დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 ივლისის №277 ბრძანებულებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 360 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 24/07/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 77, 30/07/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.210.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №360
2003 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 ივლისის №277 ბრძანებულებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 ივლისის №277 ბრძანებულებით დამტკიცებული (სსმ III, 2001წ., №76 მუხლი 271) ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. წესდების II თავის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ავტონომიური უნივერსიტეტის მართვის უმაღლესი ორგანოა უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო (შემდგომში – დიდი საბჭო), რომლის გადაწყვეტილებანი ერთნაირად სავალდებულოა როგორც უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურული ერთეულისათვის, ისე მთელი შემადგენლობისთვის“.
2. წესდების II თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:
„პუნქტი 121. უნივერსიტეტთან არსებობს სამეურვეო საბჭო, რომელიც მოიზიდავს შემოსავლებს უნივერსიტეტისათვის და იძლევა რეკომენდაციებს მისი რაციონალურად განკარგვის მიზნით.
უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 7 წევრით. სამეურვეო საბჭოს წევრებს ღია კენჭისყრით ირჩევს დიდი საბჭო, უნივერსიტეტის რექტორის წარდგინებით 6 წლის ვადით.
სამეურვეო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს და მოადგილეს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადით“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები