შპს„თაუერს +“-ის I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ

  • Word
შპს„თაუერს +“-ის I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1891
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022219
  • Word
1891
16/09/2016
ვებგვერდი, 10/10/2016
000000000.00.003.022219
შპს„თაუერს +“-ის I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1891

 2016 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

შპს „თაუერს +“ -ის I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ

 „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, სოფ. ჩაჟაშის (მესტიის მუნიციპალიტეტი, უშგულის თემი) სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ უზრუნველყოს შპს „თაუერს +“-ისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მესტიის სატყეო უბნის ჯორკვალის სატყეოს კვარტალ 12-სა და მესტიის სატყეოს კვარტალ 34-ში 174 მ3 წიწვოვანი სახეობის მორების მისაღებად საჭირო ტყეკაფების გამოყოფა.

2. სსიპ - ეროვნულმა სატყეო სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მერქნულ რესურსზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ხე-ტყის დამზადების ბილეთის, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება.

3. შპს „თაუერს +“-მა უზრუნველყოს I ხარისხის ხე-ტყის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის, ასევე სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდა, კანონმდებლობის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი