დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-1578/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 16/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1578/ო
2016 წლის 16 სექტემბერი
სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მე-13 მუხლის „ბ” პუნქტის, საქართველოს კანონის „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. მიეცეს ა(ა)იპ ,,სოციალური პარტნიორობის” ფილიალს (ფაქტობრივი მისამართი: ქ ქობულეთი, რუსთაველის ქ. №325-ის მიმდებარედ, შენობა-ნაგებობა №3 და №4) სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლება.
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სააღმზრდელო დაწესებულებების უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6)
4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ა(ა)იპ ,,სოციალური პარტნიორობის” დირექტორის ა. კურსკის განცხადება
№90513, 01.09.2016 წ. ადგილზე შემოწმების აქტი №99, 13.09.2016 წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები