დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „დელტა ინტერნეიშენალისთვის“ სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ,დროებით სარგებლობაში, აუქციონის გარეშე გადაცემის თაობაზე სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთვის“ თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1892 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022220 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1892
2016 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „დელტა ინტერნეიშენალისთვის“ სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში, აუქციონის გარეშე გადაცემის თაობაზე სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთვის“ თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიეცეს თანხმობა, შპს „დელტა ინტერნეიშენალს“ (ს/ნ: 401960614) უსასყიდლოდ, 2016 წლის 30 ოქტომბრამდე, აუქციონის გარეშე გადასცეს შემდეგი ქონება:
ა) სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა – 1 ერთეული;
ბ) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოდული - 1 ერთეული - N0051;
გ) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის სოლარ პანელი – 1 ერთეული – 14XA7U4M0000641/642;
დ) სპეციალური ტაქტიკური ჩაფხუტი DH MK-III – 1 ერთეული – საექსპოზიციო;
ე) სპეციალური ტაქტიკური ჩაფხუტი DH MK-I – 1 ერთეული – 01064;
ვ) ჯავშანჟილეტი MK-II - 1 ერთეული – საექსპოზიციო;
ზ) ჯავშანჟილეტი MK-I - 1 ერთეული – საექსპოზიციო;
თ) 12.7 mm სნაიპერული შაშხანა PDShP-2 –1 ერთეული – NB1213 – 001 საგამოცდო;
ი) 12.7 mm სნაიპერული შაშხანა PDShP-1 – 1 ერთეული – საექსპოზიციო;
კ) 5.56 mm მაყუჩი – 1 ერთეული - N181;
ლ) პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „იამანი“– 1 ერთეული – CAL 9x19 Luger N000001;
მ) ჯავშანფილა – 1 ერთეული - საექსპოზიციო.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები