სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1903
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022223
  • Word
1903
16/09/2016
ვებგვერდი, 11/10/2016
000000000.00.003.022223
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1903

2016 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 62 მუხლისა  და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013  წლის 10  დეკემბრის  №328 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია  ქ. ხობში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე 1561.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1-ის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:  №45.21.23.094) პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხის დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობით განსაზღვრის თაობაზე იმ პირობით, რომ საწყისი საპრივატიზებო თანხა დადგინდება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით.

2.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში  შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო  ქონების  ეროვნულმა  სააგენტომ  უზრუნველყოს  ამ განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                           გიორგი კვირიკაშვილი