დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას“, შპს „რაკია საქართველო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა“ და რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოს შორის გასაფორმებელი შეწყვეტის და გადაცემის ხელშეკრულებისა და შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას“ და რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1901 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022225 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1901
2016 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას“, შპს „რაკია საქართველო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა“ და რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოს შორის გასაფორმებელი შეწყვეტის და გადაცემის ხელშეკრულებისა და შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას“ და რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია“ (ს/კ №204544154) გათავისუფლდეს თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიასა (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას“ შორის 2010 წლის 25 მაისის და შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას“ და შპს „რაკია საქართველო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას“ (ს/კ №215147990) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის 2011 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან, იმ პირობით, რომ საქართველოს სახელმწიფოს გადაეცემა საკუთრების უფლება შპს „რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ (ს/კ: 215147990) 85%-იან წილზე და შეწყდება სს „ფოთის აეროპორტის“ (სარეგისტრაციო კოდი: №215080695) 98.26% აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას“, შპს „რაკია საქართველო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა“ და რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოს შორის გასაფორმებელი შეწყვეტისა და გადაცემის ხელშეკრულება.
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მიენიჭოს უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას.
4 . საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები