დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს ,,აგროგეო +’’-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/20037-16 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 16/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე №2/20037-16
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2016 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი - შპს ,, ალუდა ’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი 400023611 )
წარმომადგენელი - არჩილ თაბაგარი
მოვალე - შპს ”აგროგეო+”
მეურვე - აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ირაკლი წიკაური
მოთხოვნა - კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.
სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 22 ივლისს განცხადებით მომართა შპს ,,ალუდას’’ წარმომადგენელმა არჩილ თაბაგარმა და მოითხოვა შპს ,,აგროგეო +’’-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. 2016 წლის 02 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.
კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2016 წლის 16 სექტემბერს 17:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში შემდეგი დღის წესრიგით 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; 3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.
კრებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა იშუამდგომლა კრების გაგრძელება სხვა დრისათვის, ვინაიდან არ გააჩნდა შპს ,,აგროგეო+’’-ის მიმართ არანაირი დოკუმენტაცია, ამიტომ სამეურნეო-საფინანსო ანგარიშიც არ იქნა წარმოდგენილი.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. შესაბამისად, სასამართლოს მეურვის შუამდგომლობა სამართლებრივად დასაბუთებულად მიაჩნია.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.
დაადგინა:
1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2016 წლის 13 ოქტომბერს 17:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29;
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები