დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის შექმნისა და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 23 აგვისტოს №500 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 359 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/07/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 74, 24/07/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.040.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №359
2003 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის შექმნისა და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 23 აგვისტოს №500 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში დამატებების შეტანის შესახებ
1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე შეიქმნას საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახური.
2. „საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 23 აგვისტოს №500 ბრძანებულებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №41 (48), 1999 წ., გვ.26) დამტკიცებული დებულების VI თავში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) 23-ე პუნქტს დაემატოს სიტყვები: „პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახური“;
ბ) 24-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახური ახორციელებს უფლებამოსილებებს „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.“
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები