დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 452 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.019513 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2013, 010240030.10.003.017504) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ფ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო, ფარული საგამოძიებო მოქმედებების და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ გამოსაყენებელ/გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებათა ოპერატიული სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემისა და გამოყენების წესს;“; ბ) „ფ.ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ.პ“ ქვეპუნქტი: „ფ.პ) ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებს;“. 2. მე-7 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1) ერთობლივი ოპერაციების ცენტრი (დეპარტამენტი);“. 3. მე-10 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1) ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის უზრუნველყოფა ქვეყნის მასშტაბით და ვიდეომეთვალყურეობის ერთიანი სისტემის მუდმივი განვითარება; სამინისტროს სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზების გაერთიანება, განვითარება და მართვა; მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პრევენციის განმახორციელებელი და ინციდენტზე მორეაგირე პოლიციელების ანალიტიკური მხარდაჭერის მიზნით; საპოლიციო ძალების ტაქტიკური განლაგების მუდმივი მონიტორინგის, საპოლიციო დანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის ოპერაციული ანალიზისა და ერთობლივი ოპერაციების ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა; კრიზისულ სიტუაციებში, ასევე მასშტაბური ღონისძიებების დროს, სამინისტროს დანაყოფების ერთიანი მართვის უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემაში მაღალი ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები