დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ცაგერის ღვინის ქარხნის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/1666 |
| დოკუმენტის მიმღები | ქუთაისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 27/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე №2/1666
ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან
27 სექტემბერი, 2016 წელი ქ. ქუთაისი
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
სხდომის მდივანი: ნოდარი გიორგიძე
განმცხადებელი /მოვალე/ – შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხანა’’
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხნის’’ კრედიტორთა პირველი კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2016 წლის 17 ოქტომბერს 14:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:
ა) მეურვის ანგარიშის მოსმენა, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის და გაკოტრების მმართველის დანიშვის შესახებ სათანადო გადაწყვეტილების მიღება, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება .
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).
3 . დაევალოს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4 . გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი: ნოდარი გიორგიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები