„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის N246 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2882
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 04/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 190020060.22.029.016373
2882
30/09/2016
ვებგვერდი, 03/10/2016
190020060.22.029.016373
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის N246 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის N246 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №2882

2016 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის №246 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის №246 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 19/02/2015; 190020060.22.029.016277) დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის  წესში“ (შემდგომში წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგრანტო პროგრამას შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტი (შემდგომში დეპარტამენტი).“ ;

ბ) წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სხდომის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება დეპარტამენტში.“;

გ) წესის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. დეპარტამენტის უფლებამოსილება

1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს დეპარტამენტი.

2. დეპარტამენტი:

ა) ამზადებს განმცხადებლებისაგან შემოსულ დოკუმენტებს კომისიის სხდომაზე განსახილველად;

ბ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს აწვდის გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას;

გ) ასრულებს კომისიის წევრების მითითებებს.“;

დ) წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ორგანიზაცია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საკონკურსო განაცხადის პირობებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მისი საგრანტო განაცხადი დარჩება განუხილველი, რის თაობაზეც ეცნობება წერილობით დეპარტამენტის უფროსის მიერ.“;

ე) წესის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით მიღებული გადაწყვტილების თაობაზე განმცხადებელს, დეპარტამენტის უფროსის მიერ, ეცნობება წერილობით.“;

ვ) წესის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომისია გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე, არაუმეტეს 1 კვირის ვადაში, წარუდგენს მინისტრს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის წერილით.“;

ზ) წესის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. გრანტის გამცემი, დეპარტამენტის მეშვეობით, ამოწმებს საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას, გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის გარეშე.“.

მუხლი 2
1. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ძალაშია 2017 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე