დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, შპს „აკვაჰიდროენერჯის“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გეს საქრუსენერგოს“,შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 17 აგვისტოს „ლაჯანური 1“, „ლაჯანური 2“ და „ლაჯანური 3“ ჰიდროელექტროსადგურების ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1877 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022205 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1877
2016 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, შპს „აკვაჰიდროენერჯის“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გეს საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 17 აგვისტოს „ლაჯანური 1“, „ლაჯანური 2“ და „ლაჯანური 3“ ჰიდროელექტროსადგურების ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „აკვაჰიდროენერჯის“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები შეთანხმება, ამავე მხარეებს შორის 2015 წლის 17 აგვისტოს „ლაჯანური 1“, „ლაჯანური 2“ და „ლაჯანური 3“ ჰიდროელექტროსადგურების ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „აკვაჰიდროენერჯის“ შორის დასადები ხელშეკრულება, „ლაჯანური 1“, „ლაჯანური 2“ და „ლაჯანური 3“ ჰიდროელექტროსადგურების სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ.
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შეთანხმებასა და მე-2 პუნქტში მითითებულ ხელშეკრულებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები