დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შუახევის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებით დამტკიცებულ შუახევის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპურ დებულებაში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.135.016166 |
16
30/09/2016
ვებგვერდი, 04/10/2016
010250050.35.135.016166
„შუახევის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებით დამტკიცებულ შუახევის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპურ დებულებაში დამატების შეტანის შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი
|
„შუახევის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებით დამტკიცებულ შუახევის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპურ დებულებაში დამატების შეტანის შესახებ
|
„ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილების მე-4 მუხლის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„შუახევის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებით დამტკიცებულ შუახევის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების (გამოქვეყნებული:03/02/2016 წ.; ვებგვერდი, matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.135.016152) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი: „ქ1) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დასახლების საერთო კრების მოწვევის ინიციირებიდან ერთი თვის ვადაში განიხილავს, აკმაყოფილებს თუ არა დაინტერესებული პირის განცხადება და მასზე დართული დოკუმენტაცია „ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ უძრავი ნივთის ფაქტობრივად ფლობას და შესაბამის წინადადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები