„სამუშაო აღწერილობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამუშაო აღწერილობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016203
16
30/09/2016
ვებგვერდი, 03/10/2016
010250050.35.134.016203
„სამუშაო აღწერილობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2016 წლის 30 სექტემბერი

დაბა ქედა

 

,,სამუშაო აღწერილობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 ,,სამუშაო აღწერილობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 ივლისის №11 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.134.016198, 03/08/2016) შეტანილ იქნა ცვლილება და:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობის ფორმის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,მუხლი 1

დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობის ფორმა, თანახმად დანართი №1-ისა“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობის ფორმა“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე