დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 145 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 02/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016104 |
|
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/10/2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016046) დამტკიცებული
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ84“, „ჰ85“, „ჰ86“ და „ჰ87“ პუნქტები: „ჰ84) ADFR – ავტომატურად მოხსნადი ფრენის მონაცემების თვითჩამწერი; ჰ85) PBC – მახასიათებლებზე დაფუძნებული კავშირი; ჰ86) PBS – მახასიათებლებზე დაკავშირებული დაკვირვება; ჰ87) RSP – კავშირისათვის საჭირო მახასიათებლები.“. 2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ71“, „ჰ72 “, „ჰ73“, „ჰ74“, „ჰ75“ და „ჰ76“ პუნქტები: „ჰ71) ავტომატურად მოხსნადი ფრენის მონაცემების თვითჩამწერი – სხ-ზე დამონტაჟებული თვითჩამწერი მოწყობილობა, რომელიც ავტომატურად განცალკევდება სხ-ისგან; ჰ72) მახასიათებლებზე დაფუძნებული დაკვირვება – დაკვირვება, რომელიც დაფუძნებულია იმ საჭირო მახასიათებლებზე, რომლებიც გამოიყენება საჰაერო მოძრაობის მომსახურებისთვის; ჰ73) საჰაერო მოძრაობის მომსახურება – ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს: საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებას, საავიაციო შეტყობინებას, საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურებას, საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას (რაიონული სამეთვალყურეო, მისადგომის სამეთვალყურეო და/ან სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურებას); ჰ74) დაბრუნების წერტილი – ბოლო გეოგრაფიული წერტილი მარშრუტზე, საიდანაც სხ-ს შეუძლია გააგრძელოს ფრენა როგორც დანიშნულების, ასევე სათადარიგო აეროდრომებზე; ჰ75) მახასიათებლებზე დაფუძნებული კავშირი – კავშირი დაფუძნებული მახასიათებლებზე, რომლებიც გამოიყენება საჰაერო მოძრაობის მომსახურებისთვის; ჰ76) დაკვირვებისთვის საჭირო მახასიათებლების სპეციფიკაცია – მოთხოვნების ჩამონათვალი საჰაერო მოძრაობის უზრუნველყოფისათვის, მიწისზედა, სხ-ის აღჭურვილობის და ოპერაციების მიმართ, რომელიც აუცილებელია მახასიათებლებზე დაფუძნებული საჰაერო დაკვირვების განსახორციელებლად.“. 3. 25-ე მუხლის 1-ელი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფრენა, რომელიც უნდა შესრულდეს ვფწ-ით, არ შეიძლება დაიწყოს, თუ მიმდინარე მეტეოროლოგიური ინფორმაცია ან მიმდინარე ამინდი და ამინდის პროგნოზი არ მიუთითებს იმაზე, რომ მარშრუტზე ან მარშრუტის იმ მონაკვეთზე, რომელზეც სხ იფრენს, მეტეოროლოგიური პირობები არ იქნება ვფწ-ის ფრენის შესრულების შესაბამისი.”. 4. 51-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32-ე პუნქტი: „32. 27000კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე ყველა სხ., რომელზედაც საფრენად ვარგისობის მოწმობა პირველად გაიცემა 2021 წლის 1 იანვარს ან ამ თარიღის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს CVR-ით, რომელიც უზრუნველყოფს მუშაობის სულ ცოტა ბოლო 25 სთ-ის ჩანაწერის შენახვას.”. 5.73-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფრენის შესრულებისას, როდესაც კავშირი ხორციელდება PBC-ის გამოყენებით, რადიოკავშირის აღჭურვილობა უნდა აკმაყოფილებდეს RCP-ის სპეციფიკაციის მოთხოვნებს, რისთვისაც ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დამატებით: ა) სხ უნდა აღიჭურვოს კავშირის ისეთი მოწყობილობით, რომელიც მისცემს მას შესაძლებლობას შეასრულოს ფრენა არსებული RСP-ის სპეციფიკაციის შესაბამისად; ბ) სხ-ის სეს-ში ან სხვა საბუთებში მითითებული RCP უნდა იყოს დამტკიცებული მწარმოებლის ან რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ. გ) ინფორმაცია სხ-ის RCP სპეციფიკაციებზე უნდა იყოს შეტანილი MEL-ში. შენიშვნა: ინფორმაციას შეიცავს „კავშირის აუცილებელი მახასიათებლების სახელმძღვანელო“ იკაოს DOC 9869, სადაც ასევე მოცემულია კავშირის სისტემებზე და RСP-ზე სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანოების მიერ მომზადებული საბუთების სარეკომენდაციო სია.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები