დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 449 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.019515 |
|
„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/03/2015, 010220020.10.003.018495) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1 სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა გიგლა აგულაშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; თეიმურაზ მურღულია – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; ნიკოლოზ გაგუა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; ვაჟა გელეიშვილი – სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მყარი სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების გამგე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; ქეთევან ლომიძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის მთავარი სპეციალისტი – კომისიის მდივანი; ემილ წერეთელი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მერაბ ჩალათაშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; მერაბ გაფრინდაშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი; ნანა ზაუტაშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მინერალური რესურსების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი; დავით რობაქიძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის წიაღით სარგებლობის კონტროლის განყოფილების უფროსი; შალვა გეგია – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეპარტამენტის გეოლოგიური აგეგმვისა და ძებნა-ძიების მიმართულების უფროსი მასწავლებელი; გიორგი მაღალაშვილი – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მინერალური და ენერგეტიკული რესურსების და მათი გამოყენების ლაბორატორიის განყოფილების გამგე, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს დამსახურებული გეოლოგი; ოთარ მაჭავარიანი – გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი; გიორგი მელიქაძე – ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი; დავით ბლუაშვილი – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; თინათინ შენგელია – გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ნინო თანდილაშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველოს უფროსი; ირაკლი ნადარეიშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; შორენა იოსებიძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული დაგეგმვისა და სისტემური მართვის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები