„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 107/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 28/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016206
107/04
05/10/2016
ვებგვერდი, 06/10/2016
220090000.18.011.016206
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №107/04

2016 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 მუხლი:

„მუხლი 11. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ვალუტის ყიდვა – ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა ლარით;

ბ) ვალუტის გაყიდვა – ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ უცხოური ვალუტის გაყიდვა ლარზე;

გ) საკომისიო – მომსახურებისათვის გადასახდელი, რომელსაც პუნქტი აწესებს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციაზე და რომლის დაწესება ნებაყოფილობითია;

დ) საყურადღებო კურსი – ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ განსაზღვრული კურსი, რომლის დროსაც ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა აღემატება  3%-ს.

2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები.“.

 

  2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული ბანკი სარეგისტრაციო ფორმის მიღებიდან 45 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის და რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფირმო სახელწოდება, მისამართი, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს.“.

3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი:

„11. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს უარი უთხრას ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციაზე, თუ აღნიშნული პირის, მისი პარტნიორის/აქციონერის ან დირექტორის მიერ არ არის გადახდილი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის მოთხოვნამდე ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა.“.

 

4. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს:

ა) დაემატოს შემდეგი რედაქციის „ე1“ ქვეპუნქტი:

1) დადგინდა, რომ ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა ეროვნულ ბანკს არ შეატყობინა ინფორმაცია სარეგისტრაციო ფორმაში შეტანილი მონაცემების ცვლილების თაობაზე.“.

 

5. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი:

„11. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პირს უარი უთხრას ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის გაუქმებაზე:

ა) თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ არ არის გადახდილი ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა;

ბ) რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნამდე ან მოთხოვნის მომენტისათვის მიმდინარეობდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ეროვნული ბანკის მიერ შემოწმება და ვალუტის გადამცვლელ პუნქტს არ ჩაბარებია შემოწმების აქტი და შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

6. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ე1“, „ვ“ „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებში ან „კ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი პირი არ არის უფლებამოსილი ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს რეგისტრაციის გაუქმებიდან შემდეგი 2 წლის განმავლობაში. ამ პუნქტში აღნიშნული საფუძვლებით ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი პირი არ არის უფლებამოსილი შემდეგი 2 წლის განმავლობაში იყოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის პარტნიორი/აქციონერი, მმართველობითი ორგანოს წევრი ან/და დირექტორი. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაცია გაუქმდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, მაშინ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი პირი არ არის უფლებამოსილი ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს იმ ვადის განმავლობაში, რა ვადითაც მას სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოერთვა შესაბამისი საქმიანობის უფლება.“.

 

7. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სპეციალური პროგრამული საშუალებით წარმოებულ ციფრულ მონაცემთა ბაზაში ასახოს მის მიერ განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია, ამ წესის დანართ №3-ში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად, ამობეჭდოს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ გაწეული მომსახურების ქვითარი“ (დანართი №3),  მისი ერთი პირი  გადასცეს კლიენტს, მეორე კი შეინახოს ვალუტის გადამცვლელ პუნქტში. დანართი №3-ით განსაზღვრული ქვითარი ხელმოწერილი უნდა იყოს როგორც ვალუტის გადამცვლელი პუნქტის წარმომადგენლის (ოპერაციის შემსრულებელი), ასევე კლიენტის მიერ. ზემოაღნიშნული ოპერაციის ასახვის დროს მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითება სავალდებულოა მხოლოდ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ შემთხვევებში.  „ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ გაწეული მომსახურების ქვითრის" (დანართი №3) ელექტრონული ხელმოწერით დადასტურების შემთხვევაში, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის შესაბამისობა „ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 30 სექტემბრის №94/04 ბრძანების მოთხოვნებთან. კლიენტის მიერ მომსახურების ქვითრის დედნის ელექტრონული სახით მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ სანდო და დაცული გზით, რომელსაც კომერციული ბანკები იყენებენ იმ ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებული ელექტრონული დოკუმენტის ხელმისაწვდომობისთვის, რომელი ელექტრონული ხელმოწერის საბანკო სექტორში გამოყენებაც ხორციელდება ამ ქვეპუნქტში აღნიშნული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია განახორციელოს ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი ქვითრის ელექტრონული სახით შენახვა.“;

 

 ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„ი) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსის,  მომსახურების საკომისიოსა და საყურადღებო კურსის  (ასეთების არსებობის შემთხვევაში)  შესახებ. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის  (ასეთების არსებობის შემთხვევაში) შესახებ კლიენტისათვის  თვალსაჩინო ადგილას  (სალაროსთან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დაფაზე) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსის ამსახველი შრიფტის ზომის ინფორმაციის განთავსება.“.

 

8. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია იქონიოს ვალუტის ყიდვისა და ვალუტის გაყიდვის კურსების ამსახველი დაფა, რომელიც უნდა გაფორმდეს დანართ №6-ით განსაზღვრული მოთხოვნების და თანმიდევრობის დაცვით.“.

 

9. მე-6 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:

„1. ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, რომლებიც ამ მუხლის ამოქმედების თარიღისათვის საქმიანობენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიით, ითვლებიან წინამდებარე წესის თანახმად რეგისტრირებულებად. 

2. ის პირები, რომლებიც, ამ მუხლის ამოქმედების თარიღისათვის ეწევიან ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობას და, ამასთან, არ აქვთ წარმოდგენილი ნასამართლეობის ცნობები, 2016 წლის 30 დეკემბრამდე ვალდებულნი არიან საქართველოს ეროვნულ ბანკში წარმოადგინონ ნასამართლეობის ცნობები ამ წესის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის მოთხოვნების დაცვით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული საზედამხედველო ღონისძიებები.“.

 

10. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

11. დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №6.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებისათვის რეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ვალდებულნი არიან ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთ თვეში თავიანთი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანონ ამ ბრძანების მოთხოვნებთან.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)ოთარ ნადარაია