებიდან და თეატრის საკუთარი შემოსავლებიდან გამომდინარე განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ანაზ­ღაურების ოდენობას;

დ) საოპერო თეატრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელს აწერს სამეურნეო-საფინანსო და საორგანიზაციო ხასიათის გარიგებებს, საბანკო დოკუმენტებს, ხსნის საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, დებს ხელშეკრულებებს, გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს;

ე) პასუხისმგებელია ახალი და მიმდინარე სპექტაკლების მატე­რიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის;

ვ) ანგარიშვალდებულია საოპერო თეატრის ეკონომიკურ, ფინანსურ და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

9. მუსიკალური ხელმძღვანელი:

ა) აწარმოებს სოლისტ-ვოკალისტთა შერჩევას, საოპერო დასის დაკომპლექტებას და ზრუნავს მათ დასაქმებაზე;

ბ) უზრუნველყოფს  საოპერო სპექტაკლებისა და საკონცერტო პროგრამების მაღალმხატვრულ დონეზე მოწყობას სტაციონარში, გასვლით სპექტაკლებსა და გასტროლებზე;

გ) სოლისტ-ვოკალისტებთან, კონცერტმაისტერებთან, დირიჟო­რებთან, ქორმაისტერებთან, გუნდისა და ორკესტრის მსახიობებთან აფორმებს შრომის ხელშეკრულებებს, რომელთა ფორმებიც დამტკიცებულია კოლეგიის მიერ;

დ) კოლეგიას წარუდგენს რეკომენდაციას მე-9 პუქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პერსონალის ფულადი ანაზღაურების ოდენობასთან დაკავშირებით;

ე) ახორციელებს საოპერო თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკას, ძველი სპექტაკლების აღდგენასა და ახალი სპექტაკლების საკონცერტო შესრულებით გაშვებას;

ვ) გეგმავს და ახორციელებს ახალ პროექტებს კოლეგიასთან შეთანხმებით.

10. მთავარი ბალეტმაისტერი:

ა) ორგანიზებას უწევს ახალი საბალეტო პროექტების შექმნასა და ძველი სპექტაკლების აღდგენით სამუშაოებს;

ბ) უზრუნველყოფს სპექტაკლებისა და საკონცერტო პროგრამების მაღალმხატვრულ დონეზე მოწყობას სტაციონარში, გასვლით სპექ­ტაკლებსა და გასტროლებზე;

გ) აკონტროლებს სპექტაკლების შექმნასთან დაკავშირებულ კომპლექსურ სამუშაოებს;

დ) უზრუნველყოფს საბალეტო სცენების დადგმას საოპერო სპექტაკლებში;

ე) მუშაობს კომპოზიტორებთან და ლიბრეტოს ავტორებთან ახალი სცენიური ნაწარმოებების შექმნაზე;

ვ) განსაზღვრავს საბალეტო დასის მუშაობის მხატვრულ პრინციპებს;

ზ) ამუშავებს პერსპექტიულ სარეპერტუარო გეგმებს კოლე­გიასთან შეთანხმებით; 

თ) ადგენს საბალეტო სპექტაკლების შექმნის გეგმა-გრაფიკებს, აყალიბებს სადადგმო ჯგუფისა და შემსრულებლების შემადგენლობას;

ი) განსაზღვრავს დასის პროფესიული სწავლების სისტემასა და ფორმას. ხელს უწყობს მათ შემოქმედებით ზრდას;

კ) აკონტროლებს ბალეტის მხატვრულ-შემოქმედებითი პერსონალის შემოქმედებით და შრომით დისციპლინას;

ლ) კოლეგიას წარუდგენს წინადადებებს საბალეტო პარტიების ტარიფიკაციის შესახებ, ასევე საბალეტო დასის წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.“.

ე. შევარდნაძე