„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 104/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016203
104/04
05/10/2016
ვებგვერდი, 06/10/2016
220090000.18.011.016203
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №104/04

2016 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებით დამტკიცებული წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაინტერესებული იურიდიული პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, ეროვნული ბანკი 45 სამუშაო დღის ვადაში იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის ერთი პირი ეგზავნება განმცხადებელს. 

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 71 პუნქტი:

„71. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაინტერესებულ იურიდიულ პირს უარი უთხრას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციაზე, თუ აღნიშნული პირის, მისი პარტნიორის/აქციონერის ან დირექტორის მიერ არ არის გადახდილი რეგისტრაციის მოთხოვნამდე ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა.“.

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი:

„4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პირს უარი უთხრას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმებაზე:

ა) თუ ფულადი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ არ არის გადახდილი ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა;

ბ) რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნამდე ან მოთხოვნის მომენტისათვის მიმდინარეობდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ეროვნული ბანკის მიერ შემოწმება და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ ჩაჰბარებია შემოწმების აქტი და შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)ოთარ ნადარაია