„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/10/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250005.35.166.016287
33
03/10/2016
ვებგვერდი, 05/10/2016
010250005.35.166.016287
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2016 წლის 3 ოქტომბერი

ქ. გურჯაანი

 

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 სექტემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 010250050.35.166.016284; 07/09/2016 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე- 4 პუნქტების საფუძველზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო შედგება 15 (თხუთმეტი) წევრისაგან;

2. საბჭოს თავმჯდომარეა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელის თანაშემწე (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით);

3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს გურჯაანის  მუნიციპალიტეტის გამგებელი;

4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი სპეციალისტი (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე;

5. საბჭოს შემადგენლობაში თავმჯდომარისა და  მოადგილის გარდა შედიან:

ა) გამგებლის თანაშემწე;

ბ )იურიდიული სამსახურის უფროსი  სპეცილიასტი;

გ) გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი    სპეციალისტი;

დ)გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

ე) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;

ვ) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი;

ზ) გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი;

თ) გურჯაანის მუნიცპალიტეტის საკრებულოს ერთი წევრი;

ი) საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე;

კ) ა(ა)იპ „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების“  წარმომადგენელი;

ლ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა 3 (სამი) წარმომადგენელი, რომელთა კანდიდატურებს შშ კატეგორიებისა და მიმართულებების მიხედვით წარუდგენს გამგებელს  მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირები და მათი ორგანიზაციები, საბოლოო შერჩევა-დამტკიცებას ახდენს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

6. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არ არის საბჭოს წევრი;

7. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი;

8. საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმდჯომარე;“ .

3. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საბჭოს თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს;

ბ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას;

გ) დავალებებს აძლევს საბჭოს ცალკეულ წევრებს;

დ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას;

ე) უფლებამოსილია თავმჯდომარის მოადგილეზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება;“ .

4. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;

2. კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;

3. ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს;“.

5. დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საბჭოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მათი წარმომადგენლების ჩართვის უზრუნველსაყოფად ინფორმაციის გავრცელება დაევალოს საბჭოს სამდივნოს. აღნიშნული ფუნქციის შესრულების მიზნით, სამდივნომ ინფორმაცია მიაწოდოს დღის ცენტრის წარმოამდგენლებსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენელებს.“ .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი